მთავარი » 2010 » მაისი » 13 » მე მაპატიე...
9:19 PM
მე მაპატიე...
მე მაპატიე, 
ვერ დავემგვანე 
იმ ქალს, რომელსაც 
ღამ-ღამობით, ფიქრით ხატავდი... 
მე მაპატიე, რომ ვეღარ დავრჩი იმ სიყვარულის ერთგული ქალი..
ვერ ვიქეცი სურვილის მონად... 
ვეღარ გითხარი _ რომ უკვე სხვისი სურვილი მკლავდა
რომ ტკივილი მქონდა სხვაგვარი... 
სხვა სიყვარული... 
მონატრება... 
სხვაგვარი თრთოლვა... 
ვეღარ გითხარი, 
დროც არ იყო ამის სათქმელი, 
რადგანაც გულში სევდამ მოთოვა... 
ბოლოს კი მაინც... 
უხმაუროდ... 
ისე წავედი, 
შემოდგომისპირს როგორც იცის 
ხოლმე ფოთოლმა.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1092 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]