მთავარი » 2010 » მარტი » 4 » ნუთუ ვინმე დაიჯერებს, სიყვარული დაავადებაა?
2:43 PM
ნუთუ ვინმე დაიჯერებს, სიყვარული დაავადებაა?
მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ სიყვარულის "პრეპარაცია”და იმის გარკვევა მოახერხეს, რა სახის მოვლენაა და რას წარმოადგენს ის, ბოლოსდაბოლოს. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი შეხედულებაა, მაგრამ კვლევის ავტორი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია. 

  ის სიყვარულს ფსიქიკურ დაავადებად თვლის, რომელიც იმაში ვლინდება, რომ ადამიანი ვერაფერზე ფიქრობს თავისი ვნების ობიექტის გარდა. ეს ნაკარნახევია იმით, რომ შეყვარებულობის პირველა ფაზაში ტვინი გამოიმუშავებს განსაკუთრებულ ქიმიურ ნაერთებს, რომელიც ყველა მის ნეირონზე მობილიზდება. 

  აი, ასე - ფიზიოლოგიაა და მეტი არც არაფერიო. 

დაავადება თავისთავად გადის, მკურნალობის გარეშე, - ამბობს ხეორხინა მონტემაიორ ფლორესი, - თანაც ეს დაავადებიდან დაახლოებით მაქსიმუმ 4 წლის მერე ხდება. 

სპეციალისტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ერთი და იმავე კაცის შეყვარება მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი. სერიოზული გამყინვარების შემდეგ გრძნობების ამოფრქვევები კი მხოლოდ მიჯაჭვულობითა და სექსუალური ლტოლვით არის გამოწვეული. 

საერთოდ, ქალბატონი ხეორხინა თვლის, რომ აუცილებელია, სიყვარული მიჯაჭვულობისგან, პატივისცემისგან და სექსუალური ლტოლვისგან გამოვყოთ. ყველაფერთან ერთად, სიყვარული ადამიანის შემოქმედებით უნარს ჩაგრავს და შრომისუნარიანობაზეც ცუდად მოქმედებს. 

- არც ერთი შედევრი, - კატეგორიულად აცხადებს მკვლევარი, - შეყვარებულობის პერიოდში არ შექმნილა და მხოლოდ მაშინ იქმნებოდა, როცა სიყვარული მიდიოდა. 

ის ფაქტიც საინტერესოა, რომ ადამიანის ტვინი ძალიან ადვილად ეჩვევა "სიყვარულის” ქიმიურ ნაერთებს. თუ ეს ნაერთი დაშლას იწყებს, ადამიანი შიმშილისა და წყურვილის მსგავს გრძნობას განიცდის. თანაც ამ გრძნობების კონტროლი არ შეუძლია. 


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1421 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]