მაშინ, როცა გაზაფხულობით დრო წუთებად კი არა, ფიქრებად დაიწყებს ქცევას... - 13 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 13 » მაშინ, როცა გაზაფხულობით დრო წუთებად კი არა, ფიქრებად დაიწყებს ქცევას...
10:34 PM
მაშინ, როცა გაზაფხულობით დრო წუთებად კი არა, ფიქრებად დაიწყებს ქცევას...
მაშინ, როცა გაზაფხულობით დრო წუთებად კი არა, ფიქრებად დაიწყებს ქცევას, მაშინ, როცა პირველი კვირტი ყვავილად დაიწყებს სკდომას, მოგიძევ მწვანე ბალახებს შორის, ნამთა მარგალიტივით მბზინვარებისას, ჩიტების რია-რიასა და გალობისას, იასამნის ყვავილობისას, დამკრახულ მტევნებშუა. მოგიძევ, როცა მაისს სურნელება შეუბურავს თავს, როცა ზაფხულის სივარვარეს წვიმა გაანელებს, როცა ბარაქიან შემოდგომას მაჭარი დაადუღებს, როცა პირველი თოვლის ფანტელები თეთრად შემოსავენ სამყაროს. მოგიძევ ყოველთვის და ყველგან, სადაც გივლია და სადაც არასდროს დაგიდგამს ფეხი. მოგიძევ მაშინ, როცა უნაპირო სევდის გრიალში ცრემლებად დავიღვრები, როცა თეთრად ატოტვილ მაგნოლიებს დავუკრეფ შენს ხსოვნას, როცა ახალი წლის ღამეს ხუთი წუთი დააკლდება. მოგიძევ და მაშინ, როცა ლოდინით გათანგული შენს თბილ გულს გულცივობას დავწამებ. მოგიძევ ქარში, წვიმაში, თოვლში იდუმალი ძახილით მავალი, რომ იქნებ შენს ხმას მოვკრა ყური. მოვიძევ შენი ბედის ცდომილებს, რათა ვძლიო მათ და გიპოვო. და როცა მივხვდები, რომ ყველა ჩემი ცდა ამაოა, რომ ყველაფერი უცლელად დარჩება, როცა ვერსად გიპოვი, ყველაზე ძლიერ მაშინ დაგიწყებ ძებნას.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 292 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]