ო, წადი ჩემგან, რეალობის მწარე სიბილწევ... - 11 თებერვალში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » ო, წადი ჩემგან, რეალობის მწარე სიბილწევ...
11:27 AM
ო, წადი ჩემგან, რეალობის მწარე სიბილწევ...


მე გადაღლილი, უფერული, ჩუმი ლანდივით
ძველ მოგონების სარკოფაგებს შორის დავდივარ,
მომავლის შიში ზემოქმედებს ჩემზე ბანგივით,
მომავლისათვის აწმყოს მწარე ეტაპს გავდივარ.

ლამაზად ვტოვებ მე წარსულის ყველა სილუეტს,
ჩემი ცხოვრების აზრი მხოლოდ ახლა ვიპოვე.
არ გამოვტოვებ ძველი ფირის არც ერთ სიუჟეტს,
აწმყოში ყოფნით მე ახალი ძალა(ც) ვიპოვე.
 


ცაში აჭრილი ცეცხლის კვამლივით მაღლა მივიწევ,
ვიწრო სივრცეში ჩემი არსი ვერ იარსებებს,
ო, წადი ჩემგან, რეალობის მწარე სიბილწევ,
მე მივესწრაფვი ღვთიურ ძალით ნაკურთხ არსებებს.

დაღლილი ფიქრი, შეცდენილი გონების კარი,
ლამაზი, ქნარის მათრობელა ჰანგი ღვთიური,
წარსული-აწმყო-მომავალის წრედი შევკარი,
იმედი, ძალა, სიყვარული – მარადიული...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 282 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]