მთავარი » 2011 » ივნისი » 27 » მოდი, ერთი ჩაგიხუტო, ვიგრძნო შენი ამოსუნთქვა.....
2:54 PM
მოდი, ერთი ჩაგიხუტო, ვიგრძნო შენი ამოსუნთქვა.....


მოდი, ერთი ჩაგიხუტო,

ვიგრძნო შენი ამოსუნთქვა.
გული ღამეს შეეხიზნა,
უშენობით დაორსულდა.

მუქი ცაა ახლა ჩემს თავს,
მზეს ფერები გაუხუნდა.
ყორნებს მიაქვთ ირგვლივ არე,
მტრედები კი ისევ სდუმან.

მწუხრის ცრემლი ცხედარს მაწვიმს,
როგორ ვენდო შავ-ბნელ გუმანს?
აიტაცებს სულს პატრონი
და გაშლიან მწარე სუფრას.

მაგრამ არა! მე ვერ წავალ,
მე ხომ შენი სულით ვსუნთქავ,
დანაბერი შენგან ქარი
ჩემს დამჭვარტლურ ფილტვებს კუმშავს.

მოდი ახლოს, უფრო ახლოს,
ნუ იქნები კარგო გულქვა,
მოდი, ერთი ჩაგიხუტო,
ვიგრძნო შენი ამოსუნთქვა.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1552 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]