მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 15 » ნუ გადააგდებ ნაჩუქარ ვარდებს (by romiko jojua)
11:52 PM
ნუ გადააგდებ ნაჩუქარ ვარდებს (by romiko jojua)



ნუ გადააგდებ ნაჩუქარ ვარდებს
ვარდებს გრძნობებით მოკრეფილ ყვავილს
ვერ გაიქარვებ ამითი დარდებს
სხვისი წვალება კი ამით არ ღირს
ყურს თუ დაუგდებ ქარის სიმღერას
ფოთლების შრიალს ვიწრო ქუჩებზე
თითქოს ნამქერი კისერს იღერავს
და ზედ ეცემა შენს თბილ ტუჩებზე
მე ვერც ეტლებით მოგიტან ვარდებს
და ვერც დავხატავ ფიროსმანივით
მაგრამ გავიგებ შენს გულის დარდებს
მოგეპარები ძილში ქარივით
მე ის სხივი ვარ რომელიც შენი ოთახის სარკმელს ანათებს დილით
მე ის ტბა ვარ რომელიც გიყვარს და დასეირნობ ყოველდღე ტივით
მე ის ქარი ვარ თმებს რომ გიწეწავს ვარდის ფურცლებს რომ თვალებში გაყრის
მე ის კაცი ვარ რომელიც ნატრობს შენთან შეხვედრას თუნდ ერთი წამით

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2551 | დაამატა: romka | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
0  
4 ლევანი   (2012-03-04 7:12 PM) [Entry]
SG კაი ლექსია მომეწონა ჩემი თავი გამახსენა

0  
3 romka   (2011-10-21 10:59 PM) [Entry]
madloba gaixare :))

0  
1 romka   (2011-10-16 11:04 AM) [Entry]
chemi dawerili gtxov damikomentot tqveni azri smile

0  
2 27_MoPaRuLi_KoCnA   (2011-10-20 1:21 PM) [Entry]
momwons romiko yochag kargi leqsia smile egre ganagrze genacvale :*

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]