მთავარი » 2010 » მარტი » 7 » მარტოობის ჰანგები
9:02 PM
მარტოობის ჰანგები
მარტოობა? იცით ეს რა არის. არა ამის პასუხი არც მე ვიცი და არც თქვენ. ალბათ არც არავინ იცის. 
  დილით მზის შუქი გამოაღვიძებს პატარა გოგონას, ადგება გაიხედ- გამოიხედავს მშიერ-მწყურვალი, ირგვლივ არავინაა.
  -შეგეშინდა? არ დაღონდე, შენ მარტო არ ხარ, მე შენთან ვარ, ეუბნება ვიღაცის უცნობი ხმა.
  უგზო უკვლოდ დაეხეტება, ყურადღებას არავინ აქცევს, არც არავინ ზრუნავს მასზე და არც ეხმარება.
  დადის ქალაქის ქუჩებში. სასოწარკვეთილი ყველაში და ყველაფერში სიბრალულს იწვევს, ყველას აფიქირანებს ამ პატარას ბედი , მაგრამ არავინ ეხმარება, არავინ უწვდის ხელს.
  ალბათ ყველას დაგაინტერესათ რა მოუვიდა ამ საბრალოს, რატომ დაეხეტება ქუჩაში მარტოდ მარტო, ნუთუ მშობლები არ ჰყვს, და ან ძმა, ან კიდევ რატომ არავის გაჩენია სურვილი შეეფარებინა პატარა გოგონა, რომელსაც წუთისოფელმა თავისი მუხთლობა სულ რაღაც ექვსი წლის ასაკში დაანახა. 
გოგონა ლამაზი იყო, მაღალი, მოქნილი, შავგრემანი, ცისფერი თვალებით, დიდხანს თუ დააკვირდებოდით ჩაგითრევდათ ზღვასავით მოელვარე. მკერდზე ხატი და პატარა მედალიონი ეკეტა. ნეტა ვისი სახეები იმალაებოდა მის ქვეშ? ალბათ მშობლების. მაგრამ ვინ იყვნენ მისი მშოლები? რატომ მიატოვეს პატარა ბედის ანაბარა? არა მათი გამართლება არ შეიძლება და ვერც გავამართლებ გულითაც, რომ მინდოდეს. 
  დიდი ხნის განმავლობაში დაეხეტებოდა გოგონა მარტოდ-მარტო და როგორც იქნა ბოლოს მაინც გამოჩნნდა ღვთისმოსავი, კეთილი ადამიანი- ანგელინა.
  ანგელინას შვილი არ ჰყავდა და გოგონასაც შვილივით ზრდიდა.ის კი ხმას არ იღებდა, მხოლოდ ტიროდა და ძინავდა, სხვას არაფერს აკეთებდა.
  პატარა იყო გოგონა, მაგრამ ბევრის მნახველი და განმცდელი:შიშის, მარტოობის, შიმშილის ყინვის, სიცივის და უსამართლობის. 
  უცებ რაღაც ხმა გაისმა, გალობას გავდა, არა გალობა არ იყო, მგონი ვიღაც მღეროდა, არა არც სიმღერის ჰანგებს გავდა, ეს იყო გოგონას ხმა მე მქვია მაი, ეს იყო მისი პირველი სიტყვა. 
  მაი ბათუმში ცხოვრობდა, აქ დაიბადა და გაიზარდა. საბრალო დედა ცდუნების მსხვერპლი აღმოჩნდა და 15 წლის ასაკში შეძენოდა პირველი შვილი, მისი იმედი და სიამაყე. მამა კი ძალზე უარგისი გამოდგა, თუმცა არაფერი აკლდა, არც სიყვარული, არც ზრუნვა, არც ფული და კარგი ცხოვრება. ბევრჯერ უცდია სბრალო დედა-შვილს თავის დაღწევა, მაგრამ ამაოდ.
  დედამ, რომ ვერაფერი მოახერხა, გადაწყვიტა შვილი მაინც გაეპარებინა, კიდეც გააპარა, გულზე მედალიონი ჩამოკიდა და უთხრა, რომ აუცილებლად იპოვიდა მას, ოღონდ დალოდებოდა და ეჭვი არ შეპარვოდა, რომ იგი აუცილებლად ნახავდა მას.
  ასე აღმოჩნდა პატარა გოგონა ქუჩაში , არავინ შეიფარა და ნაღვლიანი დაიმედებული სახით, რაღაცის მომლოდინე ვიღაცას ელოდა და თან მედალიონს შეჰყურებდა.
  ეხლაც ელის:
  დრო ისე მიქრის, ვერ დაეწევი,
  ვერ დაეწევი და დაღონდები.
  ელი და ელი ის ნანატრი დღე 
  ნეტავ ოდესმე გამითენდბა?
  პასუხს ეძებ და არვინ გპასუხობს
  ვიღაცას ელი ის კი არასად ჩანს,
  ან კი ოდესმე დამიბრუნდება 
  და მეტყვის შვილო-აი მოვედი.
  მე შევასრულე დანაპირები.
  და დღეის იქით ცრემლს ნუღარ დაღვრი
  ერთად ვიქნებით ჩვენ ბედნიერი.  
  მაი უკვე 15 წლისაა, სწორედ იმდენის რამდენიც დედამისი იყო როცა შვილი შეეძინა. კვლავ ელოდება ვიღაცას, მაგრამ ვის? გზაზე არავინ ჩანს და როგორც ჩანს არც არავინ აპირებს მოსვლას. 
მაი თბილისში ცხოვრობს, ის აქ ბედნიერია, მაგრამ გული იქ ბათუმისკენ მიუწევს, სადაც მოსიყვარულე დედა ელოდება. მაი გრძნობს, რომ ის მოვა, აუცილებლად მოვა, მაგრამ უმჯობესია თვითონ წავიდეს, თვითონ მოძებნოს ის ვინც ცხრა წელია აღარ უნახავს. მამაც კი ენატრება.
  ანგელინას ნებართვით მაი ბათუმში დაბრუნდა. დიდხანს ეძებდა იმ ნაცნობ მაგრამ ეხლა უკვე უცნობ ქუჩებს, ვინ წარმოიდგენდა, რომ ის პატარა გოგონა, რომელიც ქუჩაში მარტოდ-მარტო, უპატრონოდ დაეხეტებოდა და დედას მონატრებული, მამაზე ბრაზობდა ეხა მოხდენილად, ლამაზად ჩაცმული მოსიყვარულე, მონატრებული თვალებით ისევ დაადგებოდა იმ ქუჩებს, რომელზედაც მწარე, მაგრამ ეხლა უკვე კარგი მოგონებები აკავშირებს.
  როგორც იქნა სახლსაც მიაგნო, მოგონებებმა მაის თავგზა აუბნიეს, ყველა გრძნობა, ყველა ფიქრი ერთად მოაწვა. ელოდება როდის გააღებს დედა სახლის კარს, გადაეხვევა მონატრებულ შვილს და სახლში შეიყვანს.
  მართლაც გაიღო კარები, მაგრამ დედის ნაცვლად ვიღაც უცნბი ქალი გამოვიდა, მას მაი მამაც გამოყვა და ხელიხელ ჩაკიდებული გზას გაუყვნენ.
  მაი შეშფოთდა, სახლს მიუახლოვდა, დააკაკუნა. კარი პატარა გოგონამ გაუღო, ისიც ისეთივე ლამაზე იყო როგორც თავად მაი. საოცრად გავდნენ ერთმანეთს.
  რას უნდა გრძნობდეს ადამიანი, 
  როცა სამშობლოს დაუბრუნდება
  და ვინც გიყვარდა და ვინც გელოდა
  აღარასოდეს დაგიბრუნდება?
  უცებ რაღაცამ დღეს წაართვა სულის სიმშვიდე.
  ვიღაცის ხმა გაისმა ცაში მწუხარე. 
  ...................... 
  ქუჩაში ვიღაც აცრემლებული თვალებით, მტირალი, უსუსური და გაუბედურებული გოგონა მიდის. ტიროდა მწარედ და თანაც როგორ. დედას დასტიროდა მწარე ცრემლებით, დედას, რომელიც მას შეეწირა. ყველა მას უყურებდა. ისევ ისე ტიროდა, როგორც ცხრა წლის წინ, როცა უმისამართოდ მიაპობდა ბათუმის ქუჩებს. გოგონას თვალებმა და მისმა ცრემლებმა ხალხი ცხრა წლის წინანდელ მოგონებებში გადააგდო, იცნეს მისი ზღვასავით მოელვარე თვალები და გიშრის წვიმის მსგავსი ცრემლები.
  ის გოგონა იყო მაი, ისევ მარტოობას განიცდიდა, აქამდე მხოლოდ ერთი იმედით ცოცხლობდა, რომ დედა დაბრუნდებოდა, მაგრამ ის ვეღარ დაბრუნდება, სადღაც წავიდა, შორს, მაისაც იქ უნდა ყოფნა, სადაც დედაა, არ უნდა მარტოობა. ტირის ისევ მწარე ცრემლებით საბრალო გოგონა, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც გრძნობს, რომ გათენდება ის დღე, როცა დედა დაუძახებს და ეტყვის- მე მოვედი.
  შვილო. უცებ გაისმა ხმა, მაი შეკრთა დედის ხმა გაიგონა დედის, რომლის გაგონებასაც ცხრა წელი ელოდა. მობრუნდა, მობრუნდა და ანგელინა დაინახა მართალია ის არ იყო ვისაც ელოდა, მაგრამ გაუხარდა, გაუხარდა იმის დანახვა ვინაც მართლაც რომ დედობა გაუწია.  
  დავასრულე და ლამის ავტირდი
  თითქოს ვიგრძენი რაღაც ნამდვილი
  განა რა არის სინამდვილე- ვიცი კი?
  მაგრამ ის ვიცი, რომ მარტოობა
  არის ყველაზე მწარე ტკივილი.
  ....
დავამთავრე დავწერე რაც მინდოდა, დავნაღვლიანდი და რაღაც ჩამწყდა. ნეტავ რა? ალბათ მარტოობა, მაგრამ რა არის მარტოობა? ეს რომ არ ვიცი?

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1389 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 Luis   (2012-08-27 7:08 AM) [Entry]
Thanks guys, I just about lost it looikng for this.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]