მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » ქარია.
9:20 PM
ქარია.

ქარია.

მე უნდა აგაწყო ამინდზე,
ბლის მურაბასავით ჩაგტოვო ჩაიში.
ქარია.
მე უნდა გაგწეწო მატყლივით,
შენი წამწამებით გავტენო ბალიში.
ქარია.
რაღაცას მიმტკიცებს სარეცხი,
ეტყობა, აპირებს დილამდე გაშრობას.
ჩემი ოთახიდან შენს საძინებლამდე
მე გათენებამდე მოვაწყობ ლაშქრობას.
ზურგის ქარი მინდა, მალე რომ დაგატყდე,
მინდა რომ დამნებდე და ხარკი მიხადო,
შენი ნანგრევების წინ გაშლილ კარავთან
მე შენი ცოდვების ქელეხი ვიხადო.
მაგრამ ეს "მინდაა"
და, სინამდვილეში,
ტუჩებით ვინამავ ტუჩმშიერ ალაგებს
და იქნებ ავეწყო სარეცხის სიმშრალეს
დილამდე ჩავდგე და ქარივით დავლაგდე.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1222 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]