მთავარი » 2010 » მარტი » 28 » მითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა
2:43 PM
მითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა
მითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა, 
რომ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენ მკლავებზე იწვა. 
მითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება, 
ნუ გაშინებს ჩემი სევდიანი სახე, უხმო ატირება. 
მითხარი, რომ ბაღში აღარ დაკრეფ ჩემთვის იასამნის რტოებს, 
გიძნელდება თქმა და ვიცი მაინც მალე მიმატოვებ. 
მითხარი და წადი დამიტოვე სულში უსაშველო ბინდი. 
სხვების დასანახად მე ვიქნები ისევ ამაყი და მშვიდი, 
მხოლოდ სულში ჩამიჭკნება აკაციის თეთრი შადრევნები, 
შენზე ოცნებას და შენით გატაცებას აღარ დავჯერდები, 
წავალ ჩემთვის მარტო და დამრჩება სულში უსაშველო დარდი, 
როგორ შემეშალე, ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად გავდი

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1656 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 1
0  
1 Taaaa   (2011-02-05 3:53 PM) [Entry]
am leqsze simgera arsebobs da xom ar icit sad sheizleba povnaaa?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]