მთავარი » 2011 » სექტემბერი » 23 » მთვარე
2:47 PM
მთვარე


ახლა მთვარე არის როგორც გაღიმება,
გულში უცნაური მწუხრის საათია,
ეს ღიმილი არის ჩემი ბალიში და
მწოლიარე ზეცა თითქოს საბანია.

მე კი სულ არ მინდა ახლა მწუხარება,
სიმპატიკური და ჩუმი კაეშანი,
უფრო ყოფნა მინდა ალბათ უდარდელად,
უფრო მზესთან მინდა ღამით პაემანი.

თუმცა არ მშორდება ფეა მინორული,
თითქოს ჩემში უნდა ღამე გაათიოს,
რა დროს თენებაა მხოლოდ ოთხი არი,
ზეცის საბნობა კი ღმერთმა მაპატიოს.

ცაზე რა ხანია არის გაღიმება,
გულში უცნაური მწუხრის საათია,
შენთან ყოფნა მინდა ახლა ძალიან და
მთვარის გაღიმება მხოლოდ საბაბია.

ავტორი:მიშო დადიანი

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1858 | დაამატა: mela12 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
0  
2 ქვიშა   (2012-02-14 6:20 AM) [Entry]
magariaaaaaaaaaaa

0  
1 mao   (2011-10-09 11:46 PM) [Entry]
heart heart heart heart heart heart

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]