მთავარი » 2010 » აპრილი » 25 » მე და შენ
1:17 AM
მე და შენ
მე და შენ ვეღარ გავექცევით უფლის განაჩენს, 
ჩვენი ცხოვრება მუდამ იყო ცრემლებით სავსე. 
რადგან გაგვწირა გამჩენელმა სიყვარულისთვის 
დე ყველაფერი,ყველაფერი აღსრულდეს ასე. 

იმდენი არც კი მიმღერია,რაც მიტირია, 
მაგრამ არასდროს მიჩივლია საკუთარ ბედზე, 
არც მაშინ,როცა ყველაფერი მიჰქონდა ნიავს 
და არცა მაშინ,სიცოცხლე რომ ეკიდა ბეწვზე. 

არა,ნამდვილად არ ყოფილა სიკვდილი ძნელი, 
თუმცა ყველანი მოსული ვართ სიცოცხლის მონად... 
არ დაგავიწყდეს,რაც შევფიცეთ მაშინ ერთმანეთს, 
არ დაგავიწყდეს სისხლისფერი ვარდების კონა. 

ვიღაცისათვის ყველაფერი სასაცილოა, 
მაგრამ არ ვიცი,მე რატომღაც არ მეცინება. 
ერთ მშვენიერ დღეს სამუდამოდ დავხუჭავ თვალებს, 
ერთ მშვენიერ დღეს სამუდამოდ დამეძინება. 

ნუ ატირდები,ნურასოდეს ნუ ატირდები, 
ნუ ატირდები,დამეყრება როცა მიწა მე, 
თეთრი ღრუბლებით განწმენდილი და უცოდველი 
მე უსათუოდ დავბრუნდები დედამიწაზე. 

მე დავბრუნდები არცა კაცად და არცა ხორცად, 
მე დავბრუნდები უსათუთეს ყვავილად ქარში, 
რომ მარადიულ სიკვდილამდე ვიაროთ ერთად, 
ვიაროთ ერთად,გვირილების თოვლისფერ ზღვაში

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1246 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]