მთვარე აღარ ჩანდა... - 24 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 24 » მთვარე აღარ ჩანდა...
6:25 PM
მთვარე აღარ ჩანდა...
ერთი კითხვა მაინც არ მასვენებს. ჩვენ მარტონი ვართ მთელს სამყაროში???
შემოქმედი ჩვენს ფანჯარაში იჭყიტება და თვალს მიპაჭუნებს..........."

... იმავე წამს სამყაროს სხვა კუთხეში სხვა წყვილი თითქოსდა მსგავს ფანჯარაში რომელიღაც ვარსკვლავს მიშტერებოდა... მათი ერთად ყოფნა სულ არ გავდა წინა წყვილისას.... არანაირი ხეიბრობა ან კატაკლიზმები მათ ურთიერთობას ხელს არ უშლიდა... და მიუხედავად ამისა ერთ სარეცელზე დასვენებულ ორ შიშველ სხეულს ერთმანეთის ლტოლვა აღარ ეტყობოდათ... ის ძალა რომელის ორ სხეულში ჩასახლებულ სულს მაგნიტივით ერთმანეთისკენ იზიდავს სადღაც გამქრალიყო... სად? რატომ? ეს კითხვა აწვალებდა ორივეს გონს იმ წამს და ორივე ამ კითხვის პასუხს ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის სხივში ეძებდა... თუმცა ისინი ეძებდნენ ცალ-ცალკე ერთმანეთისგან მალულად... თითქოს რამეში ყოფილიყვნენ დამნაშავენი... ან ეგებ იყვნენ კიდეც.... ნეა საშუალო გარეგნობის გოგო ბავშვობაში განებივრებული ეხლაც ასაკის და მიუხედავად მაინც ჭირვეული ხასიათისა გახლდათ... გულით კეთილი მარა უაზროდ ჯიუტი არც თუ ადვილად შედიოდა ხალხთან კონტაქში... მითუმეტეს თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მამამისი - წარსულში გალაქტიკათშორისი უშიშროების კომიტეტის საპატიო წევრი თავისი სამსახურიდან გამომდინარე ისედაც ზღუდავდა შვილის თავისუფლებას.... და ამ შეზღუდვის საკომპენსაციოდ ფუფუნებას არ აკლებდა... ესეც მისი მამობრივი ეგოიზმის შედეგი იყო სინამდვილეში... თვითონ ხო გრძნობდა თავს მშვიდად... შვილის რეალური ინტერესები კი ამ შემთხვევში მეორეხაროსხოვანი იყო... თუმცა ამ ყველაფერს გარკვეულწილად, სიმართლე უნდა ითქვას, გაუცნობიერებლად აკეთებდა მარა ეს მაინც ვერა და ვერ იქცა ნეას თვალში მისი სრული რეაბილიტაციისთვის საკმარ მიზეზად... ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნეას მამისადმი გრძნობას სიყვარულს უფრო ნაკლებად დაარქმევდით... ეს უფრო მოვალეობების, პატივისცემის და აუცილებლობის უხეში ნაზავს წარმოადგენდა... აი პატივისცემა კი ნამდვილად გააჩნდა ნეას მამისადმი სიყვარულისგან განსხვავებით.... მხოლოდ ერთხელ გადაახტა ამ პატივისცემას როცა რინოს სიყვარულით გაბრუებული მამის წინააღმდეგობის და მიუხედავად მალულად მეზობელ გალაქტიკაში გაიპარა და ჯვარი დაიწერა....

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 279 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]