მთავარი » 2010 » მარტი » 29 » ქარმა გამომწვევად ცაცხცვებს ჩაუქროლა
2:06 AM
ქარმა გამომწვევად ცაცხცვებს ჩაუქროლა
ქარმა გამომწვევად ცაცხცვებს ჩაუქროლა 
და ერთ ლამაზ ფოთოლს გული აუთრთოლა. 
წამო, წამომყევი ცხრა მთა მოგატარო, 
მერე მოგიყვან და დედას ჩაგაბარო... 
ფოთოლს ამის მეტი აღარ გაუგია, 
ვნებით ანთებულმა თავი დაუქნია. 
ეხლაც აქანავებს ალბათ ლამაზ ფოთოლს, 
გულსაც გაახსენებს ალბათ წარა-მარა, 
მერე კი დატოვებს ერთი ქუჩის ბოლოს, 
ქურთი მეეზოვის ცოცხის ანაბარად.. 
მაღლა ავიხედე, ცაცხვი იცინოდა.. 
მან ხომ საიდუმლო ქარის არ იცოდა...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1179 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]