მთავარი » 2011 » ივნისი » 26 » ნიკო გომელაური ... ულამაზესი ლექსები, ნაწილი 3.
3:54 PM
ნიკო გომელაური ... ულამაზესი ლექსები, ნაწილი 3.


* * *

წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,

მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,

ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,

აღიარება მომბეზრდა ბრალის.


წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა,

არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,

არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,

არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.


. . .


რაღაც... უცებ... სადღაციდან

რომანტიზმი მეცა...

კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან

-მენანება ზეცა!


ზეციდან კი არ დავწყვიტავ

(ასე კი არ ვაფრენ)

-ვარსკვლავებად გადავწყვიტე,

ჩემს სტრიქონებს გავფენ...



. . .


აღარც ფიცი არ მწამს.

არც მაკვირვებს ბოლო.

შენზე ფიქრი დამწვავს,

შე... ქალღმერთის ტოლო!


არ ვიქნები ფიცხი.

ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:

სხვას მიეცი ფიცი,

მე მომეცი,,ბოლო"...


. . .


მინდა რომ, ჩემო ლამაზო,

ერთი რამ შემოგთავაზო:

ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,

შენი სიზმრების დაცვა მებაროს.

შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,

მე კი, ლექსებით მოგამარაგებ...


. . .


ვუყურებ სარკეს

და მაინც შენ გხედავ!..

გიყურებ - მამტვრევს,

მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.


ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.

ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.


რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე...

რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?..


. . .


ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,

თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.

მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,

მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი...





                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2045 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]