მიყვარხარ! - 20 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 20 » მიყვარხარ!
9:20 PM
მიყვარხარ!
მიყვარხარ! გეტყვი, თუმცა უკვე ბევრჯერ მიცდია; 
სანამ ეს გრძნობა არ მოაღწევს შენამდის კარგო, 
და იმავ გრძნობით მიპასუხებ რაც განმიცდია; 
ჩემო ლამაზო, ჩემო კარგო და მშვენიერო. 



შენი მშვენება: წმინდა გული, კეთილი გული, 
შენი ტკბილი ხმა, მოძრაობა და სრული ტანი; 
არის სამოთხის ანგელოზის მონაპოვარი 
და აქ მიწაზედ მისგანა გაქვს შენ ნათხოვარი. 

ნუ აიმაღლებ თავს მშვენებით და სილამაზით, 
რადგან ყოველი მიწიერი წარმავალია. 
ეძიე შენი საოცნებო სიყვარულია; 
მე თუ ვიქნები? ეს ჩემთვისაც სასურველია. 

ვიცი და გეტყვი მე სიმართლეს არ დაგიმალავ, 
რომ ეს სიტყვები თავისთავად შობს სიყვარულსა; 
მიცნობ თუ არა, აბა ეგ რა საკითხავია, 
თუმცა მიცნობდე და გიყვარდე უკეთესია. 
დაირხევა საამურად ხის ტოტები მწვანე, 
არემარეს დახედავენ, როგორც მიწას მთვარე 
და მათ ჩრდილში ჩვენ ვისხდებით სიყვარულით სავსნე 
და ამ ხეთა შრიალისას დაგიკოცნი სახეს.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 278 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]