მთავარი » 2011 » ივლისი » 6 » მთარგმნე თითებით...
2:02 PM
მთარგმნე თითებით...



მთარგმნე თითებით...

დღეს მხოლოდ შენთვის გადავშალე

ჩემი სხეულის უხილავი სხვისთვის ფურცლები...

სავსე სიშიშვლით...

პარიზულია ეს წვიმები 

და არომატი მოფრანგულო დაჰკრავს ხასიათს,

ამინდებივით იზმორება ვნება სიბილწის,

სისხლში,

მოდი და ამომაშრე

სანამ სხვა გვერდზე

ლონდონურ ჯანგში დამეკარგოს ჩემი სურნელი...

კოცნით დამკაწრე

გამომშრალი თხელი ტუჩები,

უდაბნოს ცხელი ნაკვალევით რომ შეილესა,

და მარტოობის უწყლოობა სჭირდა სასჯელად...

ლაყუცებიდან

ცხელი სუნთქვით ამაცალე სუყველა ვნება,

სუყველა სიტყვა,

შენს სუნთქვასთან ნამუსაყრილი...

ჩემში გველივით რომ იზლაზნება,

და ყველა კვნესა თავდაკარგული...

ფილტვებიდან ნაწილ_ნაწილ რომ იბოლქვება...

მთარგმნე თითებით...

დღეს მხოლოდ შენთვის გადავშალე

ჩემი სხეულის უხილავი სხვისთვის ფურცლები...

სანამ მომბეზრდი

ესპანური ტემპერამენტით...

სანამ შენი ვარ,

მთარგმნე თითებით...

 
                               
მიმაგრება:
კატეგორია: ეროტიკული პოეზია | ნანახია: 2074 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]