მთავარი » 2011 » ივნისი » 25 » მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ ...
2:41 PM
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ ...



მიყვარხარ


მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო ძლიერ მიყვარს,
შენი პატარა ტანი,
შენი შავი თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის ფერი თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდიფერი,
შენი თითები მიყვარს,
ორი პატარა თათი,
ო იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი
მე შუქი მიყვარს შენი,
რა არის მისი ფასი,
მე ჩრდილიც მიყვარს შენი
მზის დაბნელების მსგავსი
მიყვარხარ, ძიერ,
ძლიერ მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
მთელი გრძნობით და ძალით
მთელი სამყარო ვრცელი,
შენით არსებობს ჩემთვის
რაზეც კი ვფიქრობ,
ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის,
შენი ხმა არის ისიც
შენთვის მივწვდები მწვერვალს
დიდების ყველა მნათობს
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ
შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად
მე სხვა სურვილი არ მაქვს,
შენი სურვილის გარდა
მსხვერპლი ყველაზ დიდი,
მე მეჩვენება მწირედ
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე
შენს მცირეოდენ წყენას
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი
ჩემი ცრემლების წვიმა
მიყვარხარ ძლიერ,
ძლიერ მიყვარხარ ცხადად,
მალვით, როგორც არასდროს არვის
არ ჰყვარებია არვინ
ეს სიკვდილს უდრის თითქოს
ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა,
რაც სიყვარულზე ითქმის
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი
მამავ, დაო და დედავ
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ სატრფოვ,
შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ცოლო ყველას მაგივრად,
ერთად მე შენ მიყვარხარ მხოლოდ
რა მაბადია ქვეყნად,
ამ სიყვარულზე კარგი
ძლიერ მიყვარხარ, ძლიერ
ვარ შენი ტრფობით შმაგი
თუ ტრფობისათვის რამე,
ჯილდო იქნება ბოლოს
ის შენ გეკუთვნის მარტო
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ
ნაყოფი მისი არის
ვინც ნორჩი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემოგწირე კარგო!!!
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2262 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]