მედალიონი - 22 იანვარს 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » იანვარი » 22 » მედალიონი
0:24 AM
მედალიონი


თაკო! თაკო!....გაიქცა საკლასო ოთახისკენ სახეგაბრწყინებული სოფო.
- რა მოხდა?
- ვნახე!...ვნახე!...და პირდაპირ თვალებში შევხედე!...სიხარულით ხტუნაობდა სოფო.
- თვითონაც შემოგხედა?
- ხო...აბა რა!..
- აუ...შენ რა კარგად ხარ!....გადაიხარხარა თაკომ
- თაკო...
- რა?
- ლაშას ძმაკაცს ხომ იცნობ?
- კახას?..კი ვიცნობ! რა იყო?
- მერე გამიგე რა მასზე რაღაცეები...
- ხო კაი კაი...ვკითხავ კახას...
გაკვეთილების შემდეგ გოგოები სკოლის ეზოში იდგნენ...სოფოს პრინცი რომ გამოჩნდა.
- სოფო! ნახე შენი გულის ბომბი...გადაიხარხარა თაკომ
- სად? აბა სად?
- აი იქ,ხესთან!
- ჩემი ანგელოზი...
- ცოტა აკლია..
- რა არ არის ლამაზი?
- გემოვნებაზე არ დაობენ!..
- რა თვალები აქვს...რა ღიმილი..სოფო თვალს არ აშორებდა იქვე ხესთან მდგომ ლაშას რომელიც სიგარეტს ეწოედა და თან ვიღაცას ესაუბრებოდა
- თაკო!...
- რაო პატარა?
- იცი...მიყვარს...ისე ღრმად ამოისუნთქა სოფომ,თითქოს მთელი გული ამ ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა.
- გიყვარს არა,ის!..
- თაკო სულ მასზე ვფიქრობ,სულ ვოცნებობ,სულ მინდა რომ სადმე დავინახო,ყველგან მას ვეძებ...შენი აზრით რას ნიშნავს ეს?
-იმას რომ უტვინო ლაწირაკი ხარ! გაიგე? სოფო ეხლა წამოდი სახლში თორე მშია საშინლად!
რა თქმა უნდა ისინი მთელი გზა ლაშაზე საუბრობნენ.
სოფოს მე-3 კლასიდან უყვარდა ლაშა,რა თქმა უნდა ყველა დასცინოდა მის ბავშვურ გრძნობას,მაგრამ სოფო ვერადავერ ეშვებოდა ლაშაზე ფიქრს,სულ მის ლამაზ,ნაღვილიან,ლურჯ თვალებზე ფიქრობდა...თუმცა რა ჰქონდა ლაშას ნაღველის მიზეზი?!..ყოველ მეორე გოგოს უყვარდა სკოლაში..თუმცა ვერავინ ახერხებდა მისი გულის მოგებას..ლაშა სერიოზული,გულჩათხრობილი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა...ისე დადიოდა სკოლის დერეფნებში,თითქოს ვერავის და ვერაფერს ამჩნევსო...შეიძლება ამჩნევდა კიდეც მისდამი მოპყრობილ გოგოების კეკლუც მზერას,მაგრამ არ იმჩნევდა...ლაშა მართლა ძალიან,ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო: მაღალი,სპორტული აღნაგობის,ოდნავ მოგრძო ჩალისფერი თმებით,დიდი,ლამაზი ტუჩებითა და ულამაზესი ლურჯი თვალებით.
----------------------- @@* ------------------------ * ---------------------------
სოფო შევიდა სახლში,ისადილა,გამოიცვალა და სამეცადინოთ დაჯდა.მისი გონება კი სიე შორს იყო ახლა ალგებრაზე ფიქრისაგან.წიგნში იყურებოდა და ლაშას ლურჯ თვალებს ხედავდა. აიღო ფურცელი და წერა დაიწყო: - < ლაშა! იცი როგორ მიყვარხარ?..სულ შენზე ვფიქრობ და ვოცნებობ,ისევე როგორც ახლა...ვზივარ და ამ ფურცლებს ვუმხელ ჩემს განცდებს...ვერავის ვეღარ ვუზიარებ ამ გრძნობას,დამცინიან....ასე მგონოა,ვერასდროს შემამჩნევ!...მაგრამ...მე მხოლოდ შენით ვსულდგმულობ...იმაზე ოცნებით,რომ ერტხელ მაინც გავხდები შენი შემოხედვის,გაღიმების ღირსი...შენს სიყვარულზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავ...რა სისულელეა!!!...უსამართლობაა,შენნაირს რომ მე შევუყვარდე...უბრალოდ მეტისმეტად კარგი ხარ ჩემნაირი უბრალო გოგოსთვის...სად-შენ და სად_მე...მაგრამ გულს რომ ვერაფერს ვუხერხებ?!..სულ შენზე რომ მეფიქრება?!..რა ვქნა ლაშა?!...
...დაამთავრა წერა სოფომ და ფურცელი დახია..ის ყოველთვის ასე იქცეოდა,წერდა თავის განცდენს,შემდეგ კი ხევდა ნაწერებს.

------------------------------ * ----------------------------- * --------------------------------

მეორე დილით სოფო მიუახლოვდა სკოლის კარს,თვალებსაქეთ-იქით აცეცებდა,იქნებ შორიდან მაინც დაენახა ლაშა.ამ ფიქრებში იყო გართული,როცა
უკნიდან ძაახილი მოესმა.
- სოფო!.. დამელოდე!...დაუძაახა დაქალს თაკომ.
- როგორ ხარ?
- სოფო აღიერე,რომ მსოფლიოში საუკეთესო დაქალი ვარ!!
- რა იყო?
- აღიარე მეთქი!
- კარგი....თაკო შენ მსოფლიოში საუკეთესო დაქალი ხარ! მერე?
- ის შენი ლაშიკო 18 წლის არის, 24-ე კორპუსში ცხოვრობს მე-3 სართულზე...შეყვარებული არ ყავს...მაგრამ ერთდროს ყოველ კვირა იცვლიდა "ლოვე”-ებს...
- აუ...ჯიგარი ხარ თაკო! ვაფრენ შენზე!...აკოცა დაქალს გახარებულმა სოფომ.
ამ დროს ლაშაც გამოჩნდა ეზოში.
- ვაიმე,თაკო,ლაშა!..ნერვიულად ცქმუტავდა სოფო ა თან ცდილობდა არ გაეხედა მისკენ.
- აუ სოფო შენი ვერ გავიგე რა,ამდენი ხანია ბიჭი მოგწონს და ვერ გაიცანი..21-ე საუკუნეში ძალიან ბევრი საშუალება არსებობს ადამიანის გასაცნობათ.
- ეჰ...შენ არ გესმის თაკო!...როცა მეს ვხედავ ასე მგონია გული მიჩერდება,მუხლები მეკეცება...როგორ უნდა შევძლო მისი გაცნობა? ან რა ვუთხრა?!...
- მიდი და უთხარი: - ეი, ჩემი ძმა, ერთი კარაგად შემომხედე გოგო ვარ ბაყაყი ხო არა!..აკისკისდა თაკო
- ალბათ ბაყაყი ვარ...
- უბრალოდ ბაყაყი კი არა,გონებაჩლუნგი ბაყაყი ხარ პატარავ!...
- იცინე! იცინე ხო!...არა მართლა რა უნდა ვქნა? ხო არ მივალ,წინ ავესვეტები და ვეტყვი: - "იცი რა ლაშა? მე-3 კლასიდან შენზე ვგიჯდები და იქნებ ყურადღება მომაქციო-თქო!” ? ასე? სახეზე დარდი აუთამაშდა სოფოს.
- ისევ მე უნდა გავინძრე რა! მოვიფიქრებ რამეს!
გაკვეთილების შემდეგ გოგოები ისევ ეზოში იდგნენ,როცა მათ კახა მიუახლოვდა.
- თაკო როგორ ხარ?
- კარგად კახა შენ? გაკვეთილები დაგიმთავრდა?
- გაკვეთილებზე არ ვყოფილვარ,ძმაკაცთან მქონდა საქმე და უკვე მივდივარ!..შენ საით მიდიხარ?

- ძეგლისკენ!
- მაშინ წამო, ერთად წავიდეთ!
- კარგით გოგოებო,მე წავალ! სოფო სახლში რომ მივალ დაგირეკავ!..დაემშვიდობა თაკო გოგოებს და ის და კახა ერთად გაუყვნენ გზას.
- თაკო Gგუშინ ლაშაზე რატომ მკითხე რაღაცეები? ხო მარ მოგწონს?
- მე არა!
- ხო მარ მატყუებ? - გამომცდელი მზერა მიაპყრო კახამ გოგონას.
- არა-მეთქი!..მე-არა!..
- ჰმ...აბა ვის?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- მითხარი გთხოვ!..არავის არ ვეტყვი!
- კარგი! კარგი! ჩემს დაქალს!
- რომელს? რა ჰქვია?
- სოფო...
- აა...ის ლამაზი ბაშვი?
- ბავშვი არა რაა!
- ხო რა რაც არის!
- აი მოვედით...დროებით კახა...

---------------------------------- * ------------------------------- * _----------------------------

- ლაშა ძმაო როგორ ხარ?
- მაგრად ძმა შენ?
- ძმობას გაფიცებ ერთი თხოვნა უნდა შემისრულო!
- ბაზარი არაა,რა მოხდა?
- ჩვენი სკოლელი ერთი ბავშვი მომწონს მაგრად რა,მაგრამ ძალიან სხვანაირი ტიპია რა.
- შებმის ოსტატი რჩევას მეკითხება? გაეცინა ლაშას
- რჩევა კი არა დახმარება მჭირდება...
- მითხარი როგორ, ძმაო და შენს გვერდით ვარ!
- კაროჩე თაკოს დაქალს ევასები შენ...
- რომელს ე?
- სოფოს...კარგი ბავშვია რა და გულში ყავხარ ჩავარდნილი
- ვერ გავიგე რა მოიფიქრე ან მე რა შუაში ვარ?!
- კვერცხო მისმინე,შენ თუ სოფოს შეხვდები ხოლმე და ერთად "იდვიჟენიებთ”, მე და თაკოც ხშირად ვიქნებით ერთად,მეც თავს შევაყვარებ მაგ თავნებას! ანუ რა უნდა ქნა იცი? თავი ისე უნდა მოაჩვენო,ვითომ სოფო მოგწონს,მე თაკოს ვეტყვი ამას და შეხვედრას დავუნიშნავთ.თაკოც ჩათვლის რომ ვითომ შენს და სოფოს პონტში ვხვდებით და არფერს იეჭვებს.
- აუ კახა ხო იცი არ მიყვარს ეგეთი რაღაცეები,პატარა ბავშვს როგორ ვეკაიფო ტო!...ან შენ რა თU მოგწონს მიდი და უთხარი.
- აუ შენ არ იცნობ ბიჭო თაკოს....კარგი...არ გინდა ძმაკაცს დაეხმარო? თან სოფო საკმაოდ ლამაზი ბავშვია,შეიძლება მართლა შეგიყვარდეს...ლაშ! თაკო ჩემი უნდა იყოს და შენი დახმარება მჭირდება გაიგე?
- კარგი...და როგორ გავიცნო?
- ეგ საქმე მე მომანდე!...ეშმაკურად ჩაიცინა კახამ.

------------------------------- * ------------------------------- * -----------------------------
მეორე დღეს გოგოები ეზოში იდგნენ როცა მათ კახა მიუახლოვდა...
- ჩვენი სკოლის ულამაზესი გოგოები როგორ არიან?
- არამიშავს კახა შენ?
- მეც არამიშავს.სოფო შენ როგორ ხარ? ეს გოგო ერთ ჩემს ძმაკაცს მოსწონს. ეშმაკურად შეათვალიერა კახამ სოფო.
- ვის?
- აი მოდის.. ლაშა! ბიჭო მოდი აქ!..
- გამარჯობათ გოგოებო! გაღიმა ლაშამ გოგოებს...
- აჰა ბიჭო გაიცანი ეს სოფოა, ეს კი თაკო!..
- სასიამოვნოა..
- გოგოებო დღეს რას აკეთებთ? გაკვეთილების მერე ცოტა ხო არ გაგვესეირნა..
- რავიცი...მე ბევრი დრო არ მაქვს...თქვა თაკომ.
- აქვე ვაკის პარკში შევიაროთ,ცოტა გავისეირნოთ და სახლში მიგაცილებთ!.. კარგით?
- კარგით...სოფო შენ რას იტყვი?
გაკვირვებულმა და თან დაბნეულმა სოფომ მხრები აიჩეჩა..ამ დროს ზარიც დაირეკა და გოგოები გაკვეთილზე შევიდნენ. მთელი გაკვეთილი ენა არ გაუჩერებიათ...
- თაკო გაოცებული ვარ.. ვეღარ ვაზროვნებ,ნუთუ ლაშას მოვწონვარ?!...არა,არა არ მჯერა!!!...რა სისულელეა!..
- რადგან კახამ თქვა ე.ი. მოსწონხარ!..
- ვაიმე თაკო ცუდად ვარ,გავაფრენ სიხარულისგან!..
- კარგი ეხლა,ეცადე არ შეიმჩნიო გაიგე?

------------------------- * ------------------------------ * -----------------------------

გაკვეთილების შემდეგ გოგოები ახალგაზრდებმა ვაკის პარკში გაისეირნეს...წინ თაკო და კახა მიდიოდნენ...უკან კი ლაშა და სოფო ჩამოიტოვეს...
- სოფო რამდენი წლის ხარ?
- 16-ის..შენ?
- სკოლაში გვიან შევედი და ახლა 18-ის ვარ!
- და ან ძმა გყავს?
- არა დედისერთა ვარ!
- ეგოისტიც იქნები...გაეცინა ლაშას
- არც ისე....უფრო ეჭვიანი ვარ!.
- ვიზე ეჭვიანობ? შეყვარებულზე? გამომცდები მზერა მიაპყრო ლაშამ გოგოს.
- შეყვარებული არ მყავს...
- არც გყოლია?
- არა!
- სურვილიც არ გაქვს?
- არ ვიცი,ნამდვილ სიყვარულს დიდი და საფუძვლიანი მოძებნა სჭირდება.....(და მე ის უკვე ვიპოვე) გაიფიქრა სოფომ და უკვე კიბეების ბოლოდან თვალი შეავლო ვაკის პარკს...
საოცრად ლამაზი საღამო იყო...ან უბრალოდ სოფოს ეჩვენებოდა ასე,მას ხომ გვერდით საყვარელი ადამიანი ედგა...ყველაფერი განათებული იყო...იქვე კიბეზე შეყვარებული წყვილი იჯდა...-"ნეტავ ოდესმე მეც ვიქნები იმ გოგოსავით ბედნიერი?” გაიფიქრა სოფომ...ლაშამა ამ დროს სიგარეტს მოუკიდა, სოფოს რაღაცნაიად ქვემოდან ახედა,შემდეგ მზერა ისევ ანთებულ სიგარეტზე გადაიტანა.
- და შენ იცი სოფ რა არის ნამდვილი სიყვარული?
- ნამდვილი სიყვარული?...ალბათ ნიჭია,რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია,რომელიც წმინდა,ამაღლებული,უმანკო,ნაზი და სათუთია...იცი რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება,რომ შენ გაქვს ნიჭი..ნიჭი გენატრებოდეს...ნიჭი გიყვარდეს....აღმერთებდე..მისი არსებობაც კი,რომ ბედნიერებას განიჭებდეს,მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს...რამდენს ვბოდიალობ არა? გაეცინა სოფოს. - შენ გყვარებია ვინმე?
- კი ბევჯერ..გაეცინა ლაშას...
- არ გყვარებია ლაშა!...
- რატომ? გაეცინა ლაშას.
- იმიტომ რომ სიყვარული ცხოვრებაში ბევრჯერ არ შეიძლება გეწვიოს...”სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის...”ეს გალაქტიონის სიტყვებია...როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს...მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება...მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს...ნამდვილი სიყვარული მარადიულია....ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის,რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების,მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე....ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის,რომ ხელახლა შეგვიყვარდეს..
- სიყვარული ვნებაა პატარა...
- ცდები ლაშა.!..სიყვარულში ვნებაც არის...მაგრამ ვნებას არ შეიძლება უწოდო სიყვარული...ნამდვილი სიყვარული წმინდაა..ხელშეუხებელი...ვნებამ მართლაც ცეცხლივით იცის აგიზგიზება,მაგრამ მალევე ქრება,თანაც უკვალოდ...ნამდვილი სიყვარული კი მარადიულია...ჩაუქრობელი...თუმცა ვოლტერის სიტყვებია: - " სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა,რადგან ის ერთბაშად ეუფლება გონებას,გულსა და სხეულს....”
- სოფო იცი მე არავისთვის არ მაქვს ნათქმანი სიტყვა – "მიყვარხარ!” და სანამ ჩემს გრძნობაში არ დავრწმუნდები არავის ვეტყვი ამ სიტყვას!...
- ძალიან კარგს იზამ ლაშა!...
- საიდან იცი სოფო ეს ყველაფერი,თუ არასდროს გყვარებია?
სოფომ ნაღვლიანად გახედა ლაშას...რამდენის თქმა შეეძლოთ იმ წუთას მის თვალებს...სიყვარულითა და სითბო იყო სავსე მისი ყოველი ბგერა...
ამ დროს ქვემოდან მათ კახამ და თაკომაც დაუძახეს...ისე ჩაიარეს კიბეები,რომ არცერთს არ ამოუღია ხმა... ბიჭებმა თაკო და სოფო სახლამდე მიაცილეს...

-------------------------------- * ---------------------------- * -------------------------------

- ლაშა რა გჭირს ბიჭო? რაღაც ჩაფიქრებული მეჩვენები...
- არაფერი...
- რაო? მოგეწონა პატარა გოგო? მხარზე ხელი დაარტყა კახამ ძმაკაცს.
- რა სისულელეა,უბრალოდ კაი ბავშვია,მისგან ბევრი ისეთი რაღაცეები გავიგე,რაც აქამდე წიგნებშიც კი არ წამიკითხავს...
- დაგაბა? ეშმაკურად ჩაიცინა კახამ.
- ნუ სულელობ ბიჭო!
- მე ვსულელობ? სულ არ დაუბიხარ ხო? ახარხარდა კახა.
- შენ რას შვები თაკოსთან?
- აუ რავიცი, ძმა..მემგონი სერიოზულად გავიჭედე...ცოტა ხნით კიდევ უნდა დამეხმარო...
- სიამოვნებით!...

----------------------------- * -------------------------------- * -----------------------------
...” ლაშა... ჩემო სიყვარულო უბედნიერესი ვარ....გაგიცანი,შენი ღიმილის ღირსი გავხდი..არც კი მჯერა.....თავი სიზმარში მგონია და მეშინია გამოღვიძების....იქნებ არც ისე ლამაზია რეალობა?!...ლაშა ძალიან მეშინია...რა უსაშველო ყოფილა ეს გრძნობა ახლა მივხვდი....მეშინია,ამ უეცრად მოფრენილი სიხარულის მერე უცებ არ მოღრუბლოს ჩემი ზეცა...შენი თვალებივით ლურჯ საზე უცებ არ გაავდარდეს...უცებ არ გამეღვიძოს ამ ლამაზი სიზმრიდან...Gღმერთო! დაიფარე ჩემი სიყვარული....” წერდა სოფო.

---------------------------------- * _------------------------------ * ------------------------------

მოკლედ დრო გადიოდა...ლაშა და სოფო ძალიან დაახლოვდნენ...სოფო ძალიან ბედნიერი იყო...ყოველი მათი შეხვედრით მათი ურთიერთობა სულ უფრო და უფრო თბებოდა...რაზეც ვერ ვიტყოდით კახასა და თაკოზე... ერთ დღესაც, უკვე ჩვეულებისამებრ, ბაღში სეირნობდნენ სოფო და ლაშა.
- სოფო!...
- რა?
- სოფო...როგორ უნდა მიხვდე რომ შეყვარებული ხარ?
- სულ მასზე უნდა ფიქრობდე...ოცნებობდე..გენატრებოდეს...
- მაშინაც კი,თუ შენს გვერდითაა?
- ...მაშინაც!..დაიბნა სოფო
- მე ამ ყველაფრეს შენს მიმართ განვიცდი....ლაშამ გოგო შემოატრიალა სახით თავისკენ და ჩახედა დაბნეულ თვალებში.
- ლაშა!....როდის მოასწარი ჩემი შეყვარება?
- სოფო! შენ არ იძახდი,სიყვარული სამ კითხვას ვერ პასუხობს: - როდის შეგიყვარდა? რატომ შეგიყვარდა? და როდემდე გეყვარება?-ო...
- კარგად დაგიმახოვრებია ჩემი სიტყვები...
- სოფო...იქნები ჩემთან? გიყვარვარ?
- ?!....
- მიპასუხე სოფ!...
სოფოს გულში გრძნობები აბობოქრდნენ,ამდენი ხნის დაგროვილმა განცდებმა ერთიანად ამოხეთქეს...- მიყვარხარ ლაშა!...გასაქანი მიეცა ბობოქარ გრძნობას...
ლაშამ გულში ჩაიკრა გოგო...

-------------------------- * _---------------------------- * ------------------------------

ამ დღის შემდეგ ყველამ გაიგო მათი სიყვარულის შესახებ...ალბათ არ არსებობდა მთელ სამყაროში მათზე ლამაზი და ბედნიერი წყვილი...

-------------------------- * ----------------------------- * --------------------------------

- თაკო! შენთან სალაპარაკო მაქვს!...ძლივს...კახამ გრძნობების გამხელა გადაწყვიტა.
- რაო?
- მისმინე თაკო მე....
- იტყვი? თუU გამოვიძახო პატრული? გაეცინა თაკოს.
- მიყვარხარ!..
- სიცხე ხომ არ გაქვს?
- არა....მიყვარხარ!
- მართლა?
- კი მართლა!..მიყვარხარ თაკო!...შენ?
- შენ ჩემი მეგობარი ხარ კახა!@
- ვიცი..ვიცი...მაგრამ მომეცი შანსი,თავს შეგაყვარებ!.
- არამგონია იმსახურებდეს შანსს ბიჭი.რომელიც ამდენი ხანი მატყუებდა და თავს ჩემს მეგობრად ასაღებდა...ნახვამდის!...ეს თქვა თაკომ და გაუჩინარდა.

--------------------------- * _______-------------------------- * ------------------------

ლაშა და სოფო ჩახუტებულები მიუყვებოდნენ ვაკის პარკს...
- ლაშა!..იცი როგორ მიყვარხარ?
- ვიცი პატარა ანგელოზო! აკოცა ლაშამ შეყვარებულს.
- არა..არ იცი!....
- ვიცი!...
- არ იცი! იცი როგორ მიყვარხარ?
- როგორ?
- ძალიან...ძალიან!...უზომოდ...უსაშველოდ...სიცოცხლეზე უფრო მეტად!
- მეც,ჩემო ფერია!
- ლაშა!
- ხო..რა იყო?
- რატომ არასდროს მეუბნები რომ გიყვარვარ?
- ეგ ხომ ისედაც იცი!..
- მაგრამ მე მინდა ყოველ წამს მესმოდეს ეგ...ლაშა იცი ჩემთვის რა ძვირფასი ხარ?...ჩემი სიცოცხლე ხარ!@...ჩემი სიხარული...
- ჩემთვისაც ძალიან ძვირფასი ხარ ჩემი სიცოცხლევ!...უშენოდ ვერ ვიცოცხლებ?
- ვერც მე! ვერასდროს! უშენოდ სუნთქვაც არ მინდა!...
- ჩემი პატარა სულელი ბავშვი ხარ...არც კი ვიცი უშენოდ როგორ ვიქნები...
- რას ამბობ ლაშა! ჩვენ სულ ერთად ვიქნებით!
- ხო...ალბათ....ამოილუღლუღა ლაშამ და გოგონა გულზე მაგრად მიიკრა.
ლაშას ფერებაში გაბრუებულ სოფოს არც კი გაუგია სიტყვა – "ალბათ’”...ის ხომ უზომოდ,უზომოდ ბედნიერი იყო....

------------------------- * ------------------------------- * ------------------------------------

მეორე დღეს გაკვეთილების შემდეგ გოგოები ლაშას ელოდებოდბენ სკოლის ეზოში.
- გოგოებო დიდხანს ხომ არ გალოდინეთ? ჩაეხუტა სოფოს ლაშა. – თაკო რატო ხარ მოწყენილი?
- არ ვარ,უბრალოდ დავიღალე...რაღას ველოდებით?
- კახა მოვა და წაგვიყვანს მანქანით!
- კახა? უსიამოვნება დაეტყო სახეზე თაკოს.
კახაც გამოჩნდა...სოფო და ლაშა უკანა სავარძელზე მოკალათდნენ...წინ კახას გვერდით თაკო დაჯდა...
მთელი გზა ლაშა და სოფო გართულები იყვნენ ერთმენეთის ალერსში..
- თაკო შემორიგდები?
- ?!
- თაკო შემირგდები-მეთქი? ტონს აუწია კახამ
თაკომ მოიყრუა...
- არა, უთხარით ახლა რამე ამას, თორემ ვისროლე მანქანიდან...
- აუ როგორ მეშინია...ძლივს ხმა ამოიღო თაკომ...
- შემირიგდი რა! ისევ მოულბა კახას ტონი
თაკომ ისევ არ გასცა ხმა...ამ დროს იქვე ერთ ლამაზ ადგილას გააჩერეს...სოფო და ლაშა უცებ გაუჩინარდნენ ბუნებაში..თაკომ და კახამ კი ჩხუბით აიკლეს იქაურობა...
- როგორ ჩხუბობენ....მაინც ვერ გავიგე რა ვერ გაიყვეს...
- ვერც მე ჩემო პატარა...თაკოს არ უყვარს?
- იძახის არაო!..საკუთარ თავსაც არ უტყდება,რომ კახა შეუყვარდა...
- სოფო...
- იცი ამ ქვეყნად არასდროს არ მინახავს შენნაირი გოგო...თითქოს არაამქვეყნიური ხარ, ანგელოზი ხარ!....
- მიყვარხარ ლაშ!
- მე – უფრო!
ამ დროს კი თაკო და კახა გაუთავებლად ჩხუბობდნენ.
- თაკო შევრიგდეთ რა..ერთად ვიყოთ...ვერ დავიჯერებ რომ ამ ხნის მანაძინზე,სულ ცოტათი მაინც არ შეგიყვარდი...
- მე მატყუერები არ მიყვარდება!
- თაკო სხვანაირად არ შემეძლო...
- არ მიყვარხარ კახა!...და არც არასდროს შემიყვარდები!..
- დავიჯერო?
- როგორც გინდა!
- მაშინ არ მჯერა!
- თავს რომ იტყუებ,არაუშავს!
- აუ...თაკო ვიცი რომ მოგწონვარ და ვერ ვხვდები რატომ ვერ მპატიობ იმ პატარა ტყუილს? ბოლოჯერ გეკითხები..გიყვარვარ?
- არა!
- იცოდე საკუთარ თავს უშავებ მაგით...მიდი მიდი ეგრე გააგრძელე...მაგრამ არ ინანო!...

------------------------------- * -------------------------------------- * ---------------------------
თაკო და სოფო იმ ღამეს სოფოსთან დარჩნენ..ლაშამ ძილის წინ გადმოურეკა სოფოს...
- რას შვრებით ფერიავ?
- არაფერს...ვიძინებთ უკვე...
- ტკბილ ძილს და ლამაზ სიზმრებს გისურვებ ჩემო პატარავ!..
- შენც!..მიყვარხარ
- მეც...
- დაკიდე!...
- არა შენ დაკიდე!@
- არა შენ!
- არა შენ!
- მაშინ ორივემ! ერთი..ორი...სამი...
ლაშამ ყურმილი დაკიდა და სეხედა კახას,რომელიც სიცილს ვეღარ იკავებდა..
- რაო,რა გაცინებს?
- რეებს ბაზრობ ტო? ეგეთები რომ თაკოს ვუთხრა...ახარხარდა კახა...
- სოფო იძახის,ყველა ადამიანს თავისებური სიყვარული შეუძლიაო!..
- სოფო...სოფო....შენს ცხოვრებაშო ეს სახელი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა..ხომ არ გიყვარს?
- არ ვიცი კახა...არ ვიცი! შენ რას შვები თაკოსთან?
- ხვალ უკანასკნელად დაველაპარაკები და თუ კიდე უარს მეტყვის,თავს დავანებებ,დავიღალე რა!.
- სიყვარულის დღეს უმიზნებ?
- აბა რა!..
--------------------------------------- * ------------------------------------ * -------------------------

ხოდა გათენდა ნანატრი სიყვარულის დღეც-15 აპრილი...სოფომ თვალი გაახილა თუ არა თაკო გააღვიძა...
- თაკო გილოცავ! გილოცავ!
- რას მილოცავ? თვალის გახელაც კი ეზარებოდა თაკოს.
- სიყვარულის დღეს სულელო!@...
- Eაუ ერთი შენ მოგცლია რა!...თაკო გადაბრუნდა და ძილი განაგრძო..
სოფოს კარზე კაკუნი გაისმა. გააღო კარი სოფომ და ულამაზესი შავი ვარდები დახვდა კართან..
@” სიყვარულის დღეს გილოცავ ჩემო ლამაზო ფერია!...” წერდა ლაშა.
დაახლოებით 12 საათისთვის თაკომაც აწია თავი..გოგონები მოწესრიგდნენ და ტელევიზორის საყურებლად დასხდნენ...უცებ ისევ გაისმა კარზე კაკუნი...ისევ ვარდების თაიგული...
" თაკო გილოცავ! ქვემოთ ჩამოდი,გელოდები!...კახა”
- იდიოტი!
- თაკო ჩადი დროზე,გელოდება!
- აუ მოვიკლავ თავს რა!...ამ ვარდებს უკან ჩავუტან!
- კარგი ჩადი!...მიდი და ჭკვიანად მოიქცი სიხარულო!
თაკოც სულ ბუზღუნ-ბუზღუნით ჩავიდა...
- როგორ ხარ თაკო?
- მშვენივრად ვიყავი,სანამ ამ ბალახს მომიტანდი!...
- ეს ბალახი შენი საყვარელი ყვავილებია!...რა არა?
- არა მეზიზღება!
- ისევე,როგორც მე ხო? თაკო დღეს მართლა უკანასკნელად გიმეორებ...მიყვახარ!...და თუ – შენც,მაშინ ერთად ვიყოთ!...
- არ მიყვარხარ!
- აბა? გეზიზღები? მიპასუხე თაკო.
- ?!
- გეზიზღები-თქო?
- ?!
- მიპასუხე და ამწუთასვე წავალ...
- არა კახა არ მეზიზღები! ხმა მოულბა თაკოს.
- გიყვარვარ?
- ?!
- თაკო გიყვარვარ?
- ხო...
ძლივს ეს წყვილიც შედგა...
საღამოს 5 საათისთვის ეს ორი ლამაზი და ბედნიერი წყვილი სიყვარულის დღის აღსანიშნავად წავიდნენ.ლაშა და სოფო განმარტოვდნენ..ლაშამ ამოიღო ლამაზად შეფუთული ყუთი და შეყვარებულს გაუწოდა...
- ღმერთო!... ლაშა!... რა ლამაზია...
- ჩვენი ინიციალებია ამ მედალიონზე!...გთხოვ სულ თან ატარე,სანამ გეყვარები...
- გპირდები სიკვდილამდე თან ვატარებ...ჩვენ მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებს....მხოლოდ სიკვდილი,ჩემო ცხოვრებავ!
- სუ! სუ,რას ამბობ სულელო ბავშვო!...ხმა არ ამოიღო!...ლაშა მოუახლოვდა სოფოს და....
ეს მათი პირველი კოცნა იყო...მათი სიყვარულივით უმანკო და წმინდა.
საღამოც მიიწურა...გოგოები სახლამდე მიაცილეს...
--------------------------- * -------------------------------------- * ------------------------------

- თაკო სახლში ამომყევი რა!.. გთხოვ,რაღაც ცუდად ვარ!..
- კარგი,ავიდეთ...კარგი საღამო იყო ხო?
- კი...
- იცი ძალიამ ბედნიერი ვარ მეც!...
- ?!
- შენ რას იტყვი?
- ?!
- სოფო ცუდად ხარ?
- თაკო მე...მე..
სიტყვა ვეღარ დაამთავრა სოფომ და გული წაუვიდა...

---------------------------------- * ------------------------------------- * -------------------------

გონს რომ მოვიდა,უკვე საავადმყოფოში იყო..ექიმს კი, დიაგნოზი დასმული ჰქონდა...
რამდენიმე საათში ლაშაც მოვიდა საავადმყოფოში...
- ჩემო სიცოცხლევ როგორ შემაშინე...როგორ ხარ? რა გჭირს?
- ლაშა...სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ...ცრემლები წამოუვიდა სოფოს.
- რა მოხდა ჩემო პატარა,რატომ ტირი?
- ლაშა...ექიმმა მითხრა,რომ სარკომა მაქვს...
- ეგ რას ნიშნავს?
- ეგ სიმსივნეა...რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დამრჩა...ატირდა სოფო
ლაშა დიდხანს იდგა გაშტერებული,თითქოს ადგილზე გაქვავდაო...
ბოლოს ადგა და შეშლილივით გავარდა პალატიდან.

------------------------------------ * ----------------------------------- * ---------------------------

რამდენიმე დღეში სოფო საავადმყოფოდან გამოწერეს.მის მოსანახულებლად კახა და თაკო ავიდნენ.
- ლაშა? ლაშა სად არის?
- სოფო დამშვიდდი და მომისმინე!...ლაშა გაემგზავრა..
- სად? როდის?
- მოსკოვში...მამასთან...
- მალე ჩემოვა?
- სოფო ლასა იქ სასწავლებლად წავიდა და ალბათ დიდხანს არ ჩამოვა... ძლივს ამოთქვა კახამ..
- კი არ წავიდა,გაიქცა...შენი ძმაკაცი ნამდვილი ნაგავია!..თავი ვერ შეიკავა თაკომ.
- წავიდა?...გაიქცა?..როგორ..აბა ის სიყვარული..ის ლამაზი სიყვარული,რაც ჩვენს შორის იყო?!...ის მოფერება...ის სიტყვები...ატირდა სოფო... - არა არა...ვიცი მალე ჩამოვა,დიდი ხნით არ მომატოვებს...

--------------------------- * ---------------------------------------- * --------------------------------

სოფოდან როგორც კი წამოვიდნენ თაკომ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა...
- სად წავიდა,სად,როცა ასე ძალიან სჭირდება სოფოს მისი თანადგომა?!...ხომ უყვარდა?
- არ ვიცი თაკო,თავიდან კი ატყუებდა,მაგრამ მერე მართლა შეიცვალა ყველაფერი...ლაშას სულ სოფოს სახელი ეკერა პირზე...სულ მასზე ფიქრობდა...მისმა უეცარმა გამგზავრებამ მეც ძალიან გამაკვირვა...

------------------------ * ----------------------------------------- * --------------------------------

სოფო დღითიდღე უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა...სახეზე ფერი აღარ ედო...ჯერ ავადმყოფობისგან და შემდეგ კი ლაშას მოლოდინში მთლად დაილია...
- " ლაშა,ჩემო სიცოცხლევ, სამი კვირა გავიდა,შენ კი არ ჩანხარ...იქნებ პრობლემები გაქვს?!...უზომოდ მომენატრე,ჩემო ცხოვრებავ!...მე დღითიდღე უფრო უარესად ვარ...ისეთი სიცარიელის შეგრძნება მაქვს...სულ თავბრუ მეხვევა და გულიც საშინლად მჩხვლეტს ხოლმე...ექიმები იმედს არ მაძლევენ..მეშინია...შეიძლება ვერც ჩამომისწრო...უკვე შევეგუე იმ აზრს,რომ მომავალი აღარ მექნება...ვერასდროს გავხდები ცოლი...დედა...ბებია....მაგრამ სიკვდილის წინა დღეებში მინდა ჩემთან იყო.....ჩემო სიცოცხლევ რა ბედნიერები ვიყავით...როგორ გვიხაროდა...ასე უეცრად რატომ წახვედი? ახლა ჩემი ერთადერთი ნუგეში ეს სიყვარული და მოგონებებია....ხომ მოხვალ ლაშ? ხომ დაბრუნდები? ....წუთს წუთი ემატება....საათს – საათიი....უშენოდ წამიც საუკუნედ მექცა...დრო ისე მიიზლაზნება...ყოველ დღეს ფანჯარასთან ატუზული ვაღამებ...იქნებ მოხვიდე?!....ყოველი დღე შენზე ფიქრით გადის...ყოველი წამი შენს მოლოდინში ილევა....ჩემო ცხოვრებავ მალე ჩემოდი რა...უსაშველოდ მომენატრე!!!!...” - დაწერა სოფომ და ფურცელი დახია..შემდეგ ისევ მიუჯდა ფანჯარას....

----------------------------------- * _------------------------------------ * ---------------------------
...ლაშამ სოფო მიატოვა,უსასველოდ...უმწეოდ...უსასოოდ...თუმცა განშორება ვერსა აკლებს სიყვარულს...როცა ვერ ხედავ უფრო გენატრება...და რამდენად დიდია მონატრება,იმდენადვე დიდია სიყვარულიც...მათ ერთმანეთი უყვარდათ,უყვარდატ ნაზი,მძლე სიყვარულით...თუმცა ლაშა გვიან მიხვდა ამას...მასაც არ ასვენებდა სოფოზე ფიქრი...თვალწინ სულ მისი თაფლისფერი თვალები ედგა,რომლებიც თხოვდნენ - არ მიმატოვოო...სიზმრებში,ფიქრებში ყველგან სოფოს ხედავდა...ზედმეტად თავისუფალი,ავარდნილი გოგოების შემდეგ სოფომ ათინათივით შეანათა ლაშას ცხოვრებაში...მთელი გული და სული სითბოთი და სიყვარულით ამოუვსო....რატომ დატოვა ლაშამ თავისი პატარა ფერია?!.....რატომ?...ნუთუ სოფოს ახლოს მყოფმა სიკვდილმა შეაძრწუნა?!....კი,მაგრამ მაშინ სოფოს რაღა ექნა? ეს ხომ მისი სიცოცხლე ილეოდა...თანაც ლაშას გარეშე!!!....ლაშას უამრავი კითხვა ერია გარს...არ უყვარდა სოფო და მაგიტომ მიატოვა?...-რა სისულელეა!...ის უბრალოდ დაიბნა,გრძნობებში ვერ გაერკვა...

------------------------------- * --------------------------------------------- * ----------------------------

ერთ დღეს თაკო სოფოსთან ავიდა...
- როგორ ხარ,სოფ!..აკოცა თაკომ დაქალს.
- რა ვიცი აბა...სიზმარში ლაშა ვნახე...ხოდა არამიშავს!...
- რამე გტკივა?
- თავი..ძვლები...მუცელი...და...გული!....
- გულიც?
- ყველაფრის ტკივილს გავუძლებ,მაგრამ გულის ტკვილი ყველაზე საშინელი ყოფილა...
- სოფო ძალიან გახდი ჩემო პატარა...
- ხო..ლაშას ხომ არ დაურეკავს?
- არა!..
- აქაც არ რეკავს...ალბათ იქიდან არ ირეკება....
- ალბათ...ცრემლებს ვეღარ იკავებდა თაკო.
- თაკო იცი ლაშას ნაჩუქარი მედალიონი სულ გულთან მაქვს მიხუტებული...თითქოს ძალას მმატებს...ნეტავ როდის ჩამოვა? მალე?
- სოფო! ლაშამ მიგატოვა,აღარ ჩამოვა!..წავიდა..ლაშა ნაგავია!...დაივიწყე გევედრები!...ვეღარ ვუყურებ შენს წამებას,ნუღარ ელოდები...ლაშა აღარ ჩამოვა!...ყვიროდა თაკო.
- არა! არა!..ლაშას ვუყვარვარ!..
- რომ ყვარებოდი არ მიგატოვებდა!...თავს ნუ იტანჯავ!..
- არა არა!...ტიროდა სოფო....
უეცრად ორივე გაჩუმდა...თაკო მივიდა და ჩაეხუტა დაქალს...
- მაპატიე ჩემო სიხარულო,უბრალოდ არ მინდა იტანჯებოდე..ძალიან მიყვარხარ...ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება შენს გარეშე...შენი კისკისის გარეშე ერთო წამითაც არ მინდა სიცოცხლე....მაპატიე,ხომ იცი ძალიან მიყვარხარ..
- ვიცი..ვიცი..მეც ძალაინ მიყვარხარ...
ორივე ტიროდა,,,ბავსვობის მეგობრებს,რომლებსაც ერთი საათიც კი უჭირდათ უერთმანეთოდ,ახლა სიკვდილი აშორებდა...

----------------------------- * ------------------------------------------------ * ------------------------
13 ივლისი.15/05სთ.
"...ლაშა უკვე თვენახევარი გავიდა...შენ კი არ ჩანხარ...სად ხარ,ჩემო სიხარულო,სად?...ისე მომენატრე, შენზე ფიქრებს უკვე ტირილამდე მივყავარ...კალენდარს უკვე მერამდენე დღე მოსწყდა...რამდენი ლოდილიტ სავეს წამი გაილია..შენგან კი არაფერი ისმის..ერთადერთი ახლა რაც მაცოცხლებს მოგონებებია...თვალს დავხუჭავ-ხოლმე დ აიმ ლამაზ დღეებს ვიხსენებ...მთელი ჩემი არსება სიყვარულითა და ტკივილითაა გაჭღენთილი..ლამის გამისკდეს გული...მაგრამ იმედი არ დამიკარგავს...მითხარი ხომ მოხვალ?...მე მჯერა შენი!...”

-------------------------------- * ------------------------------------------------- * -----------------------
14 ივლისი.11/00სთ.
"...ჩემო ცხოვრებავ,დღეს ექიმთან ვიყავი...მდგომარეობა გამიუარესდა...ძლივს დავდივარ და სუნთქვის დროსაც საშინელ ჩხვლეტას ვგრძობ გულში...ზოგჯერ კი თვალებზე რაღაც ნისლივით გადამეკვრება-ხოლმე და მერე უცებ ყველაფერი ბნელდება...როგორ მინდა ჩემთან იყო...ძველებურად გულში გყავდე ჩახუტებული და შენი სუნთქვა მესმოდეს....სად ხარ?....სად!.....”

-------------------------------- * ------------------------------------------ * ---------------------------

დღეები კი გადიოდა...სოფოს მდგომარეობა მართლაც დღითიდღე გაუსაძლისი ხდებოდა...მთელი დღეები იჯდა და წერდა..თაკო გვერდიდან არ შორდებოდა დაქალს,კახაც ხშირად ადიოდა მის სანახავად და ანუგეშებდა სოფოს...
- თაკო იცი ახლა მახსენდება ერთი მოთხრობა რომელიც,ორი წლის წინ წავიკიტხე...ეს მოთხრობა ერთ კაცზეა,რომლისთვისაც სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს და რამდენმე საათში უნდა დახვრიტონ....კაცი ზის და აკვირდება ყველაფერს და ფიქრობს რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ხედავდა ამ ყველაფერს,თუმცა ყურედღებას არ აქცევდა...მაინცდამანც ადამიანი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს უნდა ითვლიდეს,რომ იგრძნოს სიცოცხლის ფასი?!...იცი ეხლა ვიხსენებ ყველაფერს და ცხოვრებაში უქმად დახარჯული ყოველი წამი...ამიტომ გთხოვ გაუფრთხილდი ყოველ წუთს...მერე სანანებელი არ გაგიხდეს...

-------------------------------------- * ______------------------------ * -------------------------

კიდევ ერთი საშინელი თვე გავიდა ლოდინითა და ტკივილით...დადგა შემოდგომა..გრილი სექტემბერი...

-------------------------------------- * --------------------------------- * -------------------------
11 სექტემბერი.18/00სთ.
"...ლა
                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 944 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 4.2/5
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 wiwila   (2011-06-02 10:55 PM)
bolomde ro ewerod ufro kai iqneboda :(( mara esec dzalian sevdiania:(

0   Spam
1 qristi   (2010-06-06 2:01 AM)
au bolomde rato ar cert

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]