მთავარი » 2010 » მარტი » 7 » მაპატიე, თუ სათქმელი ვერ გითხარი
6:41 PM
მაპატიე, თუ სათქმელი ვერ გითხარი
მაპატიე, თუ სათქმელი ვერ გითხარი , 
გულში გრძნობა დავხუთე და დავატიე . 
თუმცა ევას მემკვიდრე ვარ , მაგრამ მაინც , 
ეს უთქმელი სიყვარული მაპატიე . . .
მაპატიე დაბნეული თვალები და . . .
გაზაფხულზე არ გაუწყრე ამაყ იებს .
მაპატიე მოპარული წამები და . . . 
გაზაფხულის ოცნებები მაპატიე . . . 
მაპატიე თუ , თუ ამ წუთშიც შენზე ვფიქობ 
და ეს ღამეც მარტომ თეთრად გავათიე , 
მაშინდელი გულუბრყვილო ცრემლლები და . . . 
ახლანდელი სიყვარული მაპატიე. . . 
მაპატიე ეს ურითმო სტრიქონები , 
გრძობების ზღვა სიტყვებად რომ დავაბნიე . . .
მაპატიე ეს გულწრფელი მონატრება , 
ეს უმწიკლო სიყვარული მაპატიე ! . .

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1344 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]