მთავარი » 2010 » მარტი » 13 » მინდა ავიღო კალამი და რამე დავწერო
4:59 PM
მინდა ავიღო კალამი და რამე დავწერო
მინდა ავიღო კალამი და რამე დავწერო,მაგრამ ხელი მიკანკალებს.სიტყვები არ მყოფნის,რომ ჩემი ტკივილი გადმოვცე.თეთრი ქაღალდის მაგიერ შენს სახეს ვხედავ და ტირილი მინდება..."ტირილი კარგიაო!",მაგრამ მე არ ვიტირებ,რადგან ვიცი,რომ შენ არ ტირი...მე ვიქნები ბედნიერი,რადგან ვიცი,რომ შენ ბედნიერი ხარ...მეყვარები,თუმცა ვიცი ,რომ არ გიყვარვარ...გავთხოვდები,რადგან ვიცი,რომ ცოლს მოიყვან...რომ შეგხვდები,გაგიღიმებ,რადგან ვიცი,რომ ჩუმად ისევ გამიხსენებ...კვლავ რომ იტყვი:"მიყვარხარ!" გავიცინებ...და მიხვდები,რომ...დაგივიწყე....

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1209 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]