მთავარი » 2010 » მარტი » 17 » ყოველდღე გხედავ
12:28 PM
ყოველდღე გხედავ
ყოველდღე გხედავ...ყოველდღე...ყველაფერი ძველებურადაა...შენ დამინახავ, გამიღიმებ, მოხვალ ჩემთან და ჩვენ ისევ ერთად ვართ. მე ისევ ისეთი ბედნიერი ვარ, რომ შენს შენს გვერდით ვარ და შენს ღიმილს ვუყურებ. ვსეირნობთ, ცხოვრება დუღს და ჩვენც ამ ცხოვრებას ვუწყობთ ფეხს...ორნი, ერთად...ყველაფერი ისეთი ფერადი და ნამდვილია...შენი სუნთქვა, გულისცემა, ხმის ტემბრი, მოფერება...და ვფიქრობ: "ღმერთო, რა ბედნიერი ვარ! რა ლამაზია ეს სამყარო შენს გვერდით!!!" და რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდება, .... მაგრამ... უცებ ვიღაც... არც კი ვიცი საიდან, იარაღით ხელში გვიახლოვდება და ისვრის....ისვრის უმისამართოთ....და ვგრძნობ ტკივილს....ტკივილს გულში ...მესმის ბუნდოვანი ყვირილი...გხედავ შენ, შენს ნათელ სახეს, შენს შეშინებულ თვალებს....შენი ხელი მაქვს ჩახუტებული და ვფიქრობ: "ნუთუ დამთავრდა...ნუთუ..." .... .... .... აი, ამ დროს მეღვიძება....მეღვიძება და ვხედავ, რომ მარტო ვარ ამ დიდ და უსამართლო სამყაროში...არ ვიცი ეს სიზმარი რას ნიშნავს....ერთს კი ვხვდები... იმ ტყვიამ, გულში რომ მომხვდა, ჩვენს გრძნობას ვერაფერი დააკლო...ის ისევ ისეთი იდუმალი სიყვარულით სავსეა და მუდამ ეგრე დარჩება...ეს მხოლოდ მე და შენ გვეცოდინება!..

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1093 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]