მთავარი » 2010 » მარტი » 14 » ხო სიყვარული საჩუქარია,ღვთის წყალობა სასწაული.ის მარადიულია....
0:22 AM
ხო სიყვარული საჩუქარია,ღვთის წყალობა სასწაული.ის მარადიულია....
ხო სიყვარული საჩუქარია,ღვთის წყალობა სასწაული.ის მარადიულია....სიყვარული ყოველთვის მართალია,-მაშინაც, როცა ვნებით დაბრმავებული უფსკრულში იჩეხება,მაშინაც როცა მდუმარეა,გაუბედაობას ზვარაკივით ეწირება,მაშინაც როცა გაუმხელელ სურვილს ჯვარივით ზიდავს...სიყვარული ყოველთვის წრფელია ,-მაშინაც,როცა სიმარტოვეში ფეთქავას და იწვის,მაშიანც ,როცა ხალხმრავალი ტრიბუნების რკალი ატყვია,მაშინაც როცა სატრფოს თვალებთან პირისპირ დგას.სიყვარული ყოველთვის მღელვარეა,მაშინაც ,როცა თანხმობით ფეთქავენ გულები,მაშინაც როცა ეჭვი აბლაბუდად გარს ახვევია,მაშინაც როცა უთქმელობის ბორკილი ადევს.სიყვარული ყოველთვის მწუხარეა,მაშინაც ,როცა გული გულს ხვდება,მაშიანც,როცა საქორწინო ზარები რეკენ,მაშინაც ,როცა ბაგეები ერთურთს ეძებენ..სიყვარული მარადიულია,მაშინაც ,როცა თავს იკლავს,როცა ღალატით კლავენ,მაშინაც,როცა აღარ არის,ან,ჯერ არ არის...რადგან სიყვარული ერთადერთია ადამიანს რო არ გამოუგონია....

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1350 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]