მთავარი » 2010 » მარტი » 21 » ორშაბათს გოგონა გავიცანი...
11:02 PM
ორშაბათს გოგონა გავიცანი...
ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ტუჩები და დალალები სამშაბათს,
გამიხდა საფიცარი.

ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე,
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი ფიქრები გავუმხილე,
ჩემი ეჭვები და იმრდები.

ხუთშაბათს პასუხი მომივიდა,
ვაიმე ბედო უკეთურო,
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო.

თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირა,
თავმოჭრილი ხარო გადავწყვიტე,
და თავის მოკვლა დავაპირე.

მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთაის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდე,
დილა მშვიდობისას გისურვებ.

ახლა მე თავის მომკვლელი ვარ? 
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ..... 

გ.ნიშნიანიძე

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2212 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
0  
1 daviti   (2011-04-05 7:22 PM) [Entry]
biwo ra magaria:D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]