მთავარი » 2010 » თებერვალი » 2 » მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!!
10:31 PM
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!!


ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!ჰკივის ჩემში შენი მონატრება, თვალის gუbეებს
ეხეთქება, ცრემლებად მოგორავს და გულში მეღვენთება........   აი გავიდა
ლამაზი ზაფხული, დადგა შემოდგომა და ჩემს სულშიც მოსაღამოვდა, სულ მთლად
ჩამობნელდა, განშორების სასტიკმა ქარიშხალმა მოპარული ბედნიერება წარიტაცა
და სივრცეში გაქრა......... არაფერი აღარ დარჩა უსაშველო ჩუმი სიცარიელის
და მტანჯველი


მონატრების გარდა.თვალებ დახუჭული ვზივარ ფანჯარასთან, გავყურებ
ჩირაღდანივით განათებულ ღამეულ ქალაქს და ვიხსენებ ჩვენი სიყვარულის ლამაზ


ზაფხულს............   ო, რომ იცოდე როგორ მინდა განმეორდეს კვლავ
ყvელაფერი, ო, რომ იცოდე როგორ მინდა კვლავ გადავხტე ჩვენი სიყვარულის
ხიდიდან, ბედნიერების აბობოქრებულ ზღვაში და დაუსრულებლივ ვიცურავო


შენთან ერთად ვნების მორევში.............. როგორ მინდა ჩავიძირო შენს
ლამაზ თვალებში რომ დამავიწყო ყველა დარდი და მწუხარება...........      
                                                      მენატრები, უზომოდ
მენატრები ისე როგორც ყვავილებს მზის თბილი სხივები, ისე როგორც უდაბნოს
წვიმის წვეთები, ისე როგორც ღამის მწუხარებაში გაშლილ ვარდს ბულბულის ნაზი
სტვენა....... მენატრები....... ისევ ჰკივის ჩემში შენი
მონატრება.............ვიცი აღარ დარჩა არაფერი, ვიცი არასოდეს აღარ
განმეორდება ბედნიერი წარსული, ვიცი ვეღარ ვიქნებით ერთად, ვეღარ
ვიხეტიალებთ ხელჩაკიდებულები ტყის მწვანე ტევრებში, ვეღარ დავითვლით
ღამეული თბილისის ლამაზ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავებს, ვეღარ ვიძრომიალებთ
ნარიყალის იდუმალებით მოცულ ნანგრევებზე, ვეღარ ვისეირნებთ ჩამავალი მზის
სხივებით განათებულ კუს ტბაზე ნავით, ვეღარ დავტკბებით ერთმანეთის
ალერსით................                                            


ვიცი, მაგრამ გაბზარულ გულში პაწაწინა იმედი ვარსკვლავად ბრწყინავს და მეც
გელოდები, გელოდები რომ ოდესმე გაიგონებ ჩემს სასოწარკვეთილ ძახილს
და....... მოხვალ..... მოხვალ და ისევ ისე ძველებურად ჩამიკრავ მძლავრ
გულ-მკერდში, ძველებური სითბოთი ჩამხედავ ნაღვლიან, მაგრამ სიყვარულით
სავსე თვალებით თვალებში, ვნებიანად დამიკოცნი მოლოდინით გათანგულ ბაგეს
და თბილი ასე ახლობელი და ძვირფასი ხმით ნაზად მიჩურჩულებ ყურში:   "შენ
შემოგევლე …"

                               
მიმაგრება:
კატეგორია: მენატრები | ნანახია: 2240 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]