მთავარი » 2010 » თებერვალი » 2 » ყინვის ვნებები
11:20 AM
ყინვის ვნებები


ყინვის ვნებები

იმ
დღეს ქუჩაში მივდიოდი, მივსეირნობდი. ჩემი საყვარელი ამინდი იდგა,
სუსხიანი... სუნთქვის შემაჩერებელი ყინვა ჩემს სახეს ელაქუცებოდა, ცივ
მარწუხებში აქცევდა ლოყებს, თვალებსა და შუბლს, თითქოს ეფერებოდა
ყინვისაგან დაწითლებულ ტუჩებს, ნელ_ნელა ჩადიოდა, კისერში, ყურში კი ჩუმად
რაღაცას ჩამჩურჩულებდა... გაშეშებული ვიდექი შუა ქუჩაში... ვგრძნობდი
ძლიერ ხელებსა და მკლავებს, ვგრძნობდი ტკივილსა და სიამოვნებას, შიშს...
წამში გამიელვა ცხოვრებამ თვალწინ... წუთში შევიგრძენი ვნების ტალღები...


    ყინვის ხელები თავს არ მანებებდნენ... მისი მკლავები უფრო და
უფრო მიზიდავდნენ. ვიდექი, როგორც პატიმარი ციხეში გამომწყვდეული... ცივი
თითები შემეხნენ საფეთაქლებზე, გამიყინეს გრძნობები, შეგრძნებები.გარდა ამ
შეგრძნებისა, რომელსაც არ ვიცი რა ვუწოდო.


    მცივა და მცხელა... ყინვის სიცივე მაციებს, მისი ვნებები
მათბობს... იღვიძებებენ საპირისპირო გრძნობები... საპირისპირო მუხტები,
პლიუსი და მინუსი.


    ვიდექი შუა ქუჩაში... შუა ქუჩაში თვალდახუჭული. მეკიდა ხალხი...
მეკიდა აზრები, ჭორები, თვალები, ენები, ხელები... მკიდია ყველა და
ყველაფერი. მინდოდა მეკივლა : " მკიდიხართ! მკიდია თქვენი აზრები, თქვენი
მზერები! მკიდია! " .............. ყინვის ვნებებში მოქცეულს ნეტარებისგან
სუნთქვა შემეკრა... ყინვა და ვნება... საპირისპირო მუხტები... პლიუსები და
მინუსები...


    ხალხი ირევა... გულები ირევა... მე კიდე გული მერევა მათ
შემხედვარე... ცვილის ფიგურები, რომლებიც მოძრაობენ ჩადებული პროგრამის
მიხედვით. ცვილის ფიგურები, რომელთაც ეშინიათ გრძნობების... გული მერევა
უგრძნოობის მორევში, უგულობის წუმპეში...


    ვდგევარ ვნების მკლავებში გაშეშებული... გრძნობის კვნესაში
გარინდული და საკუთარ გულის ცემის ხმას ვუსმენ, როგორც რაიმე მელოდიას...


    ყინვის შეხება ტუჩებთან, თვალებთან... მისი მკლავების ძლიერება
ჩემს სხეულზე... მისი სიცივე და ჩემი სითბო. მინუსი. პლიუსი. მუხტები.



    ტუჩებზე ჩამოსული ცრემლები... მისი სიცივე, ჩემი ცრემლები. მუხტები.



    გაჩერებული ქუჩა... გაშეშებული ხმები და უგრძნოობის, უსულობის შემზარავი უფსკრული.


    მე ისევ იქ ვარ, ყინვის მკლავებში გადარეული, თითქოს პატარა,
მამის ხელებში... თითქოს ყინვისგან გაცხელებული ასაფეთქებლად
მომზადებული... და ენის წვერზე მომდგარი სიტყვა " მკიდიხართ”....
მკიდიხართ ჭორებო და უაზრო აზრებო!



    .................. რატომ არასდროს არ თოვს ზაფხულში.... რატომ ყინვისგან ვხურვარ, როცა თქვენ ყველას გცივათ...



    ჩემთვის ზაფხულშიც წამოვა თოვლი... და ყინვაც ისევ დამდუღავს ვნებით...



    მკიდია ცვილის გაშეშებული ფიგურები.


    საპირისპირო მუხტები... პლიუსები და მინუსები.... მე ვდგევარ
ყინვით გაოგნებული. მე მის მკლავებში ღონემიხდილი. . . . . . . . . . . .
. მუხტები.



    პლიუსი....მინუსი



                                                          ავტორი: ნინკა აბუაშვილი


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1305 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]