მთავარი » 2010 » მარტი » 25 » ნისლში გაეხვია ირგვლივ არემარე
12:38 PM
ნისლში გაეხვია ირგვლივ არემარე
ნისლში გაეხვია ირგვლივ არემარე, 
ფიფქებმა შეწყვიტეს თოვა, 
გაზაფხულია და მე კვლავ გელოდები, 
ნუთუ აღარასდროს მოხვალ? 
ნუთუ სიყვარული სულ აღარ გაღელვებს, 
ნუთუ არაფერს მეტყვი? 
ნუთუ ყველაფერი გაქრა და გათავდა, 
ჩემი ოცნებების მეტი? 
ნუთუ განშორებამ გული არ გატკინა, 
ნუთუ აღარ ფიქრობ ჩემზე? 
ჩვენი სიყვარული ზღაპარი ყოფილა, 
ზღაპარი შენზე და ჩემზე! 
ნუთუ ოცნებებში სულ აღარ მიხსენებ, 
ნუთუ დაგავიწყდი? _ რატომ? 
ნუთუ უშენობით მე ამ სამყაროში 
დავრჩი ისევე მარტო? 
ნუთუ აღარ გახსოვს პირველი შეხვედრა, 
ღიმილი, თვალები ჩემი, 
ნუთუ ყველაფერი ასე მთავრდება?..... 
წლებსაც დაავიწყდა ნაზი ღიმილი, 
გულის უჩუმარი თრთოლვა, 
ნუთუ აღარ გახსოვს პირველი ღიმილი, 
პირველი ფიფქების თოვა? 
ახლა არ მითხრა, რომ სულ დაგავიწყდი 
და აღარაფერი გახსოვს, 
შენ თუ დაგავიწყდა, იცოდე ყოველთვის, 
მე სულ ყველაფერი მახსოვს! 
ნუთუ სიყვარულში ბედი არ გვქონია, 
ნუთუ მიგვატოვა ღმერთმა? 
ნუთუ აღარასდროს შევხვდებით ერთმანეთს, 
ერთი სიტყვა მაინც გვეთქვა?!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1401 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]