მთავარი » 2010 » მარტი » 16 » ხომ შეიძლება გულით გსურდეს და ვერ შეიყვარო მაინც...
9:17 PM
ხომ შეიძლება გულით გსურდეს და ვერ შეიყვარო მაინც...
ხომ შეიძლება გულით გსურდეს და 
ვერ შეიყვარო მაინც... 
ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს, 
ვერ შეიძულო მაინც... 
ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას, 
ცაში იფრინო მაინც... 
ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას, 
მაგრამ მიყვარდე მაინც... 
ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო, 
შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც... 
ხომ შეიძლება გული გაიყოს 
და ვსულდგმულობდე მაინც... 
მაგრამ ოცნებას, მიწიერ სურვილს 
და სიყვარულის მორევს 
ვერ გაექცევი, თავს ვერ დააღწევ, 
დიდი ტკივილი ესაა სწორედ...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1192 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]