მთავარი » 2010 » მარტი » 25 » მითხარი ნუთუ მართლა არ გესმის ჩუმი ჩურჩული ღამის წყვდიადში
12:49 PM
მითხარი ნუთუ მართლა არ გესმის ჩუმი ჩურჩული ღამის წყვდიადში
მითხარი ნუთუ მართლა არ გესმის ჩუმი ჩურჩული ღამის წყვდიადში, 
მითხარი ნუთუ მართლა არ გესმის ნელი ფერება ქარის ნიავში, 
არ გესმის მთვარის ღიმილი მორცხვად ღრუბლებში ამოფარული, 
წვიმის წვეთების ნაზი ჰანგები თითქოს მუსიკის ღმერთს მოპარული. 
მითხარი ნუთუ მართლა არ გესმის ცრემლის ვედრება ღამის წვიმაში, 
ოდეს ვარსკვლავნი გადამალულნი აღარ კრთებიან ზეცის წიაღში, 
არ გესმის ნესტის ვედრება გდამალული! 
არ გესმის ყლორტის კისკისი ცვრიან ბალახზე ამომავალი! 
ვიცი, არ გესმის ცისკრის გალობა შენს შესახვედრად გამომავალი, 
მაშ რას მიხვდები რა მაქვს მდუმარეს გულის სიღრმეში გადამალული

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1560 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]