მარგალიტები - 23 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 23 » მარგალიტები
10:06 PM
მარგალიტები
მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება,
მარგალიტები, იაგუნდები........
არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება!
არ დაბრუნდები?

თეთრშემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე,
სევდიანია ღამე მძინარი,
ნუთუ არ ფიქრობ სანატრელო, შენს სათუთ ცოლზე...
არავინ არი...

ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს ყვითელს, დახეულს...
სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?
მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,
ჩემს დამწვარ სხეულს,
შენ რომ გიყვარდა...

მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,
ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები.
დაღლილი არის სანატრელო დღეს ჩემი ტანი,
ნუ გვიანდები.

არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა...
დავფარე ღამე ბნელ ნაწნავებით;
ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემს ოთახისას
თეთრი მკლავებითა..


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 418 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]