მთავარი » 2011 » ივნისი » 24 » მამაკაცური სიყვარულის გამომჟღავნების ოთხი მარტივი, მაგრამ მოულოდნელი მეთოდი
10:48 PM
მამაკაცური სიყვარულის გამომჟღავნების ოთხი მარტივი, მაგრამ მოულოდნელი მეთოდი



ხშირად მამაკაცებისგან შეიძლება მოისმინოთ შემდეგი: ”მე შემიძლია მქონდეს მასთან ინტიმური ურთიერთობა, მე შემიძლია ბოლოს და ბოლოს დავქორწინდე მასზე, მაგრამ ეს არ არის სიყვარული! სიყვარული ეს რაღაც სულ სხვაა.” მამაკაცებს, როგორც წესი, არ უყვართ სიყვარულზე საუბარი, მათ საჭირო სიტყვების პოვნა უჭირთ. რა თქმა უნდა ისინი გრძნობენ სიყვარულს, მაგრამ გამოხატავენ მას თავისებურად. ამ სტატიაში ჩვენ მოვიყვანთ სიყვარულის გამოვლინების ოთხ მეტ-ნაკლებად გავრცელებულ მეთოდს.




მამაკაცებს შეუძლიათ უბრალოდ თქვან: ”"მე შენ მიყვარხარ”"
სინამდვილეში ერთეულები თუ გაბედავენ სიყვარულის ახსნას ამ მეთოდით. სიყვარულის ახსნა მათში ასოცირდება სერიოზულ პასუხისმგებლობასთან, მოვალეობასთან და სადღაც შიშთანაც. ზოგიერთი მამაკაცისთვის ეს ფრაზა უტოლდება შემდეგ სიტყვებს: ”ჩემი ცხოვრება შენს ხელშია”. მათ ეშინიათ მოგენდონ და მერე იყვნენ უარყოფილნი. სხვებისთვის კი ფრაზა ”მე შენ მიყვარხარ” ნიშნავს ”მე შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, რასაც ისურვებ” ანდა ” მე ყოველთვის შენი ერთგული ვიქნები”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ფრაზა უტოლდება ფიცს. მამაკაცები კი ცდილობენ სიტყვა შეასრულონ, უფრო სწორად, მათ ეშინიათ სიტყვის გატეხის და ამით სხვების თვალში დაცემის.


მამაკაცები გამოხატავენ სიყვარულს ყურადღების გამოჩენით.
მათ შეუძლიათ აგავსონ ათასგვარი საჩუქრებით:ყვავილებით, ტკბილეულით, სუვენირებით, მისალოცებით. ამასთანავე არსებობს ისეთი მომენტებიც, რომლებსაც ქალბატონები არ აღიქვავენ როგორც ყურადღების გამოვლინებას. მაგალითად, ზოგიერთი მამაკაცი, რომელიც თავის თავისუფალ დროს ატარებს საყვარელ ქალბატონთან, თვლის რომ ამით ყურადღება გამოიჩინა, მიართვა მას საჩუქრად თავისი დრო, ანუ, გამოხატა სიყვარული. ზოგიერთები კი, მძიმე სიტუაციაში მხარში ამოდგომისას ფიქრობენ რომ ამით ისინი გამოხატავენ ზრუნვას, და შესაბამისად სიყვარულს.



გრძნობების კონტაქტური გამოხატვა.
მამაკაცებს შეუძლიათ გამოხატონ სიყვარული თქვენს ხელთან შეხებით, ამბორით, ბოლოს და ბოლოს სექსით. ცხადია, რომ უმეტესობას უადვილდება გრძნობების გამოხატვა სექსის დროს. ფიზიკური სიახლოვე არღვევს ბარიერებს, გჩუქნით ნდობის და ურთიერთგაგების შეგრძნებას. როგორც ზევით იყო ნათქვამი, ერთგულები თუ ბედავენ გრძნობების სიტყვებით გამოხატვას.


მამაკაცი გადაწყვეტს გაგაცნოთ თავისი მშობლები.
ეს ნაბიჯი იგივეა რაც ”მე შენ მიყვარხარ და მინდა რომ ახლოს გაიცნო ჩემი მშობლები, ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები”. რა თქმა უნდა, ეს ქმედება ადასტურებს მისი გრძნობების სიღრმეს და მისი განწყობის სერიოზულობას. მამაკაცს სურს, რომ შენც გამოხატო ზრუნვა მათზე, ისევე როგორც სურს, რომ მისმა მშობლებმა იზრუნონ თქვენზე

                               
მიმაგრება:
კატეგორია: საუკეთესო რჩევები | ნანახია: 2043 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 3.8/4
სულ კომენტარები: 3
0  
3 bela   (2012-10-25 11:14 AM) [Entry]
magaria :)

0  
2 lazare   (2011-12-17 11:31 AM) [Entry]
magaria ) ) )

0  
1 anano   (2011-09-17 5:04 PM) [Entry]
dzalian momwona :* Magariia Dzaan ))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]