მთავარი » 2010 » აპრილი » 25 » მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
1:05 AM
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს 
და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს. 
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს 
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე. 
და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს, 
ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს. 
თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს 
მე წაგართმევ და შენ გააღებ უმზეო თვალებს. 
გააღებ თვალებს დაიწყებ ძებნას, 
გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა 
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს 
და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1114 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]