მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 22 » ნაწყვეტი დღიურიდან II
0:41 AM
ნაწყვეტი დღიურიდან II


_ "კაროჩე” თენგო ხომ იცი?
_ ხო მერე?
_ მაგასთან ვიყავით, ავუხსენით სიტუაცია, ეგ ხომ გლდანელია და გვითხრა ხვალ დილით მაგ კაცის მისამართი გვეცოდინებაო...
_ კაცის? არა შეეშალა, ნაგავის... და რა ჯანდაბა აუხსენით?
_ ზედმეტი არაფერი გვითქვამს, უბრალოდ ვუთხარით რომ ეგ ადამიანი უნდა მოშორდეს, მეტს ვერაფერს ვეტყვით, რადგან "შენ” პირადულს ეხება. "ხარშოო” და ეგ იყო ხვალ დილით დაგვირეკავს...
_ მოდი მაშინ დავიძინოთ. და ხვალ მივხედოთ ყველაფერს _ თქვა სვანიმ.
_ არა მე უნდა წავიდე ისევ სავადმყოფოში რა დამაძინებს, _ ავწრიალდი მე...
_ ბიჭო ნუ გადაყვები რა ამ ყველაფერს დაისვენე...
_ ვიცი რასაც ვაკეთებ, _ წარმოვთქვი მოკლედD და კიბეებზე დავეშვი...
მთელი ღამე მინის წინ ვიდექი და განათებულ ოთახს თვალს არ ვაშორებდი, ბოლოს ისე დავიძაბე და დამეძაბა თვალები რომ უკვე მეჩვენებოდა თითქოს ენი შეირხა, აი ეხლა გახილა თვალი, აი ეხლა გაამოძრავა თითები... მაგრამ არა . ეს უბრალო თვალის რეფლექსი იყო რომლითაც გამოხატავდა რომ დაიღალა... ექიმთან საუბრის შემდეგ უკვე იმედი დამიბრუნდა რომ რამოდენიმე საათში ენი თვალს გაახელდა... გიორგი ისე იმედიანად მესაუბრა... მეც იმედით აღსავსე ვიყავი... მთელი ღამის განმავლოში უკვე აღარ მიფიქრია იმაზე რომ შეიძლება ყველაფერი ცუდად დამთავრდეს, უკვე ვოცნებობდი იმაზე თუ რაკარგი იქნებოდა როდესაც ენი სულ მთლად გამოჯამრთელდებოდა და წარმოვიდგინე როგორ დავდიოდით კვლავ ერთად, როგორ ვიკრავდი გულში, როგორ ვეხებოდი მის პატარა ბაგეებს და როგორ ჩავჩურჩულებდი ყურში რომ უზომო მიყვარს... მაგრამ ამ ყოველივე კარგს ერთვოდა ბოროტიც... ის გაიხსენებს ყველაფრს, გაახსენდება ყოველივე მომხდარი... რა შედეგი მოყვება ამას? მე არ დავუშვებ კვლავ თვითმკვლელობისკენ გაიშვიროს ხელი... შეიძლება ჩემი დანახვაც აღარ მოუნდეს, ამ ფიქრებზე შიში დამეუფლა, არა ის ასე რ მოიქცევა... მას ძალიან ვუყვარვარ... მაგრამ წერილში ხომ მითხრა ჩვენ ერთად ვერ ვიქნებითო?... არა ის უბრალო წერილი იყო, ასე არ მოხდება... ამ ფიქრებმა ლამის გამაგიჟა... არა რა სისულელეზე ვფიქრობ?... მას ვუყვარვარ... იქვე მდგარ სკამზე უხერხულად ვიჯექი და ვცდილობდი ამ ფიქრებიდან გამოვსულიყავი... ჩვენ ერთად ვიქნებით მუდამ... ეს ბოლო გაფიქრება იყო... ამის შემდეგ ვიგრძენი როგორ ჩამოწვა თვალებში ბინდი და ყოველივე კადრი ბურუსმა მოიცვა, ვიგრძენი როგორ გაქრა ყურთასმენიდან ხმაური... ჩამეძინა...
_ ექიმი სად არის?... თვალები გაახილა!... სასწრაფოდ ექიმს დაუძახეთ...
ფეხის ხმა და ხმამაღლი საუბარი ძილბურანში გახვეულს ნათლად ჩამესმოდა, თვალების გახელა მინდოდა მაგრამ ვერ ვახელდი... გონზე ვერ მოვულიყავი რა ხდებოდა... ფიქრები თავისით მოვიდა... _ ნუთუ ენიმ გაიღვიძა? ნუთუ ეს სიმართლეა?... და სკამიდან საოცარი სისწრაფით წამოვარდი... მინას ვეცი... დავინახე ენის "ოდნავ” გახელილი თვალები... რმერთო... მან გაიღვიძა... გოგონა იქაურობას ათვალიერებდა, მართალია მის ფერკრთალ და ნაავადმყოფარ სახეს არ ემჩნეოდა გაკვირვება, მაგრამ ვხვდებოდი რაოდენ გაკვირვებული იყო, გოგონა ვერ აღიქვამდა სად იმყოფებოდა...
_ ექიმო კარგად იქნება? _ იკითხა გახარებულმა დიმიტრიმ რომელსაც სახეზე მართლაც ქონდა აღბეჭდილი სიხარული...
_ კი კარგად იქნება. თუ უკეთესობისკენ წავა საღამოს უკვე პალატაში გადავიყვანთ, მაგრამ ნახვით კი ვერავის შევუშვებთ ჯერ...
ზუსტად ამ კითხვის დასმა მინდოდა შეიძლებოდა თუ არა მისი ნახვა... მართალია ძალიან მინდოდა მენახა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო უნდა დავლოდებოდი მის პალატაში გადაყვანას... მინდოდა დავრჩენილიყავი მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი საქმე მქონდა მოსაგავრებელი... სწორედ ამ დროს აწკრიალდა ტელეფონი...
_ ჰო მოვდივრ მოვდივარ. _ გავეცი მოკლედ და სავადმყოფოს ტერიტორია დავტოვე...

...

სოკოს კორპუს მიახლოებული ვიყავი რომ იქვე მდგარი შინდისფერი დოჯის მინა ჩაიწია და სოკომ დამიძახა.
_ აქ მოდი...
კარები გამოვაღე და დავჯექი... მანქანა თენგოსი იყო, მივესალმე ბიჭებს, თენგო მოვიკითხე. მათ გარდა მანქანაში კიდევ ერთი ბიჭი იჯდა, მანმადე არასდროს მყავდა ნანახი.
_ გაიცანი ეს დათოა. კანდუსას ვეძახით ძმაკაცები...
დათომ შემომხედა და ხელი გამომიწოდა, მეც ჩამოვართვი
_ ბიჭო გავიგე რაღაც გაგჭირვებია, სოკომ ამიხსნა რაღაცეები, არ ვიცი რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ სოკოს ვენდობი და ვიცი, რადგან ესეა საქმე მიზეზიც არის სერიოზული... _ შემდეგ შეჩერდა მანქანის საჭეს ხელი დაარტყა და განაგრძო, _ კანდუსა გლდანელია მაგის კორპუსელია ვისაც ეძებ... თუ რამე გაინტერესებს მაგ კაცზე ამას კითხე უკეთ გეტყვის...
დათოს შევხედე და ცივად და მკლედ წარმოვთქვი
_ არაფერი არ მაინტერესებს, გარდა იმის როდის ვნახავ. დანარჩენს მე დავებაზრები
დათოს გაეცინა
_ მაგარი ახვარი ტიპი კია. ვიცოდი შარში რომ გაყოფდა თავს. მოდი ასეთ რაღაცას შემოგთავაზებ, მე ვიცნობ მაგის ძმას კარგი ტიპია. აშავებს და რამე... არ გინდა მაგის დაბრედვა, რას შეგმატებს, სისხლში ხელი უნდა გაისვარო, თან სახეზე გეტყობა რომ მკვლელი და უბედური არ ხარ...
ამ ბიჯს ვუსმენდი და ვხვდებოდი საით მიყავდა საუბარი, მაგრამ პირველკლასელი არ ვიყავი რომ ავყვირებულიყავი და საუბარი არ შემიწყვეტინებია
_ ერთი ახლობელი ქურდი არის რა, ძაან ახლობელი, ავიტანოთ ბაზარი მანდ და თითონ გადაწყვიტოს, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ დედას მოუ..., და თუ დასაბრედია თითონ გაუყრის ტყვიას, შენ სუფთად გამოხვალ...
გამეცინა, ვიგრზენი როგორ მომაწვა რაღაც ყელში...
_ მოდი უბრალოდ მარტივად აგიხსნი ძმა, არ გიცნობ არ ვიცი ვინ ხარ და ვხვდები კარგი როჟა ხარ... მაგრამ ჯერ ერთი არ მჭირდება ვინმეს დახმარება მე თითონ გავრკვევ ყველაფერს. მერე მერეც იმ შენმა ახლობელმა რომც მაგრად დაახუროს. გაარტყას და დედა უტიროს, მე მაგ კაცს მაინც დავბრიდავ, არ მინდა ისე გამომივიდეს რომ იმ შენს ახლობელს პატივს არ ვცემ. და მერე მესამეც, მაგან რომც თითონ გააკეთოს ეგ საქმე მე არ მივცემ მაგის საშვლაებას. მე დავბრიდავ მაგ კაცს. თუგინდ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს...
დათო ერთხან ესე მიყურებდა , შემდეგ ამოისუნთქა და წარმოთქვა:
_ არ ვიცი რა დააშავა სიამოვნებით გავიგებდი რა მოხდა მაგრამ გეტყობა გაცეცხლებული ხარ, ვხვდები რა კაციც ხარ და უმიზეზოდ და სკოლის გარჩევისთვის კაცს რომ არ დაბრედ... შენი სამქეა ძმაო. ჩვენ ყველა პონტში შენთან ვართ
_ მოდი მაშინ მოკლედ გეტყვით, მაგ კაცმა ჩემთვის მეტად ახლობელი გოგო გააუპატიურა, მეტის გაგება რა საჭიროა? ან მე მოვკლავ ან მე მოვკვდები... _ მოვჭერი მოკლედ...
დათოც და თენგოც თვალებგაფართოებულები მიყურებდნენ...
_ დასაბრედია. პროსტა იცოდე თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა მაგ კაცს მაინც დაბრიდავენ... დაიმუქრა კანდუსა...
თენგო შემოტრიალდა და მკითხა
_ სახით იცნობ?
_ კი მყავს ნანახი. "ლიჟბი” ვნახო...
_ ხარაშო მაშინ დაღამებას დაველოდოთ, 11 საათისთვის დავხვდებით კორპუსთან სამსახურიდან მაგ დროს ბრუნდება, მე მიცნობს და უპრობლეომდ დამიჯდება მანქანაში, მერე მოვხევთ ერთ ადგილზე, შენ შენი საქმე გააკეთე დანარჩენს ჩვენ მივხედავთ... დააწყო გეგმები კანდუსამ...
_ ხარაშო ძმა. თუ მეტი არაფერია მაშინ გავალ მე. საქმეები მაქვს...
_ სად მიდიხარ? _ იკითხა თენგომ _ გაგიყვან ბიჭო მაინც მანქანით ვარ...
_ არა არ მინდა რესპუბლიკურში მივდივარ, _ ვიუარე მე, _ აქვეა რად მინდა მანქანა...
_ ხო კაი იჯექი, _ და მანქანა დაქოქა თენგომ...
მანქანიდან გადმოსულს მომაძახა
_ ათ საათზე სოკოსთან მოდი...

...

მთელი დღის განმავლობაში მოუთმენლად ველოდი რომ ენის პალატაში გადმოიყვანდნენ. მაგრამ უშედეგოდ... წამი წამს მისდევდა, წუთი წუთს, საათი საათს, მაგრამ ახალი არაფერი ჩანდა, ვხედავდი მინიდან მხოლოდ იმას რომ ექიმს ხელში რაღაც პალიტრა ეჭირა და შიგ რაღაცეებს ინიშნავდა... უკვე შიშმა ამიტანა... იქნებ რამე მოხდა?... იქნება გართულდა მდგომარეობა?... უკვე ჩემს თავზე ბრაზი მომდიოდა, რატომ ვფიქრობდი სულ ცუდზე... აი ექიმი გმოდის მომესმა ხმა... ენის დედა იყო... თავი ავწიე და გამოსული ექიმის მიმართვას მივუგდე ყური...
_ ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგადაა, მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და შესაძლებელია პალატაში გადავიყვანოთ. Mხოლოდ ერთს გთხოვთ, ისევ გოგონასთვის იქნება უკეთესი, ნუ შეაწუხებთ, მხოლოდ ახლობლებმა მოინახულეთ, რიგრიგობით შედით და მხოლოდ 5 წუთით დარჩით მასთან, დედას შეუძლია ღამე მასთან დარჩეს, დანარჩენები კი წადით დასვენება არც თქვენ გაწყენდათ, გოგონას არაფერი ემუქრება, ის ნელ ნელა გამოკეთდება...
მესმოდა ეს ყოველივე და ყურებს არ ვუჯერებდი, უკვე სახე მოწყენილი აღარ მქონდა... უკვე გამეღიმა...
შემდეგ ექიმი მე მომიბრუნდა, თვალი ჩამიკრა და თითქოსდა საიდუმლოდ ჩურჩულით მითხრა,
_ შენთვისაც შეიძლება მასთან შესვალ. ოღონდ ცოტახნით და რათქმაუნდა მშობლების ნებასურვილის გათვალისწინებით...
შემნდეგ დიმიტრის გადახედა და კვალვ სანდომიანად გაიღიმა... დიმიტრიმაც თავი ჩაღუნა, თითქოს თანხმობის ნიშანი იყო... მივხვდი რომ შანსი მეძლეოდა მასთან შევსულიყავი... ამდენიხანი წამების შემდეგ კვლავ მენახა ჩემი სიხარული...
მოლოდინით აღსავსე ერთი საათი ძლივს გავიდა. ნელ-ნელა მიიკლაკნებოდა დრო, თითქოს პატარ მდინარე იყო რომელიც ისე მიედინებოდა რომ მის დინებას ვერც კი შეამშნევდით... ერთ ადგილზე ვეღარ ვისვენებდი, წინდაუკან სიარულს მოუხშირე რომ... რომ რეანიმაციის კარი გაიღო და დავინახე როგორ გამოიყვანეს ექთნებმა ენი... ღმერთო... ნუთუ მართლა არაფერი ემახსოვრება?... ნუთუ რომ დამინახავს ვერ მიცნობს?... უკვე ჩემს გვერდით იყო, ამ მომენტში თითქოს კადრი შენელდა, აი ისე ფილმებში რომ გვინახავს... შევხედე მის ფერმკრთალ სახეს... ღმერთო როგორი შეცვლილია. მხოლოდ ორი დღე გავიდა ის კი როგორ შეცვალა ამ ძილმა?... გავუღიმე... ენიმ შემომხედა... მისი სახის არცერთი ნაკვთი არ შერხეულა... მივხვდი რომ არაფერი ახსოვდა. მივხვდი რომ არ ვახსოვდი და წამიერად გავაცნობიერე რომ ამ სიტუაციაში მე მისთვის არავინ არ ვიყავი, ისეთივე არავინ, როგორც ჩემთვის იყო არავინ თითოეული ადამიანი, ვისაც ქუჩაში გავლილს დავინახავდი...
კიდევ ნახევარი საათიც და ბატონი გიორგი ენის პალატიდან გამოვიდა... დიმიტრის შეხედა და სთხოვა რამოდენიმე წამით გაყოლოდა... ცალკე გაიხმო და რაღაცის ახსნა დაუწყო. არ ვიცოდი რაზე ესაუბრებოდა და ვერც ვხვდებოდი... ყოველივეს მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი... ექიმმა გვერდზე ხელი მოუთათუნა დიმიტრის და შემობრუნდა, შემდეგ კი ოჯახისწევრებს მიმართა...
_ შეგიძლიათ მოინახულოთ, მხოლოდ ცოთახნით და ნუ გადაღლით...
შემომხედა, უწინდებურად თვალი ჩამიკრა და მომმართა...
_ აბა შენ იცი... შენ ეს დაიმსახურე...
ვერაფერს მივხვდი, ნეტავ რა დავიმსახურე? ან რატომ?... გაოცება არც დამიმალავს.
_ რას გულისხმობთ?
_ მიხვდები... მოკლედ მოჭრა ექიმმა და კაბინეტისკენ გაეშურა...
დიმიტრის ოჯახისწევრები შემოეკრიბა და რაღაცას ეუბნებოდა. რაზეც ქეთი თავს აქნევდა და წინააღმდეგობას უწევდა...
მკაფიოდ გავიგონე დიმიტრის კატეგორიული ნათქვამი...
_ მორჩა, ექიმმა ასე თქვა და ასე იქნება... _ შემდეგ ქეთის შეხედა და უთხრა, _ ეხლა კი მიდი და შენ უთხარი...
_ მამაააა
_ არავითარი მამა... მიდი.
ვერაფერს მივმხვდარიყავი თუ რახდებოდა მათ შორის და რაზე იყო კამათი... ქეთი მომიახლოვდა... თითქოსდა გაბუტული ტუჩები გახსნა და წარმოთქვა:
_ მათ უნდათ რომ პირველი შენ მოინახულო...
_ რაა? _ თვალები შუბლზე ლამის ამივიდა, ამას მართლა არ ველოდი...
_ ხო... ექიმმა თქვა ასე ჯობიაო... _ შემდეგ კი გესლიანად დაამატა _ არ ვიცი რა ჩააწყვე გიორგისთან მაგრამ ეს უსამართლობაა...
_ რას ამბობ? გაგიჟდი? საიდან მოიტანე ეგ? _Aვფორიაქდი მე და აღშფოთება ვერ დავმალე...
_ რა ასე არ არის? _ ნიშნისმოგებით მოწკურა თვალები ქეთიმ...
გავბრაზდი... საოცრად მეწყინა...
_ ქეთი მისმინე, _ მივმართე კატეგორიული ტონით. _ მე იქ არ შევალ პირველი...
_ ოოფ. ვითომ არტომ? ხომ არ გეშინია შენს დანახვაზე ენი ცუდად გახდეს?
_ არა. არ შევალ მანამ სანამ შენ არ გენდომება რომ შევიდე...
_ თუ არც შეხვალ რაა. ჩემი დისთვის უკეთესია თუ არ დაგინახავს...
შემდეგ გატრიალდა, მაგრამ წამით შეჩერდა, კვლავ შემომხედა. ოღონდ ამჯერად თვლებში და სევდიანი ხმით წარმოთქვა...
_ კარგი მაპატიე. არ მინდოდა შენი წყენინება, ვიცი გიყვარს ენი და მას არასოდეს მიიყვანდი ამ დონემდე... მიდი შედი. მინდა შენ დაგინახოს პირველი... სულ შენი სახელი ეკერა პირზე... სულ შენზე ოცნებობდა... წამებს ითვლიდახოლმე როდის ჩამოხვიდოდი და შეხვდებოდით... მაპატიე...
_ რა სისულელეა. არაუშავს, მესმის შენი... ვეცადე უხერხული მდგომარეობიდან თავის გამოყვანას...
_ მიდი შედი არ უნდა ბევრი ლაპარაკი ამას. ის ალბად გელოდება...
კარებს მივუახლოვდი, უკან შემოვტრიალდი, იქ მყოფთ შევხედე, არცერთს გამოპარვია თვალზე მომდგარი სიხარულის ცრემლი მადლობის ნიშნად თავი დავხარე და კარები ფრთხილად შევაღე...

...

ენი გაუნძრევლად იწვა. კარების ხმაზე თავი ფრთხილად წამოწია, შემომხედა, თითქოს არც გაკვირვებია ჩემი დანახვა... ისევ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა და რაღაცის მოლოდინში გაიტრუნა...
ფრთხილად მივუახლოვდი საწოლს და სკამს ხელი მოვკიდე, მასთან ახლს მივწიე და ჩამოვჯექი... თვალებს არ ვუჯერებდი რომ მას ვხედავდი, ვერ ვაცნობიერებდი რომ ეს შესაძლებელი იყო... როგორ ბურუსს მოუცავს მისი მხიარულებით სავეს თვალები... ახლა მაში ვერაფერს დაინახავ, ვერაფერს ამოიკითხავ... თუმცა არა მხოლოდ ინტერესს... ალბად ენი იმავეს გრძნობდა რასაც ახალდაბადებული, ჩვილი ბავშვი გრძნობს როდესაც პირველად თვალს გაახელს და მისთვის უცხო არაემარეს თვალს მოავლებს...
ენის ნამცეცა ხელი ხელისგულებში მოვიქციე დაა ჩუმი ხმით ვკითხე...
_ როგორ ხარ სიხარულო?
ენის გაეღიმა...
_ მე შენ გიცანი...
_ მიცანი? _ გავოცდი მე
_ ხო გიცანი, ცოტახნის წინ იქ, დერეფანში გამიღიმე
_ ჰოო გაგიღიმე. _ გულში სევდა ჩამეღვარა... მართლა გულწფელად ვიფიქრე რომ ენის ვახსოვდი...
_ შენ ვინ ხარ?
_ მე ილია მქვია... _ მწარედ გამეღიმა მე...
_ და მე ვინ ვარ?
დავიბენი...
_ შენ ენი გქვია
_ და რატომ გამიღიმე? ან ეხლა რატომ მოღიმი?
_ იმიტომ რომ მიყვარხარ ენი...
_ სიყვარული რა არის?
_ სიყვარული? _ გავიმეორე დაბნეულმა მეც, დავფიქრდი. ალბად ჯობია მარტივი სიტყვებით ავუხსნა... _ სიყვარული არის როცა ვიღაცის გამო გინდა სიცოცხლე... აი მაგალითად მე შენთვის ვცოცხლობ...
_ და სიცოცხლე რაღაა?
_ სიცოცხლე? ... სიცოცხლე შენ ხარ...
_ მე ხომ ენი ვარ?
_ ხო...
_ აბა სიცოცხლე როგორ ვარ?...
_ სიცოცხლეც ხარ
_ ჩემთვის რატომ ცოცხლობ?
_ იმიტომ რომ მიყვარხარ.
_ ეხლა მივხვდი ყველაფერს, _ გეღიმა ენის
_ ჰო ენი... ჰო სიხარულო
_ სიხარული რააა?
_ სიხარულია ის როცა შენ გხედავ
_ მივხვდი ილია. გაეღიმა კვლავ... ეს ყველაფერი კი ბოლოს სიყვარულთან მიდის არა?
_ ხო ენი...
უცებ მობილური აწკრიალდა. სასწრაფოდ ჯიბეს ვეცი... სოკო რეკავდა... გავთიშე...
_ ეს რა იყო?
_ ეს ტელეფნია
_ და ტელეფონი რა არის?
_ ტელეფონის დახმარებით, შესაძლებელია ვიღაცას აი ამ კედლის იქით ესაუბრები, სხვა დროს შენც გესაუბრები...
_ და საუბარი რა არის?
_ საუბარი არის რასაც მე და შენ ვაკეთებთ
გოგოს თითქოს ძველი ელფერი დაუბრუნდა და გადაიკისკისა...
_ მივხვდიიიიი...
_რას?
_ ჩვენ იმიტომ ვასუბრობთ რომ შენ მე გიყვარვარ, გიყვარვარ იმიტომ რომ შენი სიცოცხლე ვარ და ცოცხლობ იმიტომ რომ სიხარული ვარ შენი...
მივხვდი რომ ენი გადაიღალა... თვლზე ცრემლები მომადგა, გული მეწვოდა ენის უსუსურობით, მართლაც რომ პატარ ბავშვს გავდა რომელიც დედას ყველაფრის ახსნას თხოვს...
_ ეხლა მე უნდა წავიდე...
_ სად უნდა წახვიდე?
_ იქ იმ კედლის იქით
_ რატომ?
_ უნდა ვნხაო ვიღაც...
_ ეს თვალებზე რა არის?
_ ეს ცრემლებია
_ ცრემლი რა არის?
_ მაგას სხვა დროს გეტყვი სიხარული...
_ ისევ მოხვალ?
_ ჰო მოვალ...
დავიხარე, ენის შუბლზე ვაკოცე, კიდევ ერთხელ შევისუნთქე მის კანის სურნელი რომლის შესუნთქვაც ესე ძლიერ მიყვარდა და კარებისკენ წამოვედი...
_ მალე მოხვალ?
_ მალე ენი...
ამით დავასრულეთ საუბარი და კარებში გამოვედი... გამოსვლისთანავე ყველას გაეღიმა...
_ გავიგონეთ ენიმ გაიცინა...
გამეღიმა მეც
_ ჰო პატარა ბავშვივითაა... ყველას ძალიან დიდი მადლობა. მე მაპატიეთ უნდა წავიდე...
დიმიტრი მომიახლოვდა...
_ გმადლობ ილია
_ რას ამბობთ? პირიქით, თქვენი ყველასი მადლობელი მე ვარ...
_ როცა გინდოდეს მოდი. დარწმუნებული ვარ ენის გაეხარდება...
_ კარგით... ნახვამდის
Yველაფრი კი ბატონი გიორგის დამსახურება იყო... უნდა მადლობა გადავუხადო და გიორგის კაბინეტისკენ გავეშურე... ისევ ტელეფონმა დარეკა...
_ ხო მოვდივარ... რაღაც მოხდა... ჰო მოვალ ეხლავე ...
...გვიანია... სხვა დროს ვნახავ ბატონ გიორგის...

...

_ სად ჯანდაბაში დადიხარ?
_ საქმე მქონდა...
_ ხომ გითხარით ათზე მოდიო? რომელია ეხლა? ნახევარია თერთმეტის უკვა
_ რა ვერ მოვასწრებთ?
_ ეგ რა შუაშია სათამაშოდ ხომ არ ხარ ჩამოსული? გავაკეთოდ ეგ წყეული საქმე და მოვრჩეთ...
_ ჰოო, მე თქვენზე მეტად მინდა
_ და მაინც სად იყავი?
_ ენი გონზე მოვიდა, რეანიმაციიდან გამოიყვანეს, სოკო როგორ ფიქრობ მე მაგ დროს იქაურობას მოვშორდებოდი?
_ ენი ის გოგოა? _ იკითხა თენგომ...
_ ხოო... კარგი დაიკიდეთ მივხედოთ საქმეს...
მანქანა ნელი სიჩქარით გამოვიდა კორპუსის ეზოდან ვაჟას აუყვა, შემდეგ პალვლოვზე გადავიდა და...
ვიჯექი მოჩვენებითი სიმშვიდით, თუმცა რთული იყო... არცერთს ხმა არ ამოუღია დანიშნულების ადგილზე მისვლამდე... გული გამალებით მიცემდა... თითქოს რაღაცის მეშინოდა... იმ მომენატში სულაც არ დავფიქრებულვარ რას ვაკეთებდი, მოჩანდა მხოლოდ ერთადერთი გზა... ის უნდა მომკვდარიყო... მაგრამ მისი სიკვდილი მე შვებას მომგვრის? რამეს შემმატებს?... არ ვიცი არაა... მაგრამ ეს უნდა გავაკეთო... სიჩუმე დაირღვა...
_ მოვედით... ეს კორპუსია... _ ჩუმად წარმოთქვა კანდუსამ...
_ ილო მზად ხარ? _ იკითხა სოკომ
_ მე თავიდანვე მზად ვიყავი...
_ შეძლებ?
_ ჰო...
_ დარწმუნბული ხარ?
_ ჰო ჰო მეთქი ვაა. _ გავღიზაინდი მე...
_ და მაინც დაფიქრდი ბოლო მომენტამდე და თუ ვერ გააკეთებ მე გავაკეთებ შენს მაგივრად...
_ ან მე გავაკეთებ ან არავინ... _ თავი ჩავხარე, ჩავფიქრდი... ნამდვილდ მინდა ეს?... კი მიდა... _ თენგო საათი რომელია?
_ თერთმეტია უკვე...
_ მაშინ მალე მოვა არა კანდუს?
_ ხო ამ დროს მოდისხოლმე...
სიჩუმე ჩამოვარდა... მოლოდინში განაბულები ვიყავით ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი. თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებდი და ვეძებდი თუ რომელ მხარეს გამოჩნდებოდა "ის”... მოლოდინი ყელში ამვიდა უკვე თორმეტის ნახევარი იყო... ნუთუ არ მოვა? გავიფიქრე ჩემთვის... მაგრამ აბა სად ჯანდაბაში წავა? ვუპასუხე ჩემივე კითხვას მკვახედ... სიჩუმე კვლავ მე დავარღვიე...
_ სვანი სად არის?
ხმა არცერთს ამოუღია... კითხვა კვლავ გავიმეორე... თენგო შემობრუნდა და დამამშვიდა...
_ ნუ დარდობ სადაც მივალთ იქ დაგხვდება... იქაურ საქმეებს მოაგვარებს...
_ მოდი შენ წინ გადმოდი...
_ რატომ?
_ ასე ჯობია... _ მერე კანდუსას შეხედა და ანიშნა უკან გასასულიყო...
ადგილები შევცვლეთ ის ის იყო კანდუსა უკან დაჯდომას აპირებდა რომ ჩუმი ხმით თქვა...
_ მოდის ეგ ნაბიჭვარი...
ინტერესით შემოვტრიალდი... მაღალი და გამხთარი ბიჭის სილუეტი არცთუ ისე გარკვევით მოჩანდა... დათომ დაუძახა...
_ გიორგი!
ბიჭი შეჩერდა, იმ მხარეს დაიწყო ყურება სადაც ჩვენი მანქანა იდგა... მანქანას მოუახლოვდა...
_ აა დავით? რა ხდება? მშვიდობა? _ იკითხა ინტერესით...
_ მშვიდობის რა გითხრა, მაგრამ აი შენი დახმარება კი მჭირდება...
_ შემოგევლოს ჩემი თავი ძმაო... თუ რამით შემიძლია...
_ ხარაშო ძმა ხარ... დავსხდეთ მანქანაში, ცივა აქ და თან მშვიდადაც ვისუბრებთ...
_ სოკომ უცებ ქამრიდან თავისი იარაღი გააძრო და მოიმარჯვა...
_ მე არ მომცემთ? _ ვიკითხე ინტერესით...
_ შენ იქ რომ მივალთ მაშინ... არ მინდა მანქანაშივე სდაატრიალო რაღაც უბედურება...
თანხმობის ნიშნად ხმა აღარ ამომიღია... კარები გაიღო... ბიჭმა თავი დახარა და ყველას მოგვესალმა... უცებ გაქვავდა... სახე შეეცვალა... სოკოს მომარჯვებულ იარაღს მოკრა თვალი... უკან დახევა მოინდომა მაგრამ იქ უკვე კანდუსასაც გაეძრო თავისი იარაღი და ზურგზე მიაჭირა. უკან დასახევი გზა აღარ ქონდა...
სოკომ კბილებში გამოცრა...
_ დაეგდე და ხმა არ ამოიღო თორე აქვე გაგათავებ... შენთან პატარა სალაპარაკო გვაქვს...
ბიჭი მოწყვეტით ჩაჯდა მანქანის სავარძელში და უზომო შიშნარევი ხმით ამოიკნავლა,
_ რა ხდება?
_ დაწყნარდი, ერთ კაცს შენი ნახვა უნდა... თუ ბევრს არ გაატრაკებ გაგესაუბრება ის კაცი და ისევ ამ მანქანით მოგაბრუნებთ სახლში...
გიორგის ხმა არ ამოუღია... ან რა უნდა ეთქვა? დარწმუნებული ვიყავი ვერაფერს ხვდებოდა და არაფრის აზრზე არ იყო... მე? მე კი წინა სავარძელზე ჩუმად ვიჯექი. ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ გამიხედავს უკან... ერთხელაც არ შემიხედავს მისთვის სახეში
ბიჭი კვლავ ვერ ისვენებდა... ეტყობოდა რომ მოთბინებას კარგავდა და უფრო მეთად იპყრობდა შიში...
_ სად ჯანდაბაში მივდივართ? იკითხა როდესაც კანდელაკის ქუჩის დასასრულს, ლისის ტბის მიმართულებით აუხვაი მანქანამ...
უკვე მოთმინება დავკარგე.
_ მოკეტე ბიჭო და წყნარად ეგდე... გაიგებ რომ მივალთ...
უკან დაჟინებული მზერა ვიგძენი... არ იყო აუცილებელი შეგეხედა იმ კაცისთვის რომ მიმხვდარიყავი რა შიში იყო დასადგურებული მის თვალებში... მინდოდა ვცემოდი ყელში და იქვე მომეღო მისთვის ბოლო. მაგრამ არ ვიცი რაღაც ძალა მაკავებდა... მინდოდა გამესრისა...
ლისის ტბის მიდამოებს მივუახლოვდით... სოკომ მობილური ამოიღო და დარეკა...
_ სად ხარ?... ხარაშო... მოვედით თითქმის და გამოდი გზის ნაპირას რომ დაგინახო...
წინ გაშტერებეული და ჩაფიქრებული ვიყურებოდი... აი სვანი... დავინახე გზის ნაპირას გამოსული პატარა ტანის ბიჭი... გადაუღებლად თოვდა მაგრამ ამის ფონზე მანქანის შუქმა მაინც გარკვევით გამოაჩინა მისი გაბუძგული თავი...
_ აი მოვედით. წარმოთქვა თითქოს შვებით თენგომ...
მანქანა გაჩერდა... კარები გავაღე და უმალ მაქანიდან გადმოვედი რათა ტყის და ზამთრის ჰაერი ღრმად ჩამესუნთქა და გამექრო ის წყეული ჰაერის უკმარისობის შეგრძნება რაც 2 Dდღე იყო მტანჯავდა... მართლაც ღრმად შევისუნთქე ეს სუფთა ჰაერი. ხარბად დავეწაფე, ისე როგორც მოწყურებული ადამიანი დაეწაფება წყალს... ვიგრძენი როგორ დამეხვა თვაბრუ... ნეტავ ეს რა იყო? გავიფიქრე ჩემთვის... მაგრამ მალევე გაქრა ეს შეგრძნებაც
_ გადადი მიუშვირა იარაღი სახესთან სოკომ, _ რომელიც უკვე გადმოსულიყო და ელოდებოდა მის გადმოსვლასაც...
_ სად მიგყავართ? _ ლამის ტირილის ხმით წამოიკნავლა ბიჭმა...
_ ებიჭო გდაეთრიე რაა... _ მოთმინება დაკარგა კანდუსამაც და ხელი კრა...
ბიჭი ფეხების კანკალით გადმოვიდა მანქანიდან... შემდეგ კი არც ისე გაბედულად ხელი გაიშვირა სვანისკენ...
_ ამას უნდოდა ჩემი ნახვაა?
ცივად შემოვბრუნდი, სინათლის სიახლოვეს დავდექი რათა გარკვევით დაენახა ჩემი სახე გიორგის და ზიზღით მივმართე...
_ არა. მე მინდოდა...
_ შენ? _ გაოცდა ბიჭი...
_ ჰო რა ვეღარ მცნობ?
ბიჭი დაფიქრდა... გონება დაძაბა, სახეზე გიჟივით მომაშტერდა და დავინახე როგორ შეეცვალა სახის თითოეული ნაკვთი...
_ შენ?
_ ხო მოხვედი არა აზრზე?
გაფითრდა, მუხლები მოეკეცა და და ძირს დაეცა.
_ ჩემგან რა გინდათ?
_ ისეთი არაფერი, _ მივმართე მე... უკვე მშვიდად ვიყავი...
_ ენისთვის არაფერი დამიშავებია, _ მკვახედ მომახალა მან...
_ და რა იცი რომ მასთან დაკავშირებით მინდა საუბარი? _ ირონიულად შევხედე...
_ გიცანი ენის შეყვარებული ხარ... აბა სხვა რა გინდათ?
_ არა შენ მართალი ხარ ნამდვილად მასთან დაკავშირებით მინდა გესაუბრო... _ სვანიმ შემაწყვეტინა...
_ ოღონდ აქ არაა. იქეთ ჯობია...
_ აეთრიე... შეუღრინა დათომ...
ბიჭი ფეხების კანკალით წამოდგა... ვხვდებოდი როგორ ეშინოდა და ემჩნეოდა კიდევაც... ფეხებს ძლივს მოადგამდა... სვანი თავსივე ძველ ნაფეხურებს მიუყვებოდა, რომელიც გარკვევით მოჩანდა... თოვდა... ფოთლებს შრიალით ეცემოდა მოზრდილი ფიფქები და თვლისთვის შეუმჩნევლად მატულობდა თოვლის საფარი... ფეხქვეშ გაყინული თოვლი ხრაშუნებდა და ფეხსაცმელები ნაკვალევს ტოვებდა...
_ კმარა აქ გავჩერდეთ, სიჩუმე დაარღვია სვანიმ, _ მგონი შესანიშნავი ადგილია...
_ რა გინდათ რააა... _ უკვე ცრემლმორეული ხმით წარმოთქვა შეშინებულმა ბიჭმა...
რა ნაბიჭვარია, ვითომ ვერაფერს ხვდება... გავიფიქრე გულში... სოკომ იარაღი მომაწოდა... ხელში მოვიმარჯვე... პირველად მეკავა ხელში ესეთი ფორმის ცივი რკინის ნაჭერი, რომლსაც შეეძლო ადამიანისთვის მხოლოდ უბედურება მოეტანა...
_ უნდა მომკლააათ? _ ხმა ჩაუწყდა ბიჭს და მუხლებზე დაეცა...
_ არა უნდა მგეფეროთ, _ გამოვცერი კბილებში...
_ რა დავაშავე ის მაიც მითხარით?
_ რა დააშავე? _ ავღრიალდი მე და სახეში ფეხი ჩავაფარე, _ არ იციი? Kკარგი... მაშინ მე შეგახსენებ...
ჯბიდან საგულდაგულოდ დაკეცილი ენის წერილი ამოვიღე და წინ ავუფრიალე...
_ იცი აქ რა წერია? იცი? მაშინ ამასაც მე გეტყვი, აქ შენი განაჩენია გინდა წაგიკითხო...
თენგომ შეგვაწყვეტინა...
_ ჩვენ იქეთ გავალთ...
_ არა ყველა დარჩით, ყველას გასაგონად წავიკითხავ...
წერილი გავშალე და სიბნელის გამო თითქმის დაფარული წინადადდებები რთულად ამოვიკითხე... ყველა განაბული მისმენდა. სოკოსა და სვანის გარდა ყველას აინტერესესბდა რა ეწერა იმ უბრალო ქაღალდებზე რომელიც განაჩენს გამოუტანდა გიორგის... თუმცა მე მისთვის განაჩენი უკვე დიდიხანია გამოტანილი მქონდა... კითხავ დავასრულე... ბიჭები გაოცებულები იყვნენ...
_ არა ეს ტყუილია, _ ამოიხრიალა გიორგიმ...
_ და აბა რა არის სიმართლე? _ აცრემლებული თვალები მივაშტერე მას...
_ მე არ ვყოფილვარ... მე არ მიქნია...
_ აბა ეს ყველაფერი სიცრუეა?
_ მე არა... მე არა... _ უკვე ჩურჩულებდა ბიჭი...
გამწარებული ვიყავი, უკვე თითქმის ვერაფერს ვხედავდი... თვალებიდან ცრემლი შევიწმინდე და...
ბიჭი წაიქცა...
უცებ ყველაფერი თითქოს განათდადა გამოჩნად სითეთრეს შერეული წითელი სითხე, ბიჭი ძირს იწვა და ხელი მუცელზე მიეჭირა... ვერაფერი ვიგძენი... ვერც გასროლის ხმა გავიგონე... თითქოს გავითიშე რამოდენიმე წამით... სისხლმა გონზე მომიყვანა...
დავიხარე და გიორგის დავაცქერდი...
კბილი კბილს დაეჭირა და რაღაც ხმებს გამოცემდა...
_ გტკივა? _ უბრალო სიტყვებით წარმოვთქვი...
_ მე ვიყავი მეეე... _ ამოიხრიალა ბიჭმა და სახეზე იდიოტური ღიმილი დაეტყო... _ ხომ ვეუბნებოდი მაინც ჩემი გახდებიმეთქი... მან კი არ დაიჯერეაა...
მისმა ამგვარმა ღიმილმა თავი დამაკარგინა... გული უფრო მეტდ ამიჩქარდა. თითქოს საგულედან უნდა ამოვარდესო... მინდოდა შევპასუხებოდი მაგრამ პირს ვერ ვაღებდი სიტყვის წარმოსათქმელად... ვგრზნობდი როგორ მომშტერებოდა 8 წყვილი თვალი... ძალა მოვიკრიბე და ხმის კანკალით წარმოვთქვი...
_ ის შენი არასოდეს ყოფილა. უკანასკნელს რასაც დაინახავ, ჩემი ზიზღით აღსავსე სახე იქნება და კიდევ ტყვიას რომელიც შენს ტვინს აზილავს...
_ ამის თქმა იყო და... სახეზე იარაღი მივუშვირე, და სახლეტს ხელი გამოვკარი...
ჩემს თვალწინ გასკდა თავი და სისხლმა მოსვარა იქაურობა...
გული მერეოდა...

...

_ მიდი მანქანაში დაჯექი... გვამს ჩვენ მივხედავთ...
_ არა მინდა ვიყო...
სვანი დაიხარა ძირს, ცელოფანი გაშალა და საგულდაგულოდ გაასწორა, შემდეგ სოკომ და კანდუსამ გვამს ხელი მოკიდეს და ცელოფანზე დაწვინეს... სამივე ერთად ახვევდა მას ცელოფანში... ვერაფერს ვგრზნობდი. ვერც სინანულს. ვერც შვებას, ვერც დარდს... მხოლოდ ერთადერთ რამეს ვგრძნობდი, გული მერეოდა...
_ მიდით რა მანქანიდან ის გირები მოიტანეთ _ მიმართა თენგომ ბიჭებს...
_ წამოდი ილია მოგვეხმარე მაშინ...
მანქანის საბარგული გაიღო და სვანიმ "ბატარეა” ჩაანათა და გამოჩნდა 4 შავი გირა... თითოეული 20 კილოს იწონიდა... მივხვდი რაშიც ჭირდებოდათ ეს სიმძიმეები...
გვამამდე მივათრიეთ გირები და თენგომ და სვანიმ საგანგებოდ დაუწყეს გვამზე მიბმა... შემდეგ კი ოთხვემ ერთად მოკიდა ხელი და ტბის მხარეს წაათრია... როგორც ჩანს სვანის ყველაფერზე ეზრუნა და იქვე პატარ ნავის მსგავსი რაღაც იდგა... გვამი ნავზე შეაგდეს შიგ სოკო და კანდუსა ჩაჯდა და ნიჩბებს შეძლებისდაგვარად ჩუმად მოუსვეს... შუა ადგლას გაჩერდნენ
_ ამბობენ აქ ყველაზე ღრმა ადგილი არისო... _ ჩაილაპარაკა თენგომ
_ ხო ესე ვიცი მეც _ აუბა მხაარი სვანიმ
წყლის აღელვების ხმა ნათლად გავიგონე. გვამი უკვე ფსკერისკენ წავიდა... ბიჭები მალევე დაბრუნდნე... სოკომ ბეჭზე ხელი დამარტყა და მშვიდად მითხარა
_ არ იდარდო ორ თვეში მის ძვლებსაც კი არ დატოვებენ თევზები...
_ სოკო ასეთი რამ ოდესმე გაგიკეთებია?...
_ შეიძლება...
ხმა აღარ ამომიღია... ჩუმად გავუყევი ნაფეხურებს, რომელიც მანქანისკენ მიდიოდა...

...

სავადმყოფოს ხმაური ძალიან ბევრს აწუხებდა... მათ შორის მეც, დერეფანს მოუყვებოდი თავდახრილი ჩაფიქრებული და ენის პალატას ვეძებდი... თითქოს გუშინდელის მერე ყველაფერი დამავწყდა... ღმერთო ისევ გული მერევა... ნეტავ რა ჯანდაბაა ეს შეგრძნება... ნეტავ არ უნდა გამიაროს?... აი ენის პალატა... გმიხარდა... მინდა შევიდე მაგრამ რაღაცის მაინც მეშინია... ნეტავ რისი? როგორ შევხედო ენის თვალებში?... მე ხომ მის თხოვნა არ გავითვლისწინე?... მე ხომ უკვე მკვლელი მქვია?... ნუთუ ენი იმის ღირსია რომ მკვლელის გვერდით იცხოვროს?... ამას ალბად ვერასოდეს ვეტყვი... ან რომ ვუთხრა ის მოინდომებს ამის შემდეგ ჩემთან ყოფნას?... ან ის რომ ყოველივეს გაიხსენებს გააგრძლებეს ჩემთან ურთიერთობას?... არ ვიცი... არაფერი არ ვიცი... ფიქრები მჭამდა... ამდენ საკუთარ თავზე დასმულ კითხვას პასუხს ვერ ვცემდი... აბა ვინ უნდა გასცეს ამ კითხვებს პასუხი თუ არა მეე?... ფიქრებიდან ნაცნობმა ხმამ გამომარკვია... გიორგი ექიმი იყო...
_ აბაა? როგორ მიდის საქმეები? _ მკითხა საოცრად თბილი ხმით და სახეზე სასიამოვნო ღიმილმა გადაკრა...
_ ძალიან კარგად... ჯერ კიდევ გუშინ მინდოდა თქვენი ნახვა. მაგრამ სასწრაფოდ მომიწია წასვა... თქვენი უზომოდ მადლობელი ვარ...
_ რას ამბობ? ხომ გითხარი შენ ეს დაიმსახურემეთქი? ვხვდები რაოდენ გიყვარს ის გოგო... თან მისთვის ეს უკეთესი იქნება... ამ სიყვარულის გახსენებაში დაეხმარება...
_ ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი...
_ კარგი... _ გაეღიმა ისევ ექიმს... _ როგორც ვხვდები ენისთან მიდიხარ...
_ დიახ... მინდა მოვინახულო...
_ კარგი მეც იქეთ მოვდივარ, ვნახავ პაციენტს, მერე კი შეგიძლია დარჩე მასთან... საოცარი გოგოა, ასე მალე უკეთესობისკენ წასულიყოს საქმე არ მინახია. ძალიან ძლიერია, ან რაღაც აძლევს ძალას... ნუ არ ვიცი არ ვიცი... _ დაასრულა ექიმმა ბოლო სიტყვები...

...

_ შენ დაბრუნდი...
_ ჰოო ხომ შეგპირდი?
_ ისევ მალე უნდა წახვიდე?
_ არა ამიერიდან სულ აქ ვიქნები...
_ სულ ჩემს გვერდით?
_ ჰო სულ შენს გვერდით...
_ კარგია შენთან, მომწონს... მამხიარულებს...
_ მეც მომწონს შენთან ყოფნა...
_ იმიტომ რომ გიყვარვარ?
_ ჰო იმიტომ რომ ძლიან მიყვარხარ...
_ მე მითხრა ექიმმა მცირეხნით არაფერი გემახოვრებაო...
_ ჰო მალე გაგივლის და ყველაფერს გაიხსენებ...
_ ილია როგორია სიყვარული?
_ სიყვარული?... სიყვარული ეს არაჩვეულებრივია...
_ მაინც?
დავფიქრდი... არ ვიცოდი მისთვის ეს მარტივად როგორ ამეხსნა... ფანჯარაში გავიხედე... ფანჯრის რაფაზე მტერედები ისხდენ და ნისკრტით ერთმანეთს ეთამაშებოდნენ... ფეხზე წამოვდექი და ენის საწოლზე ჩამოჯექი... მოვეხმარე და ცოტათი წამოვაყენე...
_ აი იქ ხედავ იმ მტრედებს როგორ ეთამაშებიან ერთმანეთს?
_ ვეხედავ...
_ აი ასეთია სიყვარული...
შემდეგ დავიხარე ენის ფაქიზ ტუჩებს, ტუჩებით შევეხე...
_ აი კიდე ასეთია ენი სიყვარული...

... ... ...

მოვლენები სწრაფად განვითარდა. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ენიმ სულ რაღაც ერთ თვეზე ნაკლებ დროში აღიდგინა ყოველივე დავიწყებული... მან აღარ ისურვა იმ ტკივილით ყოფილიყო ჩემს გვერდით რა ტკივილიც გადაიტანა... თვალებში ვეღარ მიყურებდა...
არც მე მინდოდა ტყუილით მეცხოვრა მის გვერდით... ვერც მე ვუყურებდი თვალებში...
ჩვენ უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი...
მიუხედავდ იმისა რომ ერთად აღარ ვართ უკვე 4 წელია ენიმ პირობა მოცა... პირობა, რომ ის არასოდეს ეცდებოდა მსგავსი ფაქტის განმეორებას... მე შემეძლო დღემდე ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ არ გავაკეთ ასე. მთელი ცხოვრეაბ ვინანებ ამას. მაგრამ უკვეგვიანია...

...

ერთი კვირის შემდეგ ტელევიზორში გამოაცხადეს რომ სახლში აღარ დაბრუნებულა გიორგი ........ და რომ ის იძებნებოდა როგორც დაკარგული...

...

დღე არ გასულა იმ ამბის შემდეგ ჩადენილ საქციელზე რომ არ მეფიქროს...
წამი არ ყოფილა რომ ეს საქციელი მენანოს... მან ეს დაიმსახურა... ღამე არ ყოფილა არ გამღვიძებოდეს აფორიაქებულს და თვალწინ ის სურათი არ წარმომდგებოდეს... თოვლი... ბიჭი... სისხლი... არ მინანია და არც ვინანებ სანამ ცოცხალი ვიქნები ჩადენილ საქციელს... უბრალოდ ძილი მენატრება... ძილი რომელი ძილითაც პატარა ჩვილ ბავშვს სძინავს...

...

ვერავინ დამაჯერებს რომ ღმერთი არსებობს... თუ ღმერთი მართლაც არსებობს... თუ ის მართლაც ზეჩაშია იქედან ყველაფერს ხედავს და ზრუნავს ადამიანებზე, მაშინ რატომ მოხდა ეს... რატომ დაუშვა ენი ესე დატანჯულიყო... რატომ დაუშვა, რომ მე 17 წლის ბვშვს ხელი სისხლში გამესვრევინა და ცხოვრებით დამტანჯა... "თუ მართლაც ეს ყოვილევა ასეა მაშინ ღმერთი დიდი ხუმარა ვინმე ყოფილა, რომელიც ზის ცაში თავის რბილ სავარძელში მოკალათებული, თვალს ადევნებს ადამიანების საქციელს და ამით ერთობა”...

...

ზოგი იტყვის რომ მე რომანტიული ადამიანი არ ვარ. იტყვის რომ მე სიყვარული არ შემიძლია... მაგრამ სანამ ამას იტყვის იქნებ ჯობია დაფიქრდეს, იქნებ სადმე რაღაც მცირეოდენით მაინც ცდება...

...

რაც შეეხება ჩემ მეგობარ თამუნას რომელიც უზომოდ დამეხმარა ამ ყველაფერში, მე მართლაც არ დამივიწყებია მისი ამაგი... და სიკეთე სიკეთით გადავუხადე...

მოვლენები განვითარდა 2007 წლის იანვარსჰი

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 2778 | დაამატა: xifata87 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 4
0  
4 Tea   (2012-12-11 10:41 PM) [Entry]
ai dzaan magarriaa :*********

0  
3 giooo   (2012-07-29 12:23 PM) [Entry]
sagor magra yvarebiat ertmaneti da am bichs martlac shesdzlebia siyvaruli siyvarulis gulistvis ra ar gaaketa magram ertmanets ar unda dashorebodnen sawyali eni mteli cxovreba emexsovreba albat es wamebi aseve iliac orivem didi tragedia gadaitana

0  
2 mariamo!   (2012-02-27 5:32 PM) [Entry]
vaime ra magariaaaaaaaaaaaaaaa:):):)(L)(L)

0  
1 bubuka   (2011-11-05 4:44 AM) [Entry]
rogor gamixarda rom gadarcha eni, magram ilia da eni ratom dashordnen konkretulad ai es ver gavige, iqneb momcerot.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]