მთავარი » 2010 » მარტი » 28 » ხელებს გავიშვერ თუ შენ ერთი დამიგდებ ხურდას...
2:18 PM
ხელებს გავიშვერ თუ შენ ერთი დამიგდებ ხურდას...
ხელებს გავიშვერ თუ შენ ერთი დამიგდებ ხურდას, 
ხელებს გავიწვდი და თუ გსურდეს დამადგი ხუნდი, 
ხელებს წავიკვეთ ოგონდ მსურდეს რომ შენ რაც გსურდა, 
ხელებს ამ ხელებს მხოლოდ შენი ალერსი სურდა, 
როგორც ყოველთვის ეხლაც კარგო შჰენ ვერ მიმიხვდი, 
ფული კი არა შენთან ახლოს ჩამოვლა მსურდა, 
ჩამოიარე და თვალებში ჩამხედე რიდით, 
მებრალებიო ერთი სიტყვის გამხადე ღირსი, 
მცირე სიჩუმე, ხელის გულზე ფულის წარნათი, 
ნუთუ არც მაშინ არ ვიყავი შენთან მართალი? 
მადლობელი ვარ მათხოვარი რომ შეიბრალე, 
მე მეტს არა გთხოვ მარტო გთხოვ რომ მე შემიყვარე, 
და თუ ამ თხოვნას ოდესმე კი შენ შეიწყნარებ, 
ვერვინ გაიგებს მათხოვარი რომ შეიყვარე.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 997 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]