მთავარი » 2010 » მარტი » 7 » მაპატიე თუ გატკინე ჩემით გული
8:14 PM
მაპატიე თუ გატკინე ჩემით გული
მაპატიე თუ გატკინე ჩემით გული,
არსებობამ ჩემმა გზა თუ აგიბნია,
მაპატიე გადადგმული ნაბიჯები
ნაკვალევმა იარა რომ გაგიჩინა. 
მაპატიე უდიდესი სიყვარული,
დაივიწყე ის რაც უკვე წარსულია,
ისევ მოვა წვიმა შენი გაზაფხულის,
ეგ წვიმა ხომ ჩემი თბილი ცრემლებია.
მაპატიე სულის აფორიაქება,
ღმერთმა შენი გაბრაზება მაპატია,
ჩამეხუტე და მითხარი ყურში ჩუმად:
"დავივიწყოთ, გაპატიე, წარსულია"


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 6110 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 2.6/5
სულ კომენტარები: 1
0  
1 teko   (2010-10-25 2:10 PM) [Entry]
momwons

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]