მთავარი » 2010 » იანვარი » 7 » ˙·٠•●๑۩۞۩๑ხელოვნური ცრემლი๑۩۞۩๑●•٠·˙
12:07 PM
˙·٠•●๑۩۞۩๑ხელოვნური ცრემლი๑۩۞۩๑●•٠·˙



ზღაპარში ვართ და ახალ ზღაპარს ვიგონებთ…


ჩვენი სიყვარული უცნაური გვგონია და გვავიწყდება რომ კი არ გვაჩუქეს, ერთმანეთისთვის გავიმეტეთ... და გვეშინია…


ერთმანეთს ცრემლები ამოვუშრეთ და დაგვავიწყდა, რომ სიხარულის ცრემლები თბილიცაა და ტკბილიც...




მერე ერთმანეთს ხმამაღლა ფიქრებს ვასწავლით და ვყვირივართ…


ვყვირივართ და გვავიწყდება, რომ სხვებსაც ესმით...


ესმით და გაკვირვებაც შეუძლიათ…






ცრემლებს წვეთ-წვეთად გაწვეთებ ამოუვსებელ, უძირო ტბებში და სიხარულის ცრემლები მონატრების ხდებიან და სევდის...






ზღაპარ იყო…


ზღაპარ იყო და დაუფიქრებლად გეკითხები...


დავბრუნდეთ?


დავბრუნდეთ სადაც გაოცებულ თვალებს მრისხანება ენაცვლება...


სადაც მრისხანებას სიძულვილი ენაცვლება და მზად არიან სასიკვდილოდ გაგიმეტონ...


სადაც სისხლი მიწასშემხმარი პატარა გუბურაა და …. ვერგაგების სურვილი...


დავრჩეთ?


დავრჩეთ, სადაც ყველა შენიანია და ყველას ყველაფერი ესმის...?


სადაც დასასრულიც ერთფეროვანია... და ჭირიც იქა და ფქვილიც...?






მომისმინე...


ხანდახან გულში ისე მინდა ჩაგიკრა რომ გამოვრბივარ...


შენსკენ არა...


შენგან...


შენგან გამოვრბივარ და წაქცევამდე ვჩერდები…






ყველაფერი უფრო რთულადაა...


უმარტივეს სიტყვებში ღრმადგადგმულ ფესვებს ვეძებთ და დაუნახავის
დანახვასაც ვცდილობთ არარსებულ ფარდებსა და გამოგონილ კარებს შორის...






იქნებ მარტივ სიტყვებშია მთელი ქვეყნის სიბრძნე და არაფერია დამალული და უცნობი...


იქნებ ფარად მხოლოდ ფანჯარაა და რაც ფანჯრის აქეთ-იქითაა ჩვენია და არა სხვისი...






არასოდეს არ ვსაუბრობთ მზეზე...


მზე სიტყვებში ისე აჭერს… რომ სადღაც უნდა დავემალოთ...


ერთად არა... ცალ-ცალკე... და მერე ვწერთ...


"მე და შენ"”


ვწერთ და გვეშინია...


დავწეროთ... რომ მე და შენს ერთად "ჩვენ" ჰქვია და წვიმა ფარდა კი არა სიცოცხლეა და ხანდახან


სიხარულიც...




გვეშინია…


"ჩვენს" ჩვენც ვერ გავიგებთ... და იმიტომ...






ზღაპარია ჩვენი და ზღაპარია რაც გვაერთიანებს და გვაშორებს...


ზღვარს გვივლებს და გვახსენებს...


ზღვარს აქეთ გზები გაყოფილია და ორი გზა ბევრიცაა


და ცოტაც...






ახლა გულში ჩაგიკრავ... და მარცხენა ლოყას შენ გავარვარებულ ლოყას მივადებ...


ახალი ზღაპარი დაიწყება...


და ზღაპარი უფრო მოკლე იქნება და უფრო სევდიანიც...




ყველა ზღაპარი ლამაზია... და ხანდახან სევდიანიც...




ერთმანეთს ვეხუტებით..


გავარვარებულ ლოყებს ერთმანეთს ვადებთ და ვტრიალებთ...


ვტრიალებთ და ვიყინებით...




ასეა?




ტირიხარ?




არა, ხელოვნური ცრემლი ვიყიდე და მაბნევია...




ცრემლი არ მაქვს...


აღარც სიხარულის?!


არა...






დავრჩეთ...



p.s.

გაყინული ლოყა მაქვს და უგრძნობი...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1211 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]