მთავარი » 2010 » აპრილი » 7 » მიყურებ და ისევ, არ იცი, რა მითხრა...
9:03 PM
მიყურებ და ისევ, არ იცი, რა მითხრა...
მიყურებ და ისევ, არ იცი, რა მითხრა,
დღეს ჩვენი სახლიდან ისმოდა სტრავინსკი,
მოდი, გავმარტივდეთ და პირველ საკითხად
შენ ალბათ ჩაი და მე ყავა დამისხი.

მერე, ჩვეულებრივ თვალები დახარე,
ხომ იცი, შენს დახრილ თვალებზე ვგიჟდები,
ისე, რომ ერთ წამსაც ვერ ვითმენ, ახლავე,
სულ უფრო მეტად და საშინლად მინდება

მაგ შენი თვალების დახრილი სიგიჟე,
მაგ შენი თითებით დაკრული მაჟორი,
და ვხვდები, ნერვებმა ბოლომდე მიმიშვეს
და სისხლმაც დახეთქილ ძარღვებში გაჟონა.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1108 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]