მთავარი » 2010 » მარტი » 18 » პირველ სიყვარულს !
10:33 PM
პირველ სიყვარულს !
ყველაზე ნამდვილს,
ყველაზე ლამაზს,
ყველაზე ძლიერს,
ყველაზე მამაცს,
ყველაზე ცმინდას,
ნაზსაც და მძაპრსაც
ნათელმხილველს და
ბრმასაც, ო, ბრმასაც,-
პირველ სიყვარულს გაუმარჯოს,
პირველ სიყვარულს !
ერთს და ერთადერტს,ყველაზე მაღალს,
ჯერაც უცოდველს და მზეთუნახავს,
ჩეშმარიტს გულით გამოგონებულს,
ცხელ ცრემლს მალულად ჩამოგორებულს,
უგონოს, მაგრამ გრძნობას ნიჩიერს,
ციურს და მაინც ვაგლახ, მიწიერს,
ყველაზე დიდ ცეცხლს, მაგრამ უვნებელს,
უეცრად შეყრილს,სენს უკურნებელს-
პირველ სიყვარულს გაუმარჯოს.
პირველ სიყვარულს !

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1021 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]