მთავარი » 2010 » აპრილი » 15 » მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს...
10:41 PM
მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს...
მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.

მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.

მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ, სიყვარულის ღმერთია იგი,
და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ,
რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1280 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]