მთავარი » 2011 » ივნისი » 23 » მიყვარდი!
2:35 AM
მიყვარდი!
y



რა კარგია უყურო მათ, ვისაც სიხარული ძალუძთ, ან როგორ არ უნდა შეეძლოთ,
ისინი ხომ შენს სივრცეს, შენს ადგილს ინაწილებენ,მომბეზრდა შენი
შეუფასებლობა,შენი ერთადერთობა დამღალა იმან რასაც ახდენა არ უწერია.


ხვალ უკანასკნელი დღე უნდა იყოს,და თუ ეს ასეა,იცოდე…

მიყვარდი – არ ვიცი რატომ, არ ვიცი როგორ და არ ვიცი რისთვის.

მიყვარდი – არ ქონდა ამას შენთვის მნიშვნელობა, არც აქვს და არც არასდროს ექნება.

მიყვარდი – ვიცოდი რომ არ ვიქნებოდით ერთად, ვიცოდი რომ "არ" იქცეოდა "ვერ"-ად.

მიყვარდი – ასეთი საშინელი მეოცნებე ვიყავი, ვარ და ვიქნები, არაფერი შეიცვლება.

მიყვარდი – დი?დი?დი? დიდი სიყვარულით მიყვარდი.

მიყვარდი – მაშინ როცა შენთვის სულერთი ვიყავი.

მიყვარდი – მაშინაც როცა სიკვდილს მივყავდი და მაშინაც როცა სიცოცხლე მიჭერდა.

მიყვარდი – სიზმარში, ცხადში, ცრემლებშიც, ღიმილშიც და დარდშიც.

მიყვარდი – ყველაფერში, ყველა-ფერში. ცისფერშიც შენ იყავი, მზისფერშიც, თეთრშიც და შავშიც.

ყველაზე ნაკლებად გესმოდა ჩემი და მაინც – მიყვარდი.

მიყვარდი – ალბათ იმიტომ რომ გრძნობდი, ვიცი რომ გრძნობდი.

მიყვარდი
– იმ მანძილზეც საიდანაც ვერასდროს მოგწვდებოდი,და ვერც ახლა, ან უფრო არც
ახლა! ვეცდები "მოგწვდე” და რადგან ეს დღე უნდა იყოს უკანასკნელი, ჩემთვის
შენდამი. ჩემთვის სიცოცხლისადმი, იცოდე: სინათლის მერეც, სიცოცხლის მერეც,
მაშინაც როცა უკუნითი უკუნისამდე დასრულდება, მაშინაც როცა ცა და მიწა
შეერთდება, მაშინაც როცა ზღვები გაიპობა, და როდესაც ხმელეთი ჩამიტანს,
როცა ეშმაკი შემიშრობს ცრემლებს.. ახლაც და მერეც როცა ვერ ვიგრძნობ, როცა
ვერ დავინახავ, როცა მარადიულ ძილს მივეცემი, როცა მიკროწამებით შენელდება
ჩემი სუნთქვა და როცა მილიონი სინათლის წელიწადით გამისწრებენ შენი
თვალები, მაშინაც როცა სხეულისგან არაფერი დარჩება და სული ჩემი,
მარადისობის მოლოდინში განილევა! გეტყვი!


მიყვარდი – რაღაც საოცარი სიყვარულით მიყვარდი.

და
როცა საბოლოოდ სიბნელე მოიცავს სამყაროს და ჩვენ ორნი დავემსგავსებით
წერტილს. ამხელა გალაკტიკაში, როცა პანიკური სიჩუმე დაისადგურებს, როცა არ
მეხსომება ჩემი სახელი. მაშინ გეტყვი:


მიყვარდი!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1198 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]