მეფეებივით ფიქრობენ მთები... - 11 აპრილში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » მეფეებივით ფიქრობენ მთები...
10:43 PM
მეფეებივით ფიქრობენ მთები...
მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.


კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 613 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]