მთავარი » 2010 » მარტი » 10 » ,,მაგ თვალებს, მაგ წარბებს, მაგ თმათა ნაწნავებს,
8:40 PM
,,მაგ თვალებს, მაგ წარბებს, მაგ თმათა ნაწნავებს,
* * *
,,მაგ თვალებს, მაგ წარბებს, მაგ თმათა ნაწნავებს, 
ძილის წინ ვიღაცის ფიქრებით ნაწვალებს, 
მოვტაცებ სიყვარულს ყორნისფერ წამწამებს, 
ჩემს ფიქრებს ღამით რომ სასტიკად აწამებს. 
იქნებ დამეთანხმო, ამასაც გისურვებ, 
ჩიტის რძეს მოგართმევ შენ თუკი ისურვებ. 
სიყვარულს გაგიშლი და შენ შიგ იცურებ, 
შენ მყავდე კარგად და ღმერთსაც შევიშურებ. 
არა გსურს? წავიდეთ, ხევსურეთ გაჩვენებ, 
იქ კეთილს და ბოროტს ყველანი არჩევენ, 
ბარის ტრადიციებს მთისანი დახევენ 
და ცხენის ჭენებას მყისვე შეგაჩვევენ. 
კოხტა ქოხს აგიგებ ჩანჩქერის ნაპირზე, 
სხივები რომ მოხვდეს ლოდების აივანს, 
სხივები მოჰკრეფენ სიყვარულს, 
როცა მზე ჩანჩქერში ანცობით შიშველ ტანს დაიბანს. 
ჭიუხში ჯიხვს მოვკლავ და ზურგით მოგიტან, 
ლამაზ რქებს სახსოვრად შენ სახელს დავაწერ; 
გაოფლილ ლურჯა ცხენს ოფლს მოვწმენდ ბოგირთან 
და კლდეზე წმინდა წყალს მშრალ ტუჩებს დავაწებ, 
წავიდეთ, ხომ ხედავ, ცხოვრება ქარია, 
მეორედ ვერ ნახავ უკეთეს არჩევანს, 
წავიდეთ, წავიდეთ ეგ შენი თვალები 

ჭიუხში ჯიხვების იმედად დარჩება. ,, 

/თ. ლიქოკელი/

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 350 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]