მთავარი » 2011 » თებერვალი » 17 » პირველი ლექსი, პირველი სიყვარული... ((
8:10 PM
პირველი ლექსი, პირველი სიყვარული... ((



არ მინდა იყო მხოლოდ ფიქრებში,

ჩემი ცხოვრების ლამაზ სიზმრებში,
ჩემთვის ყოველი დღე ლამაზია,
როცა ჩემს გვერდით შენი ლანდია...

როცა ვიღვიძებ, ვხედავ შენს თვალებს
ღვისფერს,ჩაძირულს სევდის მორევში,
მე სიყვარულის ვერა გავიგე,
კოშმარებშიც კი ხარ ჩემს ბოდვებში...

ხან გამოჩნდები,თავს გამახსენებ,
ხან მაფიქრინებ რომ არას ვნიშნავ,
უჩუმრად,ნელა მომეპარები
და ჩემს თვალებზე ცრემლსაც შენიშნავ...

გგონია გული ჩემი არ ფეთქავს?
გინდა თამაში ჩემით,გრძნობებით,
ის კი არ იცი ნაიარევი
რამდენ ხანს რჩება მოგონებებში...

ნეტავ ვიცოდე, ახლა რას ფიქრობ,
ვის დაუდვია შენს გულში ბინა,
სულ ყველაფერსაც მე გავიღებდი,
ოღონდ ფიქრები შენი მაცილა...

ძალზე ძნელია ასე ცხოვრება,
ნუთუ ამ ქვეყნად ვარ მე სულ მარტო,
არ მინდა ჩემი გრძნობის გამხელა,
მაგრამ ვერ ვიტევ გრძნობას ამხელას...

თუ გიფიქრია ოდესმე ჩვენზე,
გითქვამს ოდესმე, რომ ვიღაც გიყვარს,
ღამ-ღამობით თუ გიოცნებია
გვეფრინა ერთად სადაც ნისლია...

ყოველ ღამ როცა ცას ბინდი ეკვრის,
ვარსკვლავნი ცაზე გამოჩნდებიან,
ვუცქერი ზეცას და მთელი ძალით
სულში შემოდის ფარული სევდა...

გამახსენდება ჩვენი წარსული,
როცა შემეძლო მე შენით ტკბობა,
ჩაგხედავდი მაგ ზღვისფერ თვალებში
და ყველაფერი განზე რჩებოდა...

რისი ბრალია ეს ყველაფერი,
ნეტავ რა მოხდა, რა შეიცვალა?!
ალბათ ბავშვობამ სულ მიმატოვა
და დავრჩი მარტო,სულ მარტო ობლად...

დამრჩა მე ჩემთვის ეს სიამაყე,
თავს ვერ ვაძლევდი მე იმის ნებას,
რომ სიტყვა მეთქვე, ხმა ამომეღო
და მისთვის გულის კარი გამეღო...

ახლა კი მორჩა, უკვე დაღამდა,
ჩემს ცხოვრებაში დილა აღარ ჩანს...
სიცივე, შიში, ფიქრები, ტანჯვა -
ჩემი სულისგან მხოლოდ ეს დარჩა...


                               
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2704 | დაამატა: guullo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 mari   (2013-03-03 10:43 PM) [Entry]
ok.kaia.,mooomwwwooonssss

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]