მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » ყოველთვის არის ადგილი სადაც ...
1:32 PM
ყოველთვის არის ადგილი სადაც ...



იცი რომ გელიან, მაგრამ არ მიდიხარ;
იცი რომ სითბოა, მაგრამ შენამდე არ უშვებ;

იცი რომ სიცივეა, მაგრამ არ იმჩნევ;

იცი რომ სინათლეა, მაგრამ თვალებს ხუჭავ;

იცი რომ სიბნელეა, მაგრამ ხელებს არ აცეცებ;

იცი რომ მოგისმენენ, მაგრამ მუნჯი ხარ;

იცი რომ გიყურებენ, მაგრამ ბრმა ხარ;
იცი რომ გეტყვიან, მაგრამ ყრუ ხარ.
იცი რომ არ გელიან, მაგრამ მაინც მიდიხარ;

ყოველთვის არის ადგილი სადაც ...

არც ყრუ ხარ, არც ბრმა ხარ, არც მუნჯი, სადაც თბილა და გ-თბილა, სადაც გიხარია და უხარი-ხართ,

სადაც გრძნობ და გგრძნობენ,

სადაც ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა - მხოლოდ კვირის დღეები არაა,

სადაც თოვლი, წვიმა, ქარი, დარი-ავდარი მხოლოდ ამინდის პროგნოზი არაა,

სადაც ვარსკვლავები, მზე, მთვარე მხოლოდ ასტრონომიული ციური სხეულები არაა,

სადაც სიტყვები მხოლოდ ლექსიკური მარაგი არაა,

სადაც წამი და საუკუნე სინონიმებია,

სადაც სიცოცხლე მხოლოდ ბიოლოგიური პროცესი არაა,

სადაც სიკვდილი მხოლოდ სიცოცხლის დარაჯია....მაგრამ ეს ადგილი შენი არაა.

როცა ვიღაცას კარგავ, როცა რაღაცა ძალიან გტკივა, პირველი საყრდენი ბოძი, რასაც შემოგაშველებენ ხოლმე სიტყვებია - დრო ყველაფრის მკურნალიაო...დრო მკურნალი არაა,

დრო ის მსახვრალი ხელია, რომელიც მტკივან კბილთან ერთად კბილის ფესვებსაც იღებს და მის ადგილას ცარიელი ღრმული რჩება.

არ მინდა ისეთი დრო, რომელიც ისე მიმკურნალებს რომ ...გახსენებისას ნერვიც არ ამიტოკდეს.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1378 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]