მთავარი » 2010 » იანვარი » 7 » ˙·٠•●๑۩۞۩๑ნიშანი ზეციდან๑۩۞۩๑●•٠·˙
12:37 PM
˙·٠•●๑۩۞۩๑ნიშანი ზეციდან๑۩۞۩๑●•٠·˙

ეს ამბავი უცნობი მწირის ჩანაწერებში ამოვიკითხე.

იყო თურმე ერთი სულთამხუთავი უჩვეულო ძალის მქონე ყაჩაღი. ცხოვრობდა
სოფლის მახლობლად ტყეში და არავის აძლევდა საშუალებას ახლომახლო გზებზე
გავლისას. თავს ესხმოდა უმოწყალოდ ძარცვავდა ღარიბსა თუ მდიდარს. არ
ერიდებოდა კაცის კვლასაც. მერე კი ამ ნაძარცვით თავის ამფსონებთან ერთად
ეძლეოდა თავაშვებულ ღრეობას. და ისმოდა გარშემო უწმაწური გინებები და
სიმღერები. ვისაც მათზე სმენოდა ერიდებოდა კიდეც ამ ადგილებში გავლას. ასე
თანდათან, გაუკაცურდა ეს ადგილი. ნაძარცვიც თანდათან შემოაკლდათ. მაშინ
შეკრიბა ყაჩაღმა ბანდის წევრები.

-ბიჭებო! მოდით ახლა სხვაგან გადავინაცვლოთ. რა გვეთქმის, აქ მართლაც
მხიარულად ვატარებდით დროს. არც საჭმელი გვაკლდა და არც სასმელი.
მართალია, ჩვენი სიცოცხლე ხშირად ბეწვზე ეკიდა, სამაგიეროდ ამ ადგილებში
ჩვენი სახელის გაგონებაც კი თავზარს სცემს ყველას. ჩვენი შიშით ჩიტიც კი
არ დაფრინავს სიახლოვეს. ამით შეგვიძლია ვიამაყოთ. მაგრამ როგორც ხედავთ,
აქ უკვე შემოგვაკლდა შემოსავალი, გასაძარცვიც აღარავინაა. დროა სხვაგან
გადავინაცვლოთ.

-ეგრე იყოს! ერთხმად დათანხმდა ყველა მაგრამ ასე ცარიელი სად წავიდეთ?!

-მაგისთვის ერთი რამ მაქვს შემონახული. ხედავთ იმ მონასტერს? იქ ბერები
ცხოვრობენ; ფული თავზე საყრელი აქვთ. შესაძლოა იმდენიც კი ქონდეთ რომ კაი
ხანი ხელის განძრევა აღარ დაგვჭირდეს!

-ნუთუ იმ წმინდა ადგილს დავესხმებით?! -შეცბუნდნენ ყაჩაღები.

როდის აქეთ გახდით ასე გულჩვილნი?! თქვენ რა ბერებმა შეგაშინეს?! თქვენ
რომელთაც სახრჩობელასი არ გეშინიათ?! ახლა ბერებმა შეგაკრთეს?! ანდა იქნებ
წმინდანობაც მომინდომეთ?! განა არ იცით ბერებს თუ საიქიოს გავისტუმრებთ,
მადლობელნიც დაგვრჩებიან. ისინი ხო სულ იქითკენ ისწრაფიან. სამაგიეროსაც
იქიდან შეგვაწევენ ლოცვით. მაშ იჩქარეთ! ცოცხლად ბიჭებო, ავისხათ იარაღი
და გავსწიოთ ნუღარ ვაყოვნებთ!

მეთაურის განწყობა ბანდის წევრებსაც გადაედოთ, მხიარულად წამოიშალნენ. მხოლოდ ერთი არ დაძრულა ადგილიდან:

-არსადაც არ წამოვალ! ისედაც ბევრი ცოდვა მადევს კისერზე!

მეთაურს ბევრი არ უფიქრია, იქვე გამოასალმა იგი სიცოცხლეს. სხვები აღარ შეკამათებიან...

მონასტერი საოცრად ლამაზ ადგილზე იყო აშენებული. ტაძარიც და ბერთა სენაკების თეთრი კედლებიც პირდაპირ მდინარის ხეობას გადაჰყურებდა.

ბერები იმ დღეს ჩვეულებისამებრ ცისკარს ზარებით შეხვდნენ. რას
წარმოიდგენდნენ ასეთი ასეთი განსაცდელი რომ უნდა დასტყდომოდათ თავს. შუა
ლოცვისას მათი მსახურება და ტკბილი გალობა უხეშმა სტვენამ დე გინებამ
დაარღვია. მხეცებივით შემოიჭრნენ ტაძარში ყაჩაღები, ჩაამსხვრიეს მინები,
საკურთხეველში შეცვივდნენ და გაშმაგებით იწყეს საეკლესიო სიწმინდეებში
განძისა და ფულის ძებნა.

-ეი თქვენ!-ღრიალებდა მეთაური. გირჩევთ დროზე გამოაჩინოთ ფული და ძვირფასეულობა. სწრაფად თორემ ამოგხოცავთ ყველას!

-ძმანო,-მშვიდად მიმართა ყაჩაღებს არქიმანდრატმა,-ჩვენ სადა გვაქვს ფული
და ძვირფასეულობა. ჩვენი სიმდიდრე ეს ვერცხლის ბარძიმი და საღვთისმსახურო
წიგნებია.

-სტყუი! კიდევ უფრო გაშმაგდა მეთაური და წვერებში წვდა მოხუცს.- სწრაფად სწრაფად გვიჩვენე სადა გაქვს გადამალული ფული!

-ძმაო ეშმაკს დაუბნელებია შენთვის გონება. სჯობს შეინანი....

-ეშმაკს არა?! წყეულო! სწორედ იმ ეშმაკებთან გაგზავნი ჯოჯოხეთში თუ არ
იტყვი! მარა რომ ნახა ამ სიტყვებმა სულაც ვერ შეაშინა წინამძღვარი, უფრო
გაშმაგდა:

-მაშ არ გინდა გვითხრა არა?! ამ სიტყვებით ულმობლად შეუნგრია გული დროშის ტარით მოხუცს.

-შეინანე, ძმაო. საოცარი სითბოთი და სიყვარულით წარმოთქვა წინამძღვარმა ეს სიტყვები და სული განუტევა.

-ყველა ამოხოცეთ! ღრიალებდა მეთაური და თვითონაც დაუნდობლად ხოცავდა
ბერებს. სისხლით შეიღება ტაძარი. მეორე დღეს სისხლიანი კედლები და ბერების
გვამები დახვდათ სალოცავად მისულ სოფლელებს......

გავიდა დრო. იმ დღის შემდეგ ძალიან შეიცვალა მეთაური. სულ მდუმარე
დადიოდა.სადღა იყო მისი ცინიზმი და ამპარტავნება. სულისმტანჯველი
სიზმრებით შეპყრობილს, გამუდმებით ჩაესმოდა არქიმანდრატის სიტყვები:

-ძმაო შეინანე.

სადაც არ უნდა წასულიყო ყველგან თან სდევდა ეს საბედისწერო სიტყვები.
შეინანე! თვალწინ კი მუდამ არქიმანდრატის სახე ედგა, შემწყნარებელი
თვალებით. იმ ადგილებში ერთ განდეგილს დაედო ბინა. გამოქვაბულში მოეწყო
სენაკი.

რას აღარ ყვებოდნენ მასზე, ადრე თურმე ექიმი ყოფილა მერე განდეგილობის
გზას დასდგომია! და ადამიანების ფიზიკური კურნების ნაცვლად მათ სულიერ
გაჯანსაღებაზე ზრუნავდა. მას სახელი შორს გაუთქვამს. მისი კარი ყველასთვის
ღია იყო.

ყაჩაღთა ყოფილი მეთაური კარგა ხანს უთვალთვალებდა განდეგილს. ბევრი რამ
მისთვის უამბნიათ მის კეთილმოსაუბრეობაზე "საოცარი შვება მოაქვსო მასთან
საუბარს" ყველანი შეთანხმებულებივით ამბობდნენ ასე.

კარგა ხნის ფიქრის შემდეგ ყაჩაღთა ყოფილმა მეთაურმაც გადაწყვიტა მისთვის
გულის გადაშლა მარა მისთვის კარი დახშული აღმოჩნდა.ამაოდ შესთხოვდა მთელი
დღე მას კარის გაღებას. მარა ისე გათენდა და დაღამდა განდეგილმა არ ისმინა
მისი.ფეხი არ მოუცვლია მეთაურს. ჯიუტად იდგა და ელოდა განდეგილის
გამოსვლას.ასე გავიდა ერთი, ორი, სამი Dრე. სენაკიდან კი მოისმოდა თუ
როგორ ადიდებდა განდეგილი ღმერთს. გავიდა თვე... მეთაური ამ ხნის
განმავლობაში ბალახებით იკვებებოდა და ცრემლით რწყავდა იქაურობას
განდეგილს შესთცოვდა:

-გამიღე მამაო კარი, მე ცოდვილს. მიიღე აღსარება ჩემგან. და აი თვის
ბოლოს, როგორც იქნა გაიღო კარი და ხმა მოესმა: -შემოდი ძმაო. სასოებით
შეაბიჯა სენაკში. განდეგილი სიყვარულით შეეგება და ცრემლიანი სიტყვებით
მოეხვია:საშინლად მძიმე ცოდვები მომიტანე ძმაო. მარა ღმერთი მოწყალეა ნუ
შეშინდები. აღივსე ღვთისადმი რწმენით. გჯეროდეს თუ მთელი გულით მოინანიებ
შენს აღსარებას მიიღებს იგი! ამის გაკეთება კი მხოლოდ მათ ზალუძთ ვინც
რწმენით და მოთმინებით არიან აღვსილი! ამიტო გტანჯე ამდენი ხანი. ჯიუტად
გცდიდი! მინდოდა მხოლოდ ღვთის რწმენითა და სიყვარულით გამსჭვალულიყავი.
შენმა მორჩილებამ ჩემს სიჯიუტეს აჯობა. გამოცდას გაუძელი. ახლა კი ჩამოჯქი
და ყოველივე მიამბე.....

კარგა ხანს უყვებოდა მეთაური განდეგილს თავის ამბებს. მწარედ ქვითინებდა. რომ დაამთავრა განდეგილი წამოდგა.

-ახლა კი წადი ძმაო ისევ ტყეში, სადაც ამდენი საშინელება ჩაგიდენია.
ამოთხარე მიწური იქ ლოცვებში უნდა გალიო ეს წუთისოფელი.... ოღონდ ილოცე
რწმენით. ილოცე იმ ადამიანებისთვის ვისაც არ მიეცი ამ ქვეყნად ცხოვრების
საშუალება. არც შენი სული დაივიწყო. აი გამომართვი კანდელი. წაიღე შენთან
მიწურში, ხატის წინ დადგი ზეთი ჩაასხი მაგრამ ნუ აანთებ. როცა ღმერთი
ცოდვებს შეგინდობს, თვითონ ინთება. და ეს იქნება ნიშანი იმისა რომ
მოგეტევა ცოდვები.

წამოვიდა ცოდვილი და ასე დაიწყო ცხოვრება. როგორც განდეგილმა დაარიგა.
მთელ დღეებს ლოცვებში ატარებდა ღვთისაგან შენდობას ითხოვდა. ასე გავიდა 10
წელი...კანდელი არა და არ ინთებოდა. -შემინდე უფალო და მომეცი ნიშანი
ზეციდან. გამუდმებით ამას ევედრებოდა უფალს. კიდევ 10 წელი გავიდა.
ცოდვილის მეხსიერებაში თანდათან გაფერმკრთალდა წარსული.ლოცვას ისე შეეჩვია
ვეღარ რთგუნავდა დემონი. ახლა როცა მისგან გაწირული ადამიანები
ეცხადებოდნენ მათგან მრისხანებას კი არა შენდობას ხედავდა. არქიმანდრატი
კი სიყვარულით და მიმტევებლობით შესცქეროდა. მის მანტიაზე სისხლის კვალი
ფერმკრთალდებოდა. ასეთმა ცხოვრებამ ბუნებასთან დააახლოვა და ნამდვილ
განდეგილად აქცია. მაგრამ ნიშანი ზეციდან არა და არ ჩანდა. კანდელი არ
ინთებოდა. კიდევ 10 წელი გავიდა. ახლა უკვე განდეგილთან სულიერი რჩევების
მისაღებად მოდიოდნენ. ისიც გულუხვად გასცემდა იმ მადლს რაც ამ ხნის
განმავლობაში მოეხვეჭა.

ერთხელაც ვნების კვირას, გამოღვიძებულმა ბუნებამ სიხარულით აღავსო.
განდეგილის გული. გამოვიდა გარეთ ნაკადულის ხმა შემოესმა. აქა-იქ
ყოჩივარდებს ამოეყოთ თავი. გზის პირას ჩამოჯდა. ყურს უგდებდა ყინულის
მსხვრევასა და ტყის შრიალს და თუ ადრე ესეთი ხმები სევდას და ნაღველს
ჰგვრიდა, ახლა რატომღაც სიხარულით და ნუგეშით ავსებდა. უცებ შორიდან
მომავალ მგზავრს მოჰკრა თვალი.რომ მოახლოვდა შეამჩნია ძლივს რომ
მოლასლასებდა. მიეგება მიწურში შეიყვანა და გაუმასპინძლდა. მგზავრმა სული
რო მოითქვა განდეგილს ჰკითხა:

-კანდელი რად არ გინთია?!

-ეჰ ჩემო ძმაო, კეთილი საქმეები არ მყოფნის ასანთებად.

ამ სიტყვებმა სული შეუთრთოლა სტუმარსმაშინ მე რაღა ვთქვა მე
ცოდვილმა!გულჩაწყვეტილმა ამოილუღლუღა. მისი ასეთი მწუხარება რომ იგრძნო
შეეცადა განდეგილი მის ნუგეშისცემას.

-ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ ღვთის წინაშე ძმაო! მაგრამ ღმერთი მოწყალეა!
ხომ გაგიგია სწორედ მან რომ შეუნდო მეზვერსაც და მეძავსაც?! განა მან არ
დაამკვიდრა ცათასასუფეველში თავის ძესთან ჯვარცმული ავაზაკი?! იგი ჩვენც
შეგვინდობს. ამისთვის უნდა ვთხოვოთ მას შენდობა.... და უამბო განდეგილმა
სტუმარს თავის ცხოვრებაზე! კიდევ უფრო დამძიმდა მგზავრი.ასეთი სინანულის
შემდეგ შენი კანდელი არ ინთება და მე რისი იმედი უნდა მქონდეს მე
ცოდვილს?! მე ხომ შენი რწმენის მეასედიც არ გამაჩნია. ანუგეშებდა მგზავრს
განდეგილი თან ღმერთს შესხოვდა : შეუნდე უფალო ამ ცოდვილს! მგზავრი კი
უფრო და უფრო მძიმდებოდა და ვერ ახერხებდა ახსარების თქმას! დილით კი სულ
გამოილია და ესღა თქვა: -არ მექნება შენდობა! და ამ სიტყვებით განუტევა
სული. იგრძნო განდეგილმა როგორ ჩავიდა ცოდვილის სული ჯოჯოხეთში. მწარედ
ატირდა. 3 დღის მანძილზე ლოცულობდა. მის ცხედართან. მისთვის შენდობას
სთხოვდა უფალს. მესამე დღეს კი დაასაფლავა. შაბათის საღამო იდგა. -"ხვალე
კვირაა,-ფიქრობდა იგი, აღდგომა დგება. მაცხოვარი ხომ მოწყალეა და ალბათ
შეუნდობს"ამ ფიქრებში განსვენებულზე ლოცვას განაგრძობდა.

დილით იდუმალმა განცდამ მოიცვა. ყოველი მხრიდან თითქოს ჩასძახოდნენ. -ქრისტე აღსდგა!

არქიმანდრატს აღარ ეცვა სისხლიანი მანტია, თეთრი სამოსით შემოსილი ხელს
უწვდიდა სიყვარულით. აღივსო სიხარულით მწირის გული. მაგრამ საფლავის
დანახვამ ისევ დაამწუხრა. მიწურში შებრუნდა სიჩუმეს და წყვდიადს მოეცვა
იქაურობა. ნაღვლიანად გახედა კანდელს. მუხლებზე დაემხო და გულმხურვალედ
იწყო ლოცვა:

-მკვდრეთით აღდგომილო, იესო ქრისტე, გაუხსენ ამ ცოდვილს სასუფეველი,
მოგვანიჭე ჩვენ შენდობა, შეუნდე ამას გევედრები.და შენი ურიცხვი
სიხარულიდან გაიღე მისთვის მცირედი. შენ ხარ ღმერთი და ვიცი რომ
ადამიანებისგან ცოდვათა მისატევებლად მსხვერპლს მოითხოვ რაც ამ ცოდვილს
აღარ შეუძლია. ამიტომ ჩემგან შეიწირე, მის სანაცვლოდ ლოცვები. მთელი ჩემი
ღვაწლი ის რაც 40 წლის განმავლობაში გამიღია გამიღია სულის საცხონებლად.
მეხომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და შემიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყო.
გევედრები შეიწირე ყოველივე ეს და თუ მან შენი ჯავრით საშინელი სასჯელი
დაიმსახურა მე მომაგე ეს სასჯელი. მისი სული კი იხსენი ჯოჯოხეთისგან......

ამ ვედრებაში იყო რომ დაიქუხა. სადღაც მეხი ჩამოვარდა. მისმა ნაპერწკლებმა
მიწური გაანათა. განდეგილს ლოცვა არ შეუწყვეტია. უცებ იგრძნო რაღაც რო
ანათებდა მიწურს. თავი ასწია და ანთებულ კანდელს მოჰკრა თვალი. ჯერ იფიქრა
მეჩვენებაო.... ძლივს წამოდგა მაგრამ ნაბიჯს ვერ ადგავდა. იგრძნო მუხლებში
მოკვეთა. სიხარულისაგან სუნთქვა შეეკრა. ვეღარც შესძლო ამოსუნთქვა და ასე,
ამ უჩვეულო განცდაში დალია სული. ნელა დაეშვა მისი სხეული მიწაზე. სული კი
მსუბუქად აიჭრა მაღლა, ზეცაში...

კანდელს უფრო და უფრო ემატებოდა ელვარება. თითქოს განდეგილის სულს
მიაცილებდა ზეცისკენ.... ასე მოკაშკაშე დახვდა იგი ბერებსაც. მათ
მოწიწებით დაასვენეს განდეგილი მონასტერში. ერთმა მორჩილმა კი ეს ამბავი
აღწერა რომ შეგვეტყო და მოყვასისთვის თავგანწირვის ასეთი სურვილი ჩვენც
გაგვჩენოდა!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1147 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]