მთავარი » 2010 » მარტი » 28 » მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი თვალები
2:30 PM
მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი თვალები
მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი თვალები 
და უფსკრულისკენ მიმავალ გზას გამინათებენ. 
მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი ტუჩები 

ისე მომკლავენ ერთ კოცნასაც არ მაღირსებენ. 
წვიმა თუ მოვა და იტირებს ჩემს მკვდარ ოცნებას 
მომაკვდავ იმედს და სიყვარულს გამოიტირებს 
ყურს თუ დაუგდებ სევდიანი ქარის სიმღერას 

მაშინ საკუთარ ტკივილებსაც გამოიტირებ. 
მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი ხელები 
ისე მომკლავენ ერთხელაც არ შემეხებიან 
სხვა რას გაიგებს, ასე ძლიერ რად მენატრები 

სხვა რას გაიგებს, სხვები შენ რას შეგედრებიან 
მე თუ მოვკვდები, ეგ თვალები მომიღებს ბოლოს 
მაგრამ სიკვდილიც იგვიანებს თითქოს ჯინაზე 
და შენი კოცნა, შენი კოცნა მიშველის მხოლოდ 
კოცნით მაჩუქე უკვდავება ამ ქვეყანაზე

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1211 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]