მთავარი » 2010 » მაისი » 14 » მონატრების ღამე...
10:55 PM
მონატრების ღამე...
მონატრების ღამე
მთებს სიბნელე აწევთ მხრებზე
სულთ თარეშის ჟამია
ვწევარ, ვფიქრობ ჩემზე, შენზე
მონატრების ღამეა
ქარი მთვარეს ეკითხება
მიჯნურს ეძებს ეული
აქეთ-იქით ეხეთქება,
გრძნობით გადარეული
ძველ ადგილას კივის ჭოტი
ისმის ხმა შემზარავი,
სატრფოს უხმობს, ის არ მოდის,
სხვასთან უდგას კარავი
სადღაც ყმუის მგელი ხვადი
ძუს მოელის ამაღამ,
ლოდინში დრო ნელა გადის
მთვარეც ჩადის ამაყად
წყარო სურს დაჭრილ ხარირემს,
ბღავის დასუსტებული,
ფური წყევლის მონადირეს,
ტირის შეყვარებული
ბნელი ძალა მსხვერპლს დაეძებს...
ხეზე შავი ყვავია...
ვწევარ, ვფიქრობ ჩემზე... შენზე...
მონატრების ღამეა...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1328 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]