მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » მეკითხებიან ნაცნობნი:
0:33 AM
მეკითხებიან ნაცნობნი:
მეკითხებიან ნაცნობნი:
გულს რად გატყვია იარა,
ცოცხალი, რომ ვარ გიკვირდეთ,
გულის წყლულები კი არა.

ფიქრთა ამდენა ტრიალში,
ვეღარა გამიგია რა.
ეს არის წყლულის მიზეზი,
გულამან დამიზიანა.

ფიქრებმა მასვეს სამსალა,
სიკვდილმაც დაიგვიანა,
თენების სიომ დაჰბერა,
ფოთოლმა დაიშრიალა.

არა მშველს, მარტო ფიქრები,
არა სჩანს გამოსავალი,
ვერ მოვიცილე საგონი,
გზა ვერ ვიპოვე სავალი.

ვიღაცამ შორით მიძახა,
დაგიფასდება გვიანა,
აქით რო გაგისტუმრებენ,
მიწას, რო მოგაყრიანა!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1177 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]