მთავარი » 2010 » მარტი » 31 » ხშირად ჩემზე ჩუმად გეცინება
4:51 PM
ხშირად ჩემზე ჩუმად გეცინება
ხშირად ჩემზე ჩუმად გეცინება
და მეც სულელივიდ განვიცდი,
შენგან არაფერი მეწყინება-
შენ ხომ სიყვარული არ იცი!
გართობს ძველ ცოდვების გამოკითხვა,
რაღაც ჯალათური ხალისით,
მერე რა, რომ მტკივა ყველა სიტყვა-
შენ ხომ სიტყვის ფასი არ იცი!
წუხელ შენზე ფიქრში დამათენდა,
თავქვეშ დარდის მედო ალიზი 
იქნებ მოგენატრო, გამახსენდა
შენ ხო მონატრება არ იცი!
ისევ არ მიკარებ, ეჭვის მახრამ,
გახრა იმედები ხვალისი,
ამ გულს რა ვუთხარი რომ უყვარხარ,
რატომ? ეს თვითონაც არ ვიცი


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1472 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]