მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » მოგიყვები:
3:57 PM
მოგიყვები:

მოგიყვები:

ადრე დამესიზმრა ვინმე ულამაზესი არსება რომლსაც სახელიც არ ქონდა.
ძალიან უცნაური და მითხრა რომ ერთად ვიქნებოდით.
მითხრა რომ ერთი სახელი გვექნებოდა და რომ ამ სახელის გამოთქმა შეუძლებელია.
მითხრა რომ ერთი სახლი გვექნებოდა და ერთი საწოლი.
ერთი სხეული და ერთი სული და ყველაფერი რასაც გავაკეთებდით ერთი იქნებოდა.
მითხრა რომ სახლის კედლებს ფერადად მომიხატავდა და ყველა ფერს გამოიყენებდა მოსახატავად.
მითხრა რომ ყვავილს დათესავდა სახლში რომელიც გაიზრდებოდა და მთელ ოთახებს მოედებოდა, შეიზრდებოდა ყველა კუთხეში, ყველა კუნჭულს გაალამაზებდა და მისი სუნი დროის შეგრძნებას დამაკარგვინებდა.
მითხრა რომ სანთელს დაანთებდა ყველა კუთხეში და მთელ სახლს გაანათებდა.
მითხრა რომ ფირფიტებს ჩამოკიდებდა კედლებზე, რომ ქარის დაბერვისას მთელ სახლში მუსიკა აჟღერებულიყო.
"ოღონდ ერთად ერთი რამ შემისრულე - არ გაიღვიძო",
მითხრა და.... გამეღვიძა.......


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1148 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]