მთავარი » 2010 » იანვარი » 2 » მშვენიერი იყავი მაშინ, პირველად რომ დაგინახე.
7:18 PM
მშვენიერი იყავი მაშინ, პირველად რომ დაგინახე.

მშვენიერი იყავი მაშინ, პირველად რომ დაგინახე. თითქოს წუთები შეჩერდნენ
უეცრად, ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა მე მხოლოდ შენ გხედავდი, როგორც
გვირაბის ბოლოს სინათლეს, როგორც ვარსკვლავებს შორის მთვარეს, ვხედავდი
რომ შენც მიყურებდი, ვხედავდი გინდოდა ჩემთან მოსვლა და ვერ ბედავდი,
ზუსტად ისევე როგორც მე.
        შენ გზის მეორე მხარეს იდექი, მე
კი შენს პირდაპირ, ჩვენ გზა გვაშორებდა, თითქოს ეს გზა იყო ყველაფრის
მიზეზი, თითქოს სწორედ მის გამო ვერ გიახლოვდებოდი.

        ვუყურებდი შენს თვალებს და შენც თვალებში მიყურებდი, საოცარ
სითბოს ვგრძნობდი და ჩემთვის ვფიქრობდი: მე ხომ საერთოდ არ გიცნობ, შენი
სახელიც კი არ ვიცი და საერთოდ...

უეცრად ხმა გავიგონე: ვინ ხარ? საიდან მოხვედი? და საერთოდ რატომ გიყურებ?
ირგვლივ მიმოვიხედე, მაგრამ ჩემს სიახლოვეს არავინ იყო, ნუთუ ვგიჟდები?
საიდან მესმის ეს ხმა?...

        აი ისევ შენ გიყურებ, შენ მშვენიერი ხარ, როგორც შემოდგომა, ქარი
თმებს გიწეწავს და ისევ მიპყრობს შენთან მოსვლის სურვილი,მინდა მოვიდე და
გითხრა თუ რატომ მოვედი, გითხრა თუ რა მშვენიერი ხარ და მოგეალერსო.

        უეცრად ისევ ისმის ხმა: მემგონი ვხვდები რაზეც ფიქრობ, გინდა რომ
მოხვიდე ჩემთან, იცი მეც მინდა შენთან მოსვლა, მინდა გითხრა, რომ ბედნიერი
ვარ დღეს შენ რომ შეგხვდი, იქნებ როგორმე მივუახლოვდეთ ერთმანეთს...

        ნუთუ ეს შენ ხარ... არ მჯერა! ეს შენ ხარ?!... ლამაზი ქალი ქუჩის
მეორე მხარეს... ეს ხომ შენ ხარ, დაუჯერებელია! და მე გადავდგი პირველი
ნაბიჯი მისკენ, ისიც ჩემსკენ წამოვიდა, ჩვენ ორივენი უსაზღვროდ ბედნიერნი
ვიყავით, ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს, ნაბიჯს ავუჩქარე, გული
ბედნიერების მოლოდინში სულ უფრო ჩქარა მიცემდა და აი სრულ ბედნიერებამდე
მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა...

        სწორედ ამ მომენტში გაისმა შავი სიკვდილის დამაყრუებელი ხმა,
რომელიც დიდი სისწრაფით მოფრინავდა, ანთებული თვალებით, თითქოს ერთი სული
ჰქონდა როდის გაანადგურებდა   ჩემს ბედნიერებას, მე კი არაფრის გაკეთება
არ შემეძლო, გული შიშით, სიძულვილით და სევდით ამევსო და მე დავინახე
როგორ გააგზავნა შავმა სიკვდილმა ჩემი ბედნიერება საიქიოში...

        მაშინ მივხვდი, რომ ბედნიერებასთან შენ თვითონ უნდა მიხვიდე, ბედნიერება თვითონ არასოდეს მოვა შენთან...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1515 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]